ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ტევესს და "სიტის" საქმის ჩაწყობას აბრალებენ

ტევესს და "სიტის" საქმის ჩაწყობას აბრალებენ

ბერძენი სამართალდამცველები ამბობენ, რომ ისინი, შესაძლოა, პირდაპირ თუ ირიბად, ტოტალიზატორებთან დაკავშირებულ საქმეში იყვნენ გარეული
„მანჩესტერ სიტისა“ და მისი არგენტინელი ფორვარდის, 27 წლის კარლოს ტევესის თავს მოულოდნელი რამ დატრიალდა - საბერძნეთში, სამართალდამცველები ამბობენ, რომ ისინი, შესაძლოა, პირდაპირ თუ ირიბად, ტოტალიზატორებთან დაკავშირებულ საქმეში იყვნენ გარეული.

მართალია, ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი საბუთი იმისა, რომ ისტლენდელთა კლუბმა ან მისმა კაპიტანმა რაიმე დააშავეს, მაგრამ ბერძნებს 15 თებერვალს გამართულ ევროლიგის თამაშთან დაკავშირებით სატელეფონო ჩანაწერები აქვთ და ცდილობენ გაარკვიონ, რა მოხდა. საქმე „არისისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრას ეხება, რომლის წინაც ბერძნული გუნდის ერთი ფეხბურთელი ვიღაცას ელაპარაკა და ასეთ რამ უთხრა - ჩვენ კარლოს ტევესს ვთხოვთ და ამ საქმის მოგვარებაში ის დაგვეხმარებაო. კერძოდ, ლაპარაკია „არისის“ ნახევარმცველ კოსტას მენდირინოსზე რომელიც ხსენებულ სატელეფონო ჩანაწერში ამბობს, რომ ის სთხოვს თავის მექსიკელ თანაგუნდელს, ადრე „მანჩესტერ სიტიში“ ნათამაშებ ნერი გარსიას, რათა მან, თავის მხრივ, ტევესს თამაშის ცენტრიდან დაწყების უფლება სთხოვოს. თითქოსდა, თუ თამაშს ცენტრიდან „არისი“ დაიწყებდა, ვიღაც 7 ათას ევროს მოიგებდა.

ბერძენი სამართალდამცავები კიდევ უფრო შორს მიდიან და ციტატაც კი მოჰყავთ. მენდრინოსს, რომელიც „არისმა“ საეჭვო საქმეებში მონაწილეობის გამო გუნდიდან გააგდო და დღეს თავისუფალი აგენტია, სიტყვა-სიტყვით ასე უთქვამს:

„სავარაუდოდ, კასტილიოს ვეტყვი ტევესთან მივიდეს და დაელაპარაკოს. მათი კაპიტანი ტევესია. ჩვენგან კიდევ, თამაშის დაწყებასთან დაკავშირებით კოკეს (ის გახლდათ „არისის“ კაპიტანი) ჩავაყენებ საქმის კურსში“.

ეს ჩანაწერი ერთადერთი არ გახლავთ. ბერძნულ ფეხბურთში დიდი სკანდალია. ამ ქვეყნის პოლიციამ მასობრივად მოისმინა და გადაიღო ფეხბურთელების საუბრები, რათა ისინი გარიგებებში გამოეჭირა. ტევესმა ბრალდება, რასაკვირველია, უარყო. მან თავისი წარმომადგენლის პირით ასეთი რამ შემოთვალა:

„ასეთი რამ ვერაფრით მოხდებოდა, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კარლოსს არავინ დაკავშირებია“.

„მანჩესტერ სიტიმ“ კი განაცხადა, რომ ტევესი და ზემოთ ხსენებული ნერი გარსია საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს, რადგან მექსიკელი ისტლენდიდან ტევესის მისვლამდე ერთი წლით ადრე წავიდა.

საბერძნეთში ამ საქმეს უკვე სასამართლო განიხილავს, თუმცა, როგორც ინგლისური პრესა წერს, თვით სასამართლოზეც კი, არ თქმულა მკაფიოდ, რა მოხდა იმ შეხვედრაში და ვის რაში ედება ბრალი. ჯერჯერობით არავის უხსენებია, რა ნიძლავში იყვნენ „არისის“ ფეხბურთელები გარეული. უცნაური გახლავთ ისიც, რომ კოკე, რომელზეც ჩაწერილ სატელეფონო საუბარშია ლაპარაკი (კოკეს სრული სახელი გახლავთ სერხიო კონტრერას პედრო და ის 28 წლის ესპანელი თავდამსხმელი გახლავთ) იმ დღეს საერთოდ არ ყოფილა მოედანზე.

„მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაში „არისის“ კაპიტნის სამკლავური მეკარე მიხალის სიფაკისს ეკეთა. და, არ გაინტერესებთ, ცენტრიდან ვინ დაიწყო თამაში? მსაჯმა მონეტა რომ ააგდო, არჩევნის უფლება სიფაკისმა მოიგო, რომელმაც კარი აირჩია, თამაშის დაწყების უფლება კი „მანჩესტერ სიტის“ დაუთმო. არადა, მის ხელში იყო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა

"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა

ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე