„გალათასარაიმ“ თქვა, „ჩელსის“ არდა თურანს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუთმობ, თუ 7 მილიონ ფუნტს და ზედაც დიდიე დროგბას გამოვაო
„გალათასარაიმ“ თქვა, „ჩელსის“ არდა თურანს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუთმობ, თუ 7 მილიონ ფუნტს ანუ დაახლოებით 8 მილიონ ევროსა და ზედაც დიდიე დროგბას გამოვაო. აი, ასე აკადრეს 33 წლის კოტ დ’ივუარელ ფორვარდს სხვის ხურდად ქცევა.

24 წლის თურქი ვარსკვლავის ფასი 18 მილიონი ფუნტი (20,25 მილიონი ევრო) გახლავთ. გამოდის, რომ დროგბა მქუხარე სახელისა და ვარსკვლავობის მიუხედავად მხოლოდ 11 მილიონი ფუნტი ანუ 12,4 მილიონი ევრო ღირებულა.

თურანი მარცხენა ნახევარმცველია. ცნობილია, რომ ის „ლივერპულის“ ფანია და ერთი ხნის წინ მის სახელს მერსისაიდულ კლუბთან აკავშირებდნენ კიდეც. კიდევ, იყო ლაპარაკი მის „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ გადასვლაზე, მაგრამ ბოლოს „ჩელსი“ გააქტიურდა, რასაც ძალიან მარტივი ახსნა აქვს - თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ხომ ჰოლანდიელი გუს ჰიდინკია, რომელსაც დასავლეთლონდონელთა ხელმძღვანელობასთან ახლო ურთიერთობა აქვს. სწორედ ჰიდინკი შეუჩნდა „ლურჯებს“ და თურანის ყიდვისკენ უბიძგა.

გუშინ ვწერდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ „ჩელსის“ ახალ მწვრთნელ ანდრე ვილას-ბოასს, სავარაუდოდ, დროგბას თავიდან მოშორება უნდა სურდეს - ისინი ტოლები არიან და საშიშროება იმისა, რომ აფრიკელმა ვარსკვლავმა თავისი კბილა ხელმძღვანელი ვერ იგუოს, ნამდვილად არის. რასაკვირველია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვილას-ბოასი მზად არის დროგბა ჩალის ფასად მოიცილოს თავიდან. დროგბაც უყურებს, იყიდის თუ არა „ჩელსი“ ახალ თავდამსხმელს. თუ იყიდის, ეს მისთვის მრავლისმეტყველი მინიშნება იქნება. ცნობილია, რომ ვილას-ბოასს თავისი ყოფილი გუნდიდან, „პორტოდან“, 25 წლის კოლუმბიელი ფორვარდის, ფალკაოს გადაბირება უნდა.

„უდინეზეს“ 22 წლის ჩილელ ალექსის სანჩესზე ხომ ლაპარაკიც აღარ არის, მისი ყიდვა ყველას უნდა და სადაც ყველა, იქაც „ჩელსი“. და თუ ეს ტრანსფერები შედგება, გამოვა, რომ ვეტერანი დროგბა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის, ძველებურად, მხოლოდ ნიკოლა ანელკასა და 50 მილიონ ფუნტად ნაყიდ ფერნანდო ტორესთან კი არა (არც სალომონ კალუ უნდა დაგვავიწყდეს), არამედ ახალი თაობის ორ სწრაფ წარმომადგენელთანაც „იჭიდავებს“.

ერთი სიტყვით, დასავლეთ ლონდონში დაჭინებით დადის ჭორი, რომ ამ ზაფხულს დროგბა „სტემფორდ ბრიჯს“ დატოვებს, მითუფრო, რომ თავიდან, მისი შეძენის სურვილი თვით „რეალმა“ გამოთქვა. მეორე მხრივ კი, ვილას-ბოასმა ყველას გასაგონად განაცხადა, რომ „ჩელსიში“ რადიკალურ ცვლილებებს არ აპირებს.

თუმცა, განა შეიძლება კლუბში ახალი მწვრთნელი მივიდეს და ამას ცვლილებები არ მოჰყვეს? ფეხბურთელებისა რა მოგახსენოთ და კარლო ანჩელოტის ასისტენტ პოლ კლემენტს, დირექტორ ბრაიან ინგლიშს და ფიზიკური მომზადების მწვრთნელ გლენ დრისკოლს გამოუცხადეს, რომ ახალი სამსახური უნდა ეძებონ, მანამდე კი, ერთ ხანს, ხელფასს შეუნარჩუნებენ. ცნობისთვის, კლემენტი 1994 წლიდან „ჩელსიშია“...

„ჩელსის“ ძველი მწვრთნელის კიდევ ერთი ასისტენტი, ნიგერიელი მაიკლ ემენალო კი კლუბის რუს მეპატრონე რომან აბრამოვიჩთან მეგობრობს და ადგილზე რჩება. ცხადია, ვილას-ბოასს თავისი ხალხიც მოჰყავს.

რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, სავარაუდოდ, გუნდიდან 28 წლის პორტუგალიელი მცველი ჟოზე ბოსინგვა და ბოლოხანს „ბოლტონში“ გაქირავებული 21 წლის დენიელ სტარიჯი წავლენ. ბოსინგვას, ალბათ, თურქული „ბეშიქთაში“ იყიდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"