საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 4 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდმა არასრული შემადგენლობით ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი იყო ჩართული.

ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები (გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე, ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა და გიორგი აბურჯანია) 5 ოქტომბრიდან შეუერთდებიან. გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშს თბილისში განაგრძობს და ბათუმში 7 ოქტომბერს გაემგზავრება.

ვილი სანიოლმა საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ სათამაშოდ 25 ფეხბურთელი გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ უახლოეს შეხვედრებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კლუბში მიღებული ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

მატჩების განრიგი

9 ოქტომბერი, ბათუმი - ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი

საქართველო - საბერძნეთი, 20:00

12 ოქტომბერი, პრიშტინა - ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი

კოსოვო - საქართველო, 22:45

ორივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

QT
რომელი მოთამაშე და მიკუთვნებული პოზიცია არ მოგეწონათ ?
ალექსა
რისთვის? :)))
გიორგი
მოწინააღმდეგეს გაართობს და მაგ დროს მოვიგებთ.
gio
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართველ გულშემატკივარს უფრო მეტი ესმის ფეხბურთში, ვიდრე ამ მწვრთნელებს. ჯერ ვაისი როგორი გაუგებარი ტაქტიკით თამაშობდა და ეხლა ეს აგრძელებს. გვილიასი და ქვილითაიასი რომელი თამაში მოეწონა, რომ კიდევ ნაკრებში იძახებს.
ILIA
ისევ ქვილითაია??? მაგას სჯობს, რომელიმე არველაძე გამოიყვანოთ. ანეკდოტს მაინც მოყვება.
ნიმბუსი
მზადება? რისთვის?
მამუკა სვანი
იმ დაქცეულ დროს ნაკრები მაინც ვერაფერს აკეთებდა მაგრამ რამდენი თავდამსხმელი გვყავდა ვის გახსოვთ არველაძეები, იაშვილი, დემეტრაძე, ჯანაშია, ჩალაძე, იონანიძე, მეგრელაძე, აშვეთია, ხომერიკი, წიტაიშვილი, გიგიაძე, სირაძე აქედან ყველა ჯობდა ქვილითაიას და ზივზივაძეს, რაღაცაა მისაფიქრებელი ახალგაზრდულებშიც არაა ვინმე იმედის მომცემი
QT
ლორია კაკაბა,ხოჭო,ლოჩო,დვალი კანკავა კვეკვე საბა ოქრი კვარა მიქა შეცვლები 60 წთ - კანკა- გვილია : საბა- წიტა: ოქრი-ჩაკვე. 80 წთ მიქა-ქვილითა, კვარა-ზურიკო
ზურა222
ხვიჩაა თმა გაიკრიჭეე ხომ ხედავ ხელს გიშლის ! რაც ეგ თმა მოუშვი იმის მერე ვეღარ თამაშობ ისე მაგრა !
123...
დაიწყეს კი არა სულ უნდა ვარჯიშობდნენ გაუჩერებლად
Levani
უკან პასზე დააგინეთ,ეს უნდა იყოს ტაქტიკა.
დათო
ძალიან მაინტერესებს ამ სავარჯიშო პერიოდში ტრამვის გამო რამდენი მოთამაშე გამოგვაკლდება?!
ირაკლი
მაია ცქიტიშვილის კომენტარს ველი - "სტადიონზე ბუზიც არ დაიშვება"...

ოჰჰ, რაღა გვიჭირს
Semi
წრთადერთი შენიშვნა მქონდა ვლადიმერ ვაისთან და იგივე მაქვს ვილი სანიოლთან, რატომ არ ცვლის ტაქტიკას და არ გამოცდის ორ თავდამსხმელიან ტაქტიკას? არ მაქ მოლოდინი რომ აი ორი თავდამსხმელით დავანგრევთ ნებისმიერ ნაკრებს, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს, იგივე საბა ლობჟანიძის და მიქაუტაძის დუეტი შესაძლებელია გამოიცადოს ან ჩაკვე და მიქაუტაძე.
ii
დამტვრევენ აბა კარის ძელებს
beqa
რამდები გამოაკლდა დაწერეთ დროა
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა