ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში "სერენმა" "ზულტე ვარეგემს" უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა. ხსენებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლის გატანა მოახერხა, რასაც ბელგიურ მედიაში სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა.

გთავაზობთ გულშემატკივრების ემოციებს:

"მოდით, ამ ორი შესანიშნავი ფეხბურთელით დავტკბეთ, რადგან მომდევნო წელს ისინი, დიდი ალბათობით, ჩვენთან აღარ იქნებიან. შესაბამისად, ვეღარ გაგვაბედნიერებენ თავიანთი თამაშით".

"დაბრუნდი "მეცში", გვჭირდები..."

"ის იჯარით ისევ "სერენში" დააბრუნეს. ამ დროს მგონია, რომ ჩვენებმა ბურთის გაჩერებაც კი არ იციან".

"ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ის "მეცთან" ერთად ვარჯიშობდა, თუმცა ფრანგულმა კლუბმა ლიგა 1-ში თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცა, რის გამოც უკან დაბრუნება მოუწიათ. შესაძლოა, კონტრაქტის გასვლის შემდეგ საერთოდაც დატოვოს "მეცი".

"და "მეცს" დან*რეული აქვს, რა საშინელი არჩევანია".

"მინდა მივულოცო გუნდსა და სამწვრთნელო შტაბს ეს შესანიშნავი შეხვედრა. სიღრმისეულად ვთამაშობდით და ასე განაგრძეთ. მიქაუტაძე უბრალოდ დიდებულია".

"ვიმედოვნებ, ჟორჟი "მეცში" დაბრუნდება და ერთ "დიდ სტაფილოს" დაადებს. ისინი ამას იმსახურებენ და ბევრი ადგილიც აქვთ".

"ის ახლა "მეცის" დონეზეა, ნიანეს ბევრად სჯობს... მაინტერესებს, რატომ გააკეთეს ეს არჩევანი".

ქობულეთიდან
ამ ბიჭს ყველა თვისება აქვს იმისათვის რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. მე პირადად შოთა არველაძის შემდეგ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ამაზე მაგარი თავდამსხმელი (შედეგიანი) არ მახსენდება. ჯანაშიაც ძალიან მაგარი იყო,თუმცა მას დისციპლინის პრობლემა ჰქონდა, რამაც საბოლოოდ დაასვა კიდეც დაღი მის კარიერას.
ოთარი
ჟორჟი მეორე გერდ მიულერი იქნება მე ვატყობ! ფანტასტიკურად ირჩევს დასარტყმელ ადგილს. ამ მატჩში, ცოტა რომ გაემართლა, მას შეეძლო კიდევ 2–3 გოლი გაეტანა
არტ
ძალიან ნიჭიერია. მეგოლის ტალანტი აქვს. სისხარტე, ბურთის ალღო, ჟინი და თავდაჯერება. და კიდევ აშკარად ეტყობა მტკიცე და დამოუკიდებელი ხასიათი, 20 წლის ასაკში კაცია და არა ბიჭუნა, როგორც საქართველოში გაზრდილები არიან ხოლმე ხშირად მაგ ასაკში. თუ სწორად განვითარდა, ბევრი იმუშავა და ტრავმებიც აირიდა, დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
Master
მართლაც ბელგიის ჩემპიონატში ჰეთ-თრიკი სახუმარო საქმე არაა.არველაძის გარდა ვინმე ქართველი გახსენდებათ ასეთ ჩემპიონატში ჰეთ-თრიკი შეესრულებინოს?
zaza
ჰეთთრიკი ბელგიაში პატარა ამბავი არაა მეგობრებო! არაა პატარა ამბავი 5 თამაშში (სათასო მატჩის ჩათვლით) 7! გოლის გატანა. ასევე დიდი საქმეა 19 წლის ასაკში (შარშან) 22 გოლის გატანა მეორე ლიგაში! და რაც მთავარია ჟორჟის შარშანდელი და წლევანდელი თამაში, ყველას ვისაც ფეხბურთი ესმის უჩვენებს რომ ეს ბიჭი ყველგან ერთნაირად ფანტასტიურად შედეგიანი იქნება! ამ სეზონშიც საუკეთესო ბომბარდირობისთვის იბრძოლებს და რომ არა გამოტოვებული 5 ტური, დიდი ალბათობით გახდებოდა კიდევაც საუკეთესო მეგოლე… და გაიხსენეთ ბელგიაში საუკეთესო ფორვარდები ბოლი წლებში ვინ არიან და დღეს სად არიან… მას შემდეგ რაც ჟორჟის პირველი თამაში ვნახე, ვამტკიცებ რომ ხვიჩასთან და ჩაკვესთან ერთად მიქაუტაძე პერსპექტივაში უმაღლესი დონის ფეხბურთელია! 1-2 წელიც და ეს ბიჭები რომელთაც ემატებათ წიტაიშვილი, მამარდაშვილი, სხვა უნიჭიერესი ბიჭები რომლებმაც ჯერ ვერ შეძლეს საკუთარი ნიჭის სრულად რეალიზება (მაგალითად ზურიკო ან გაგნიძე) და მათ დამთებული ის ბიჭები ვინც დეეს 17-18 წლის არიან და ობიექტური მიზწზების გამო ჯერ არ ქუხან, ჩვენ ერთერთი საუკეთესო საფეხბურთო გუნდი გვეყოლება რეგიონში!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს