"ზესტაფონი" საფეხბურთო არბიტრაჟს არ ცნობს. კლუბისა და ფედერაციის დავას ფიფა განიხილავს?

ფეხბურთის ფედერაციისა და "ზესტაფონის" დავამ ყრილობაზეც იჩინა თავი. შეგახსენებთ, რომ კლუბების მიერ მემორანდუმით შეთანხმებულ და ფედერაციის დაფუძნებულ საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ არბიტრაჟს "ზესტაფონი" არ ცნობს. ამიტომ არც იმ გადაწყვეტილების აღსრულებას აპირებს, რომელიც არბიტრაჟმა 2011 წლის 15 აპრილს გამოიტანა და კლუბს ყოფილი მეკარის, გია ჭანტურიას სასარგებლოდ კონტრაქტის გაუქმებისთვის 29 ათასი ლარის გადახდა დაავალდებულა.

არბიტრაჟის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ის საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. თუ "ზესტაფონი" თანხას არ გადაიხდის, ჭანტურიას ადვოკატს აქვს უფლება, განაჩენის აღსრულებაზე მიმართოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელსაც შეუძლია სანქციების გამოყენება – კლუბს შეუჩეროს ტრანსფერების განხორციელება, შემდეგ ლიცენზია და აქედან გამომდინარე, ჩემპიონატსა და ევროასპარეზზე მონაწილეობა.

რაში მდგომარეობს "ზესტაფონის" პრეტენზია? კლუბის წარმომადგენელ ოთარ გზირიშვილის აზრით, ფედერაციის დაფუძნებული არბიტრაჟი დამოუკიდებელი ვერ იქნება:

- არბიტრაჟის შესახებ ჩვენში მოქმედი წესები არსებულ კანონმდებლობასთან და ფიფას დებულებებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. ჩვენ ამ საკითხზე გავიარეთ კონსულტაცია და ვიცით, რომ საფუძვლიანი მოთხოვნება გვაქვს. მეორე საკითხია – რატომ არ შეგვძილია დავის სხვა არბიტრაჟში განხილვა? მესამე - საფეხბურთო არბიტრაჟის გადაწყვეტილება რატომ არის საბოლოო და რატომ არ აქვს "ზესტაფონს" გადაწყვეტილების ლოზანის საერთაშორისო სპორტულ არბიტრაჟში გასაჩივრების უფლება?

შემდეგ საინტერესო დიალოგი წარიმართა.

ზვიად სიჭინავა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: ამას იმიტომ ამბობთ, რომ ჭანტურიას თანხა არ გადაუხადოთ. გინდათ თქვათ, რომ ჩვენ დაინტერესებული მხარე ვართ, რომ ეს გააკეთოთ?

გზირიშვილი: დაგვიტოვეთ უფლება, თავად განვსაზღვროთ, სად განვიხილოთ დავა. სასურველია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც არბიტრაჟის კანონს კონსენსუსით შეიმუშავებს.

სიჭინავა: თქვენ ფეხბურთის კლუბი ხართ თუ "ფერო"?

გზირიშვილი: ფეხბურთის კლუბი.

სიჭინავა: თქვენ არ ამბობდით, რომ მოჭიდავეებით დაკომპლექტებულ არბიტრაჟში არ გსურდათ საქმის განხილვა? დავაფუძნეთ ახალი და ისიც არ მოგწონთ. "ზესტაფონთან" დავა და საკითხის გამწვავება არ გვსურდა, მაგრამ, რადგან თავად არ იშლით, გაძლევთ პირობას, რომ ამ საკითხს ფიფაში გავაგზავნი. აღმასკომმა თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება, ჭანტურიასთვის 7 ათასი გადაგეხადათ, მაგრამ ეს პრინციპულად არ გააკეთეთ. მერე დაგიწესეს 29 ათასი ლარი და არც ეს გადაწყვეტილება აღასრულეთ.

ქეთევან ჩხიკვაძე, ფეხბურთის ფედერაციის იურისტი: ყრილობა არ არის ის ადგილი, სადაც მსგავსი საკითხები განიხილება. არბიტრაჟი კი არც საქართველოსა და არც ფიფას კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. ამაზე პასუხს საფეხბურთო არბიტრაჟის დირექტორი ჯიმშერ ტყებუჩავა გაგცემთ.

გზირიშვილი: ჩვენთვის ტყებუჩავა არ არის ავტორიტეტი და არც ობიექტურობის გარანტი.

სიჭინავა: თქვენთვის ვინმე არის ავტორიტეტი და ობიექტურობის გარანტი?

ჯიმშერ ტყებუჩავა, საფეხბურთო დავების საფეხბურთო არბიტრაჟის დირექტორი: ბატონო ოთარ, თქვენთან კითხვა მაქვს: ფეხბურთელს აქვს საშუალება, რომ დავა ლოზანის სასამართლოში გადაიტანოს? რამდენია "ზესტაფონის" ფეხბურთელის მაქსიმალური ხელფასი?

გზირიშვილი: - ამის თქმის უფლება არ მაქვს.

ტყებუჩავა: - ფაქტია, რომ ლოზანაში ფეხბურთელი სარჩელს ვერ შეიტანს და წაგებულ პოზიციაში იქნება. ჭანტურიასა და "ზესტაფონის" დავა არის ტიპური ჩვენს შემთხვევაში, წარმოდგენილი შენიშვნები კი უსაფუძვლოა.

ჭანტურიას საკითხამდე ჯერ ვალტერ გუჩუას სარჩელი განვიხილეთ, რომელმაც "სამტრედიას" ხელფასის გადაუხადელობისთვის უჩივლა. ამ შემთხვევაში კლუბმა ჩვენთან ითანამშრომლა და ფეხბურთელს 3300 ლარის გადახდაზე მოურიგდა. "ზესტაფონმა" კი თანამშრომლობა არც ისურვა.

ზვიად სიჭინავას წინადადებით, ყრილობის დელეგატებმა დებულებაში შესწორებებს კენჭი უყარეს, მაგრამ "ზესტაფონის" შენიშვნები არ გაითვალისწინეს.

ასე რომ, რადგან "ზესტაფონი" არბიტრაჟის გადაწყვეტილებას არ აღიარებს, ყველაზე ცუდია მოსალოდნელი – შიდა დავა სხვების განსახილველი გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli
ზვიად სიჭინავას ვინ ეკითხება ვინ სად რას გაასაჩივრებს, მაგას ის არ მოწონს კოკია რომ მაგის დაკრულზე არ დადის , და ბოღმა ახრჩობს მაგას და იმ კვერცხ არველაძეს წელს რომ ზესტამ ჩემპიონობა აართვათ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა