სანდრო მამუკელაშვილის ბრწყინვალე დებიუტი "მილუოკი ბაქსში". მართალია, სანდრომ ლას-ვეგასის საზაფხულო ლიგაზე უკვე ითამაშა მილუოკელთა გუნდში, თუმცა ის ახალბედებისა და გუნდში მოხვედრის უკონტრაქტო კალათბურთელებისგან დაკომპლექტებული დროებითი შემადგენლობა იყო. დღეს კი მამუკელაშვილმა საგამოფენო მატჩში "მემფისის" წინააღმდეგ ითამაშა "ბაქსის" ძირითად შემადგენლობასთან ერთად და თავისიანთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

გამოსარჩევი ამბავია, რომ მამუკელაშვილმა მილუოკელთაგან ყველაზე მეტი – 29 წუთი ითამაშა. ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და "ბაქსის" ძირითადი ცენტრი ბრუკ ლოპესი შეცვალა. ამ უკანასკნელმა მოედანზე გატარებულ 20 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილის ანგარიშზეც 9 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა, რასაც 3 პასი მოაყოლა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.

Video

მილუოკელთა შემადგენლობაში ტრავმის გამო არ უთამაშია იანის ანტეტოკუნმპოს, საუკეთესო შედეგი კი გუნდის მეორეწლიანმა ახალგაზრდამ, ჯორდან ნვორამ დააფიქსირა – 16 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა. მატჩი "მემფისის" გამარჯვებით – 87:77 დასრულდა. გამარჯვებულებს 27 ქულით, 6 მოხსნით და 4 პასით ახალგაზრდა ვარსკვლავმა ჯა მორანტმა ულიდერა.

წააგო "ინდიანამაც", რომლის შემადგენლობაშიც ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ 11:44 წუთი ითამაშა. ინდიანელები "ნიუ იორკს" შეხვდნენ და 104:125 წააგეს. ქართველმა ცენტრმა 1 ორქულიანი ააცილა, 3 სამიანიდან კი 1 ჩააგდო. 3 ქულასთან ერთად ბითაძემ 2 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ინდიანელთა ძირითადმა ცენტრმა მაილს ტერნერმა 17:48 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

Video

მომდევნო მატჩებს ბითაძისა და მამუკელაშვილის გუნდები 8 ოქტომბერს გამართავენ. "ინდიანა" კლივლენდში "კავალიერსს" შეხვდება, "მილუოკი" კი ბრუკლინში – "ნეტსს".

GBF

რატი
ორივეს წარმატებას ვუსურვებ!
aqsadaqsa
საღოლ გიო)) ეს მიანც არ მიბლოკო)) ორივეს წარმატებები))
სოსო
სანდრო ჩასაგდებს რომ ჩააგდებს,ისედაც ცხადი იყო,შეტევაში პრობლემა არა აქვს.აი დაცვაში რომ მოსამატებელი აქვს,ამ ფრაგმენტებშიც გამოჩნდა.გოგამ კი,თამაშიდან 4 სროლა გააკეთა და მხოლოდ ერთი ჩააგდო.ესე იგი ამ ზაფხულში ამ კომპონენტის გაუმჯობესება ვერ შესძლო.ეს მაინც პირველი თამაში იყო და იმედია, ორივენი თანდათან მოუმატებენ.
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა