"ბარსელონას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას, იმედი ჰქონდა, რომ ლიონელ მესი "ბლაუგრანას" სამსახურს უფასოდ შესთავაზებდა, საბოლოოდ კი ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა, "ალბისელესტეს" კაპიტანი "პარი სენ ჟერმენს" შეუერთდა.

შეგახსენებთ, ლეოს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისში დაუმთავრდა. მხარეებს შორის დიდხნიანი მოლაპარაკება მიმდინარეობდა. ყველას ეგონა, რომ სამხრეთამერიკელი ვარსკვლავი გუნდში დარჩებოდა, თუმცა ყველაფერი დაგვიანდა... მესიმ კი ახალი ტიტულების საძიებლად პარიზს მიაშურა.

"მე ის ძალიან მიყვარს. ამიტომ გაბრაზებული ვერ ვიქნები" - ციტირებს RAC1 ლაპორტას სიტყვებს.

"თუმცა დრო მოდის, როდესაც დაინახავ, რომ რაღაც შეიძლება არ ახდეს... ორივე მხარე იმედგაცრუებული ვართ. იმისთვის, რომ დარჩენილიყო, დიდი ზეწოლის ქვეშ გვაქცევდა, თვითონ კი იცოდა, რომ თუ აქ რაიმე არ გამოვიდოდა, მისთვის პსჟ-ის კარი ღია იყო. ის "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და მინდა ეს ასეც დარჩეს. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მას პარიზელებისგან შემოთავაზება ჩვენ დატოვებამდე ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, ეს ჩვენც ვიცოდით... მოსალოდნელი იყო, რომ ლეო დიდ შემოთავაზებას მიიღებდა.

როდესაც საქმე გადაწყვეტილების მიღებას ეხებოდა, ვფიქრობდი, რომ "ბარსელონასთვის" საუკეთესო რაღაცას ვაკეთებდი. ვიმედოვნებდი, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა და ის ჩვენთვის უფასოდ ითამაშებდა, თუმცა ხელმძღვანელობა იმას ვერ დაველოდებოდით, რომ ასეთი დონის სპორტსმენი ამას გააკეთებდა.

ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვიცი, რომ თუ ფინანსურად მოვძლიერდებოდით, ის კომპენსაციას მიიღებდა, თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პსჟ-ის მიერ შემოთავაზებულ კონტრაქტსა და მესის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული".

ამის შემდეგ ლაპორტამ სერხი რობერტოს კონტრაქტზე ისაუბრა. მისი თქმით, მხარეები ახალ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ. ასევე კომენტარი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოქცეულ რონალდ კუმანზე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ხელმძღვანელობა ნიდერლანდელ სპეციალისტს მხარს უჭერს.

"ის დარჩება. როდესაც საქმეები ისე მიდის, როგორც ჩვენ არ გვსურს, რა თქმა უნდა, ყველანი იმედგაცრუებულები ვართ. სხვადასხვა ადამიანთან საუბრისას საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე, რომ ის ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებს. ის "ბლაუგრანას" დიდი გულშემატკივარია, ზუსტად ისეთი, როგორც ჩვენ. მას კატალონიური გუნდი უყვარს. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში კლუბს სათავეში ჰყოლოდა.

მას ვკითხე, ენდობოდა თუ არა არსებულ გუნდს, რაზედაც თანხმობა განმიცხადა, თუმცა შედეგის მისაღწევად ტრავმირებული ფეხბურთელების გამოჯანმრთელებაა საჭირო. იმედი გვაქვს, რომ უსმან დემბელე "ვალენსიასთან", კიევის "დინამოსთან" და მადრიდის "რეალთან" ითამაშებს".

მოგეხსენებათ, კატალონიელები "კამპ ნოუს" რესტავრაციას გეგმავენ. ლაპორტამ გადაწყვიტა, რომ მადრიდის "რეალს" მიბაძოს და სხვა მოედანზე ითამაშოს, ეს მოედანი კი იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონი იქნება, "ბლაუგრანა" კი საშინაო შეხვედრებს ამ მოედანზე მანამ გამართავს, სანამ სამუშაოები არ დასრულდება.

"მომწონს ეს იდეა. ვფიქრობ, ეს 1 სეზონს გაგრძელდება. სხვა მოედანზე ვფიქრობდი, თუმცა მე "იოჰანის" სტადიონი მომწონს".

მიუხედავად დიდი ფინანსური კრიზისისა, გასულ ზაფხულს "ბარსელონას" სახელი ნეიმარს კიდევ ერთხელ დაუკავშირეს. შეგახსენებთ, ეს უკანასკნელი 2017 წელს კატალონიიდან "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგდა.

"რიცხვებით თუ ვიმსჯელებთ, დრო იყო ამ ნაბიჯის გადადგმის. მათ გვითხრეს, რომ უკან დაბრუნება სურდა, კლუბსაც წასვლასთან დაკავშირებით შეუთანხმდა, თუმცა ეს ფეხბურთია, ვინც უკეთეს წინადადებას გააკეთებს, ის გაიმარჯვებს. ნეიმარი ჩვენ ვერ დაგვეხმარებოდა, მისი არგაფორმება კარგი იდეა იყო" - განაცხადა ლაპორტამ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

არ დაბლოკოთ!
მესის ტვინგაყინული ფანები კიდევ ვერ ხვდებიან რა ჩუმჩუმელა და გაიძვერაა მათი კერპი.შარშან უნდა გაეყიდა ბარსელონას როცა საკმაოდ მსუყე თანხას იხდიდნენ,მაგრამ არ გაყიდეს,ალბათ მესის კეთილშობილების იმედი ჰქონდათ.ასეთი მამის და ძმის პატრონი თავად როგორ იქნება კეთილშობილი???!!!
არტს-ს
მაგათი მოკლე ჭკუით, თურმე ყველას მესი "უშლიდა" ხელს. მესის წასვლის მერე, ისეთი აჟიტირებულები იყვნენ ყველა, ფეხბურთელებით დაწყებულნი, დამთავრებული მოღალატე ლაპორტათი, რომ გეგონებოდა, გუნდის "დაუძინებელი მტერი" გაუშვეს. ერთხმად არ იძახდნენ? ახალი ერა იწყებაო?! ქეც ვხედავთ, როგორი 'ერა" იწყება, გუნდი უკან და უკან მიდის. იმის მაგივრად მესისთვის ყველანაირად შეეწყოთ ხელი, რომ დარჩენილიყო, პირიქით აქეთ "შეუწყვეს ხელი" წასასვლელად. ამის მერე რა გულშემატკივრობაზეა ლაპარაკი? დანახვაც არ მინდა არავისი...
არტ
ბიჭო ეს კატალონიელები ასეთ ტიპებს სად პოულობენ. ბართომეუ რაღაც ფულებს ტეხავდაეხავდა იქ, გუნდს მესის ათრევინებდა თან პახოდუ შავ პიარს უგორებდა., ახლა ამან ლუკ დე იონგი მიათრია და ხელფასს უხდის, ცალტვინა დემბელეს კალთებს ახევს მესის კი უხელფასოდ უნდა ეთამაშა თურმე - ნაწყენია ტიპი.ისე ეგეც ტყუილია კონტრაქტს ვერ გააფორმებდნენ რადგან კანონმდებლობის მოთხოვნით წინა ხელფასის ნახევარზე ნაკლები არ შეიძლება იყოს რაის უხელფასოდ.
ვერ გავიგე
ესპანეთის კანონმდებლობით რა ხელფასიც ქონდა იმაზე 50% ზე ნაკლები არ შეიძლება შემდეგ წელსო, ეგ ნახევარიც ვერ ვიშოვეთო და უფასოდ შეიძლება? )) შენ უფასოდ მუშაობ მანდ პრეზიდენტად?
სოსო
ხალხო სწორად გავიგე?მესის კონტრაქტი უნდა დაედო ბარსელონასთან და უფასოდ ეთამაშა,ამაგიეროდ დაწესდებოდა მისი გამოსასყიდი ფასი,რომელიც პარი სენ ჟერმენს უნდა გადაეხადა და მესისაც კომპენსაციას იქიდან მისცემდნენ,და ბარსელონაც იხეირებდა.მესი მაინც პარიზში აღმოჩნდებოდა და ბარსელონას შედარებით მცირე ვალი ექნებოდა.მთელი ეს კომბინაცია,მაინც იგივე შედეგით,მაგრამ ბარსელონასათვის უკეთესი ფინასური შედეგებით დამთავრდებოდა.პარიზელები ვერ მიხვდებოდნენ რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მათ გასაფცქვნელად გაკეთდა და მესი ამის მონაწილე იყო?აუცილებლად მიხვდებოდნენ და გასაბრაზებელიც ექნებოდათ.თუ ისინი უარს იტყოდნენ მესის მაინც გამოსყიდვაზე,მაშინ აღმოჩნდებოდა რომ მესის უფასოდ უნდა ეთამაშა ბარსელონაში და კაპიკსაც ვერ მოითხოვდა.თანხის სიდიდის გამო,ვერც სხვა გამოისყიდდა,ბარსელონა წელიწადში 137 მილიონ ევროს შემოსავალს მიიღებდა,გუნდი გუნდს ემსგავსებოდა და შესაძლოა რაღაც თასებიც კი მოეგო,მესი კი მონად აღმოჩნდებოდა.მშვენიერი გეგმაა.ბარტომეუსაც კი შეშურდებოდა,ამისთანა.მანამდე ორი წელი ხომ მან აცვა ჯვარს.ამაზეა ნათქვამი:-ბუს დიდი თავი აქვს,იმან იტიროსო.
გია
ამ ლაპორტას, მესის წინაშე მიქარული აქვს და აღარ იცის რეები იბჟუტუროს. ეტყობა "ცოდვები" აწუხებს.
ფანი
კოპა ამერიკაზე, ლეო მაგარ ფორმაში იყო და ამის შემდეგ რაც ლაპორტამ გაუჩალიჩა გუნდიდან გაშვებით, აშკარად უხასიათოდ არის და თამაშზედაც ეტყობა, ასე მგონია თამაშის სურვილიც აღარ აქვს, ასეა როცა ყველანაირ ხალისს გიკლავენ, ეს თამაშზედაც ისახება.
laportas maladec
ამას მგონი აჟრიალებს ხანდახან არა? რა სისულელე თქვა თვითონ თუ წარმოუდგენია. ჯერ ვალი არ გაუსტუმრებიათ მესისთვის და ახლა უფასოდ ითამაშეო. უი მე... ეს თავის მართლება კი არა უკვე მარაზმია
გია
თავის 'მართლება" მაგარი რამაა! ვიღაცა: უმტიტეებს, დემბელეებს, ლანგლეებს, დანარჩენებს და ლაწირაკებს, ხელფასები და მთავარ დამრტყმელ ძალას, უფასოდ ეთამაშა?! ლოგიკა სადაა???? იცი, რომ მიქარე და ეხლა აღარ იცი რეები წამოროშო. ლაპორტა არ გაგივა ეგ ამბავი. ცოტა ხანში მესისგანაც გავიგებთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ ლეოს დიდად არ უყვარს ლაპარაკი. არა უშავს ცოტა ხანში ყველაფერს აეხდება ფარდა!.
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"იამალის ერთი ცუდი მატჩი სხვა ნებისმიერი ფეხბურთელის 400 ცუდ მატჩს" - ესპანელმა მის ირგვლივ არსებულ წნეხზე ისაუბრა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
"ნიდერლანდების ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია, საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს" - "ალ ჰილალის" მწვრთნელმა კუმანი გააკრიტიკა
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"საუდის არაბეთის ჩემპიონატი ნიდერლანებისაზე ძლიერია" - ჟეზუსმა კუმანს უპასუხა
74 წლის ვან გაალმა ნიდერლანდების ნაკრების ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
[VIDEO] მესის ფანტასტიკური გოლი ჯარიმიდან - მაიამის "ინტერი" ბოლო წამებზე დამარცხდა
[VIDEO] რონალდ კუმანის შვილმა, რომელიც მეკარეა, ერედივიზიონში დუბლი შეასრულა
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
"ბარსელონა" მესის საპატივსაცემოდ ღონისძიებას გამართავს
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
ხავი "ბარსელონას" ლეგენდების გუნდიდან ამოიღეს - მიზეზად ლაპორტას მოწინააღმდეგის მხარდაჭერა სახელდება
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"ჰოლანდი თუ ალვარესი?" - ლაპორტამ ჭორები გააქარწყლა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"იამალთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მეამაყება" - ლაპორტა
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი