დღეს, 9 ოქტომბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის მე-7 ტურში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს მასპინძლობს.

ქართველი გულშემატკივრები ფეხბურთელებს მიმართავენ:

"მიუხედავად ცუდი თამაშისა, მიუხედავად ცუდი შედეგებისა, მიუხედავად იმისა რომ დღესაც ჩვენი შანსი მიზერულია მე მაინც ვუყურებ თქვენს თამაშს, იმ იმედით რომ იბრძოლებთ ბოლომდე, არ დანებდებით და აჩვენებთ ერთიანობას მოედანზე, რაც ასე მნიშვნელოვანია სრულიად ქვეყნისთვის".

"მაგრამ მაინც მჯერა...".

"25 წელია თამაში არ გამომიტოვებია, რა შედეგების მომსწრე ვიქნებიდი მაგას ყველა ხვდებით, მაგრამ რაც არ უნდა კრიტიკულად ვილაპარაკო ან გავბრაზდე, გულისფანცქალით ველოდები ნაკრების თამაშებს!!! იმ დღეს სხვა არაფერი მნიშვნელოვანი აღარ არსებობს ჩემთვის!!! /// ვიცი ბერძნები თქვენზე უკეთესი სპორცმენებიც არიან, თქვენზე უკეთეს გუნდებშიც თამაშობენ, თქვენზე დიდი გამოცდილებაც აქვთ და თქვენზე ბრძოლისუნარიანებიც არიან!!! მაგრამ მაინც მჯერა რო სწორი , გააზრებული, თავდადებული თამაშის ხარჯზე მოუგებთ!!!! მინიმუმ 8-10 კმ-ზე ნაკლები არცერთმა ფეხბურთელმა არ უნდა ირბინოს!!! ერთი თამაში ყველასთან შეიძლება, ახალგაზრდების მეიმედება!! და აბა თქვენ იცით!!! "

"იბრძოლეთ რა, თვალებში ცოტა ცეცხლი გქონდეთ"

"დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა გლოვობს, დადეთ ჯიგარი, ცოტა მალამოდ მოეფინება ხალხს..."

"გამოდით მოედანზე და იომეთ, მას შემდეგ რაც გავაცნობიერე თუ რა არის ფეხბურთი და რა არის შენი ქვეყნის ნაკრები, მხოლოდ ერთი ოცნება მკლავს, დიდ ფორუმზე ვიხილო ხუთჯვრიანი დროშა... სამწუხაროდ ეს ამ ციკლშიც არ გამოვა... ჩრდილომაკედონიასთან 34 წლის კაცი ბავშვივით ვბღაოდი, ჩემი ოცნება ერთი ხელის გაწვდენაზე იყო, და... მორჩა, ჩაიარა, არა თუ ვერა, მე იქ ჩვენი ნაკრები ვერ ვიხილე... ის გერბი, ის მაისური, ის თამაში იცოდეთ რომ მხოლოდ თქვენ არ გეკუთვნით, ეს საქართველოსთვისაა, შენი სამშობლოსთვის, ხოლო ყველა ნორმალური ადამიანი საკუთარი სამშობლოსთვის იბრძვის და კვდება, იბრძოლეთ სამშობლოსთვის, იბრძოლეთ ჩემი ცრემლისათვის, იბრძოლეთ თვითოეული ქართველის ცრემლისათვის, იცოდეთ მუდამ, რომ ფორმა რომელსაც ატარებთ ღირსების ფორმაა და ნუ შებილწავთ მას, იბრძოლეთ ამ ფორმისთვის, დაგვანახეთ რომ ომობთ დამთელი საქართველო გაგაღმერთებთ... იბრძოლეთ ჩვენთვის!!!"

"ქართული ფეხბურთის ქომაგების დიდი უმრავლესობა - მათ შორის მეც, "გამოუსწორებელი" ოპტიმისტები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გაგვიცრუვეს იმედები, ყოველ ახალ მატჩს მაინც იმედის თვალით ველით. ახლა როცა ყველანაირი შანსი გადაწურულია და წესით არც ფსიქოლოგიური წნეხი უნდა გაწუხებდეთ, მოინდომეთ და ლაღად შეუტიეთ. იმედი მაქვს კვარა ჩაკვე და მიქაუტაძე ერთად რაღაც ახლის დასაწყისი იქნება."

"გულიანი ქომაგობაც ბევრი გქონდათ და მიმართვებიც ჩემგან, 200 ცალი დიდი დროშა ვიყიდე ერთხელ და უკაპიკოდ დავრჩი და ეს დროშები საჩუქრად დავარიგე ტრიბუნებზე, თქვენს გასამხნევებლად. თქვენ მაშინაც გულგატეხილი გამიშვით სახლში. არაფერს გაყვედრით, ჩემს სამშობლოს ვქომაგობ მხოლოდ. თქვენ კი სამშობლოს განცდა არ გაქვთ, ხო და არც ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა და არც საკუთარი თავის პატივისცემა არ გაქვთ უკვე დიდი ხანია, ორი-სამი კაცის გარდა. ახლა ან დაამტკიცეთ საპირისპირო და დაგვაბრუნეთ ტრიბუნებზე, ან მადლიერებით მიიღეთ თქვენთვის მიძღვნილი ლანძღვა-გინება."

"წარმატებებს გისურვებთ! ბიჭებო გოლს თუ გაიტანთ სიხარულს ღიათ ნუ გამოხატავთ!

P.S.დიდი უბედურაბა დატრიალდა ბათუმში!

ნათელში ამყოფოს ღმერთმა გარდაცვლილები!"

" ბიჭებო თქვენი იმედი გვაქვს. მიაგეთ პატივი ამ მატჩით, ბათუმის ტრაგედიის დაღუპულთა ხსოვნას. "

შეგახსენებთ, შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სოსო
უკან პასები აუკრძალეთ, წინ ყოველთვის. სამკუთხედების გათამაშება უნდა ისწავლონ და დაივიწყოვ უკუ პასები თუ უსაშველოდ საჭირო არაა. ტემპის მომატება დამატებული და ნახავთ ასეთი ფეხბურთით რასაც ვიზამთ. მოწინააღმდეგის კარისკენ ზურგით დგომას გადაეჩვიონ მხოლოდ წინ შეგორებული პასით. და კარში დარტყმა შორიდან და არა კარს მიღმა ცაშიიი.
გიორგი
ნუ ხართ დაძაბულები ითამაშეთ ლაღად ხან წააგებ ხან მოიგებ მაგრამ ღირსეულად უნდა გამოიყურებოდეთ.დღევანდელ ფეხბურთში სისწრაფე აუცილებელია სწრაფი აზროვნება და მოქმედება,ამას შრომა და მომზადება სჭირდება ძალიან დიდი. თქვენ რას აკეთებთ ამ დროს სანამ ბურთს მიიღებ გააჩერებ ჩაფიქრდები რა ქნა და ბურთიც დაკარგულიაა..სულ უკან ყურებით თამაშს ვერ მოიგებ უკან პასებით მეტოქის საჯარიმოდან გეგონება კარი შეეშალათო ჩვენს მეკარესთან აბრუნებთ ისევ. მწვრთნელიც აცაბაცა მოქმედებს სტაბილურად უნდა შეთამაშება გუნდს ლორია კვირკველია ლობჟანიძე ოქრუაშვილი მიქაუტაძე კვარაცხელია ჩაკვეტაძე წიტაიშვილი გიოებელიძე მუდმივად უნდა იყვნენ ძირითადში და ერთად.ზოგს პოზიცია რომ შეუცვალოს არაფერი დაშავდება
გოჩა
რამდენი წელია ვამბობ და არავის უნდა დაჯერება, ჩვენ ფეხბურთელები არ გვყავს.დავიჯერო მარტო მე ვფიქრობ ასე?ყველანაირი მწვრთვნელი გვყავდა,ხო უნდა შევიდეს ჩვენ ტვინში,რომ რასაც ფეხბურთელი ქვია დღევანდელი პარამეტრებით არ გვყავს.!!ამათ რომ ფეხბურთი ათამაშოს ისეთი მწვრთვნელი ბუნებაში არ არსებობს.ფეხბურთი დამთავრდა საქართველოში ქეცბაიას,არველაძეების,ქინქლაძის და მაგ სასატავის წასვლის შემდეგ.
koba
ეჰ ....................
₾ადო
გჯეროდეს მერე :დდ
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"