საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურის მატჩისთვის ემზადება. 10 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდმა საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს ბაზაზე ივარჯიშა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო კოსოვოს წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებს ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია ვერ დაეხმარებიან. საბერძნეთთან მიღებული დაზიანების გამო, საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს ასევე გიორგი მიქაუტაძე გამოტოვებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები კოსოვოში 11 ოქტომბერს ბათუმიდან ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრება. მატჩის განაცხადში 22 ფეხბურთელი იქნება.

ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ეროვნული გუნდი მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს.

11 ოქტომბრის განრიგი

16:00 | კოსოვოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

16:30 | კოსოვოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)

17:30 | საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

18:00 | საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

KOSTAKURTA
დამენახვეთ მიქაუტაძის ფანებო, გააკეთა რაიმე ღირებული ამ თამაშებში? ვიღაც ბელგიის მე-3 ლიგოსან სტუდენტების გუნდს გაუტანა 3 გოლი და არიქაააააა, გახადეთ რა ინსიგნიე.....
დავით 67
მეც ეგ მინდოდა მეთქვა
გიო
წიტაიშვილი ათამაშეთ! ბოლომდე ეგ იბრძოდა რასაც ვუყურე! მაშინ არც კვარა ყავდა და არც ცაკვეტა და იქნებ ახლა წესიერად გაეხსნას ვინმე! კაცი ახალგაზრდული ნაკრებების მსოფლიო ჩემპიონია და ამათმა სულ გაფარჩაკეს, მკვდრების ნაკრებში არ ათამაშებენ!
ლუი საზანგეთიდან
გუცაევი თუ იქნება ან გაბელია?
Levani
ვარჯიშზე უნდა ნახონ,აბა თამაშზე ბურთს ვინ მიაღებინებს. თბილისში რო აკრიბო უბნის კაი იგროკები(ხინკალი-პივაზე რო მაგრა უბერავენ) ყველა უბნიდან 2-3 ამათზე ცუდად არ ითამაშებენ(თანაც უმწვრთნელოდ)
მალხაზ ჯობავა
მე მაგრად 11 ოქტომბრის განრიგი მომეწონა.თურმე მთელი მსოფლიოდან მოდიან სკაუტები და ჟურნალისტები ამათი ვარჯიშისა და სანიოლის პრესკონფერენციაზე დასასწრებად.
გიორგი
ნაკრები როცა თამაშობდა იმ დროს ვმუშაობდი, სვარკაზე,თვალები ცოტა კი დამეღალა ,სამაგიეროდ ნერვები არ მომშლია. :) :) :)
mujik
კარგია კანკავა რომ არ იქნება,რაღა დროს მაგის ფეხბურთია,შენელებული კადრივითაა,ცენტრში თამაში მარტო ჟილკა და ჯარიმის ზღვარზე თამაში არ არის-ბურთის დაჭერა და მწვავე პასის გაკეთებაც საჭიროა,ამასთან ასაკიც დაუნდობელი რამ არის. რაღა უნდა? სტატისტიკა ხომ გაიკეთა [100 მატჩი ნაკრებში] წავიდეს ახლა გადავიდეს ფედერაციაში და შეურთთეს კალა-კობისს საძმოს,ამბობენ ფეხბურთის განვითარების ახალ 10 წლიან გეგმაზე მუშაობენო, მაგარი კრიზის მენეჯერი,ხომ უნდათ. ისე იმ 100 თამაშისას,რომელიც კანკავამ ნაკრებში ჩაატარა რამდენი მოვიგეთ ნეტა?.
w
სტაჟიან გულშემატკივრებს ეხსომება ფრაზა აი "აღმართეს მკვდრებმა ცოცხალი კედელი"ისინი იყვნენ მკვდრები და ესენი არიან ცოცხლები?
eeeeeex
საბერძნეთთან რომ დაეხმარა ხომ მოვიგეთ?
ვაჟა
იქნებ ეხლა მაინც გამოიყვანოს წიტაიშვილი როგორმე -ეგ მაინც რაღაცას შვრებოდა ხოლმე, საჯარიმოებსაც ურიგოდ არ ასრულებდა
ნოდო
მე იმ ხალხის გამკვირვებია ყველა ფრის სტადიონზე წასვკლის სურვილი ისე აქვთ გეგონება ბრაზილიის ნაკრების თამაშია ეჭვი მაქ 50 ათასიც მარტივად გაივსება არადა ტელევიზორშიც კი ვერ ვბედავ ასეთ მაზოხიზმს ვუყურო
გიორგი
არცერთი თამაში არ გამომიტოვებია ნაკრების, ყველა ნანახი მაქვს, მაგრამ უკვე აღარ ვაპირებ ყურებას, საკმარისია, ლამის თვითშეფასება დამეკარგოს ამათი შემხედვარე, როგორ არ რცხვენიათ.
კ ო მ ბ ლ ე
ყველაზე დიდი დაზიანება მიქაუტაძემ მიიღო. ნერვები დაეგლიჯა, რამის გული გაუსკდა და ცოცხალი, რომ დარჩენილიყო, წადი თქვენი ფეხბურთიც და სტადიონიცო, თქვა და სანამ გული გაუსკდებოდა, დააწვა საფრანგეთში.. აბა ეხლა ესენი ხომ არ გვეტყვიან, მიქაუტაძემ თქვა ფეხბურთის დედაცო, ბურთზე საერთოდ გული აიცრუა და სხვა საქმეს უნდა მოვკიდო ხელი და წავიდაო. მალე კვარაც მიყვება, მერე გიოც და ირბინონ კობიაშვილ ხიზანამ ერთად. ნერვებს რომ დაგაგლიჯავენ, ჯანმრთელობის დაზიანებაა აბა რა არის?
ბექა
მიქაუტაძემ რა დაზიანება მიიღო ბურთი არ მიუღია დარბოდა უაზროდ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა