ამერიკაში ინდიან უელსის სახელობის ტურნირის 1/16-ფინალური შეხვედრები გაიმართა.

1000-ქულიან ტურნირს წამყვანი მოთამაშეები ტოვებენ. ამიტომ ჩოგბურთელები რეიტინგის სხვა ნუმერაციით არიან წარდგენილი. ფრჩხილებში ჩაწერილი ციფრი კონკრეტულად ინდიან უელსის ტურნირზე განთესილი ნომერი იქნება. მაგალითად, ნოვაკ ჯოკოვიჩის არყოფნაში კლასიფიკაციაში 1-ელ ადგილს დანილ მედვედევი იკავებს.

დღეს რუსი ჩოგბურთელი სერბ ფილიპ კრაიანოვიჩს (27) დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:2 7:6 დაამარცხა. 1/8-ფინალში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს (23) დაუპირისპირდება. მატჩი 13 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00 საათზეა ჩანიშნული. სპორტსმენები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 3 გამარჯვება დანილმა იზეიმა, 1 - გრიგორმა.

ნორვეგიელი კასპერ რუდი (6) სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჰარისს (26) შეხვდა და 3 სეტში 6:7 6:4 6:4 დაამარცხა, რის შემდეგაც მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც არგენტინელი დიეგო შვარცმანი (11) ელოდება. დაპირისპირება 13 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. დიეგო და კასპერი ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 4-ჯერ გამარჯვებული სამხრეთამერიკელი გამოდგა.

პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი (8) ამერიკელ ფრანსის ტიაფოს დაუპირისპირდა და მარტივად, 6:3 6:2 დაამარცხა. პოლონელი ჩოგბურთელი მომდევნო წრეში ბრწყინვალედ მოასპარეზე ასლან კარაცევს (19) შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ, დღეს გათამაშებიდან მე-9 ნომრად განთესილი კანადელი დენის შაპოვალოვი 7:5 6:2 დაამარცხა. ჰურკაჩი და კარაცევი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან. წინა ორ დაპირისპირებაში ვარსკვლავებმა თითო-თითო გამარჯვება მოიპოვეს. მატჩი 13 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00 საათზეა ჩანიშნული.

ამერიკელმა ტომი პოლმა სენსაციურად მე-4 ნომრად წარდგენილი ანდრეა რუბლევი 3 სეტში 6:4 3:6 7:5 დაამარცხა და მომდევნო წრეში გავიდა, სადაც დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს, კამერონ ნორის შეხვდება. ეს შეხვედრაც თბილისის დროით 22:00 საათზეა ჩანიშნული.

დათო
… მისასალმებელია , რომ ტურნირს ვრცლად მიმოიხილავთ!!! ასე გააგრძელეთ!!!
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა