ფიბა-ევროპამ მორიგი საკლუბო თასების სეზონი დაიწყო და ქართველ მსაჯებსაც საერთაშორისო ასპარეზზე გზა გაეხსნათ. კირილე თვაური და მიხეილ ვართანოვი, რომლებმაც ფიბას ლიცენზია 2 წლის წინ მიიღეს, ფიბა-ევროპის თასის მატჩებს მოემსახურებიან, ხოლო ერთადერთ ქართველ ფიბას კომისარ მერაბ რატიშვილს "ვი-თი-ბი ლიგის" თამაშზე მოუწევს მუშაობა.

კირილე თვაურს 13 და 20 ოქტომბერს ფიბა-ევროპის თასის 2 მატჩზე მოუწევს მსაჯობა. პირველი შეხვედრა რუმინეთში, “ორადეასა” და პოლონურ “ლეგიას” შორის გაიმართება, ხოლო ერთ კვირაში იგი საბერძნეთში, “იონიკოსისა” და ბელგიური “ანტვერპენის” მატჩს მოემსახურება.

მიხეილ ვართანოვი 14 ოქტომბერს თურქეთში, ქალთა ფიბა-ევროპის თასის მატჩს იმსაჯებს, რომელშიც “ჰათაი” რუსეთის “ენისეის” დაუპირისპირდება. რაც შეეხება მერაბ რატიშვილს, მიმდინარე სეზონში ქართველი კომისრისთვის ეს მეორე გასვლაა. პირველად იგი სექტემბრის ბოლო რიცხვებში კრასნოიარსკში, ფიბა-ევროპის ერთ-ერთ საკვალიფიკაციო ტურნირს მოემსახურა, რომელშიც 4 გუნდი მონაწილეობდა. 16 ოქტომბერს რატიშვილი "ვი-თი-ბი ლიგის" მატჩზე იმუშავებს, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში, “ასტანასა” და პოლონურ “ზელიონა გორას” შორის გაიმართება.

GBF.GE

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...