თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში იშვიათად თუ შეხვდებით ფრანჩესკო ტოტის მსგავსი კარიერის მქონე სპორტსმენს. იტალიელმა ნახევარმცველმა ბავშვობის კლუბს მთელი თავისი კარიერა შესწირა, იბრძოლა, იომა და ყველაფერი იმისთვის გააკეთა, რომ წარმატება იმ გუნდისთვის მოეტანა, რომელიც ასე ძალიან უყვარდა; დარჩენილიყო "რომას" შემადგენლობაში და ეტარებინა სანუკვარი მაისური, ყოველ გატანილ გოლზე კი გერბისთვის ეკოცნა და დაემტკიცებინა, თუ რაოდენ ერთგულია დედაქალაქური კლუბისა.

10-ნომრიანი ლეგენდა თავისი თანატოლების თაობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მოიგო სკუდეტო და მსოფლიოს თასი, თუმცა საკლუბო დონეზე ბევრად დიდი წარმატების მიღწევაც შეეძლო... თუმცა იმპერატორები "მარადიულ ქალაქს" ზურგს არასდროს აქცევდნენ.

მიუხედავად უამრავი შემოთავაზებისა, ფრანჩესკო "რომას" შემადგენლობაში რჩებოდა, თუმცა 2006 წელს იტალიელი "ბლანკოსში" გადასვლასთან ახლოს იყო, თანაც ძალიან ახლოს...

"რა თქმა უნდა, ამაზე ვფიქრობდი" - ციტირებს the Guardian-ი ტოტის სიტყვებს.

"უნდა ითქვას, ცალი ფეხი უკვე ესპანეთისკენ მქონდა, თუმცა მოგვიანებით, როგორც უამრავჯერ აღვნიშნე, ეს გადაწყვეტილება მთელი გულით მივიღე. რიგ მომენტებში დგება წამი, როდესაც რაღაც გინდა, მაგრამ ამას ვერ გააკეთებ.

მაგრამ, როდესაც უკან ვიყურები და ვფიქრობ, რომ ამ ტრანსფერზე უარი ვთქვი, ლოგიკურია, რომ გული მწყდება. "სამეფო კლუბი" ერთადერთი ადგილი იყო, სადაც "რომადან" გადავიდოდი. ვფიქრობ, რომ სხვა კლუბზე არც კი დავფიქრდებოდი. ყველასთვის, მათ შორის, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ახალი ქვეყანა და გამოწვევა საინტერესო და ლამაზად დასამახსოვრებელი იქნებოდა.

მაგრამ, რა თქმა უნდა, არ ვნანობ, რადგან გადაწყვეტილებას საკუთარი არჩევანით იღებ. ის არასწორი არ იქნება, ასე არაა?".

მოგეხსენებათ, ფრანჩესკომ "გიალოროსის" გულშემატკივრებს 25-წლიანი დიდებული კარიერა აჩუქა, თუმცა თვითონვე აღიარებს, რომ ასეთი შემთხვევები თანამედროვე ფებურთში ძალიან იშვიათია.

"მე სხვა დროს დავიწყე კარიერა. მაშინ ფეხბურთი განსხვავებული იყო. ეს სპორტი სიყვარულით იყო გაჯერებული. მარტივია გადაწყვეტილების მიღება, როდესაც იმ გუნდში თამაშობ, რომელიც გიყვარს და მხარს უჭერ. 25 წელი პატარა დრო ნამდვილად არ არის. იყო კაპიტანი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ნამდვილად ღირებულია.

თუმცა სხვაობა დღევანდელ დროსა და მაშინდელს შორის საკმაოდ დიდია. ახლა სპორტი ბიზნესადაა ქცეული. შენ შეგიძლია სადაც გინდა, იქ წახვიდე და უფრო მეტი ფული გამოიმუშაო და ეს სამართლიანი სულაც არაა".

მომზადებულია marca-ს მიხედვით

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"