ზაფხულის შემდეგ უგუნდოდ მყოფი საქართველოს ნაკრების 29 წლის ცენტრალური მცველი საბა კვირკველია "მეტალისტი 1925"-ის ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული კლუბი ავრცელებს.

ხარკოვულ კლუბში კვირკველიას 6-ნომრიანი მაისური გადასცეს.

"მეტალისტი 1925" ჩემპიონატზე მე-8 ადგილზეა და 16 ოქტომბერს "მარიუპოლს" დაუპირისპირდება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვირკველია, რომელსაც მოსკოვის "ლოკომოტივთან" კონტრაქტი დაუსრულდა და არ გაუგრძელეს, კარიერას რომელიმე ევროპულ კლუბში ან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გააგრძელებდა და მან "პანათინაიკოსში" გადასვლაზე უარი თქვა.

"მეტალისტი 1925"-ის მწვრთნელმა ვალერი კრივენცოვმა თქვა, რომ კვირკველია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი მოთამაშეა, რომელმაც საქართველოს ნაკრებში 40-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა, გუნდს ძალიან გააძლიერებს, მით უმეტეს, დაცვის ხაზში საკადრო პრობლემები აქვთ და მისი ძალიან ეიმედებათ.

ლუკა
ფორმის აღდგენისთვის არ არის ცუდი ვარიანტი ითამაშებს რამდენიმე თვე და გადავა მერე უკეთეს გუნდში ალბათ კარგად გამოჩნდა ბოლო თამაშებში რომ ათამაშებული საბა ძალიან ჭირდება ნაკრებს
Lasha
გრიგალავაც დაიმატონ ბარემ და გაუვალი იქნება მეგრული დუეტი. უთხრას რა ვინმემ ვალერი კრივენცოვს.
beqa
საერთოდ უგუნდოდ ყოფნას ჯობს სადმე ითამაშოს არაბეთს და აზიას ჯობია უკრაინა ფიზიკურად მაინც ჯანზე იქნება თუ ივარჯიშა. ნაკრებსაც გამოადგეს იქნეებ!
civi
არც ევროპა არც საამიროებიო . უკრაინა ალბათ აზიაა ხო ?
დათო
ა ძმაო კაცი, იცადა, იცადა, პანათინაიკოსიც კი უარით გაისტუმრა და გადავიდა ბოლოს, ნუ მთლად იუვენტუსი და რეალი არაა, მაგრამ ხარკოვის მეტალისტია ბოლობოლო, კი ღირდა ამდენ მოცდათ, აბა რა ჩემო საბა. ახლა ერთი ორი წელი იქ გააგორე ბურთი და მერე ან ულსან ჰუინდაიში წადი ვაკოსთან ან ვიეტნამის ბანტანში გადადი, იქ ქართველს ჯერ არ უთამაშია და აბა შენ იცი, მოახერხე რამე.
რა მაფიაა?
კაშიას იმედზე დავრჩით და როდემდე იქნება კაშია ალბათ ხო? თორე კაშიას რა ჭირს ამ ეტაპზე დასაწუნი...
პროფესტო
უკრაინა ევროპა არ არის? რა გეშველებათ? :)
Tazo
სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებმა დაკარგა ცენტრალური მცველი და დავრჩით კაშიას იმედზე ეგ უფრო სამწუხაროა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა