“ზენიტის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ რუსულ პრესას ინტერვიუ მისცა, სადაც მან კლუბის სატრანსფერო გეგმებსა და დაგეგმილ შვებულებაზე ილაპარაკა
“ზენიტის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ რუსულ პრესას ინტერვიუ მისცა, სადაც მან კლუბის სატრანსფერო გეგმებსა და დაგეგმილ შვებულებაზე ილაპარაკა. მასალას შემოკლებით გთავაზობთ.

- “ტერეკს” თუ დაეტყო მწვრთნელის შეცვლა?

- ამ გუნდის შიდა სამზარეულოს ნაკლებად ვიცნობ, თუმცა მწვრთნელის შეცვლა ყოველთვის დადებით მუხტს აძლევს ხოლმე გუნდს.

- რუუდ გულიტმა განაცხადა, რომ რუსეთში თავგადასავლებისა და ფულის გამო ჩამოვიდა. თქვენ რატომ გადადგით ეს ნაბიჯი?

- ფული მე უკვე მქონდა. იმისთვის, რომ ვიცხოვრო, ბევრი მაინცდამაინც არც მჭირდება. ამ ცოტა ფულს კი მე დედაჩემიც კი მომცემდა. მწვრთნელობა ის საქმეა, რისთვისაც კარგად იხდიან და ეს ასეც უნდა იყოს. რუსეთში იმიტომ წამოვედი, რომ პროფესიული გამოცდილება მიმეღო, გამეცნო ახალი ქვეყანა, ახალი ფეხბურთელები და ახალი ფეხბურთი. მე სამართლიანად ვიმსახურებ რასაც ვიღებ, რადგან მგონია, რომ თავდადებით ვმუშაობ. შედეგის გარანტიას ვერავის მივცემ, მაგრამ თავს რომ არ დავზოგავ, ამის პირობას ვიძლევი. სანკტ პეტერბურგში თავს მშვენივრად ვგრძნობ და მინდა, აქ მუშაობა დიდხანს განვაგრძო.

- რა უნდა გავაკეთოთ, რომ რობერტო კარლოსს ბანანი აღარ ესროლონ?

- ძალიან მარტივია: ბანანი უნდა ჭამო, რადგან გემრიელია და სასარგებლო, სასროლად არ ვარგა. თუკი ვინმეს გადასაგდებად ემეტება, მომიტანოს, წავიღებ სახლში და მივირთმევ. ბანანს ყველა თუ მხოლოდ საჭმელად გამოიყენებს, ყველაფერი კარგად იქნება.

- წელს ჩემპიონატი უფრო დაძაბულია?

- რუსეთში ბევრი კლუბია, რომელიც გუნდის გაძლიერებას ცდილობს. როგორც ყოველთვის შედეგის მიღწევა რთულია და მიმდინარე სეზონი გამონაკლისი არ არის. სხვების მსგავსად ჩვენც ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. სიმართლე კი ის არის, რომ თამაშის გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება.

- სად წახვალთ შვებულების დროს?

- სახლში, რომელიც ძალიან მომწონს და რომელსაც ძალიან იშვიათად ვხედავ. სწორედ ამიტომ მინდა იქ წასვლა. ვისაც უნდა რომ მესტუმროს, შეუძლია თავი დაპატიჟებულად მიიჩნიოს.

- “ზენიტს” აინტერესებს თუ არა კრიშიტო (მასთან კონტრაქტი გუშინ საღამოს გაფორმდა. რედ.) და ანსალდი? დაბრუნდება თუ არა გუნდში როზინა?

- ჭორი იმიტომაც არის ჭორი, რომ ის ყოველთვის ვრცელდება... ვეცდებით, გუნდის გაძლიერებას. იმ ფეხბურთელებს ახლა გადმოვიბირებთ, რომელთა შეძენა წინა სატრანსფერო ფანჯრის დროს ვერ შევძელით. გაძლიერებას კონკრეტულ პოზიციებზე ვგეგმავთ. მიმდინარე პრობლემები შეიძლება ჩემი ბრალიც არის, რადგან შემადგენლობა საკმაოდ შევათხელე. ამის გამო ფეხბურთელებს შეუჩვეველ ადგილას უხდებოდათ გარჯა და ამით უფრო იღლებოდნენ. რაც შეეხება როზინას, ის “ზენიტის” ფეხბურთელია და აუცილებლად დაბრუნდება.

- როზინა საბოლოოდ ბრუნდება?

- ის დაბრუნდება და ამის შემდეგ შევაფასებთ სიტუაციას. გააჩნია, რა გეგმები ექნება თავად ფეხბურთელს. თუკი მოთამაშე სასურველ სათამაშო დროს ვერ იღებს, ის ამით კმაყოფილი იშვიათად იქნება.

- სატრანსფერო ფანჯრისას რომელმა ფეხბურთელებმა შეიძლება დატოვონ გუნდი?

- შემადგენლობა ჯერ უნდა შევავსოთ და შემდეგ განვსაზღვრავთ, ვის შეეძლება წასვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა