კოლუმბიის ნაკრების ექსთავდამსხმელმა ჯექსონ მარტინესმა ღიად განაცხადა, რომ სპორტული კარიერის დასკვნით ნაწილში გამუდმებით კლუბში დადიოდა, სვამდა და ეწეოდა...

მოგეხსენებათ, სამხრეთამერიკელი ფორვარდი 2012/15 წლებში "პორტუს" შემადგენლობაში გამოდიოდა, სადაც 90 გამართულ შეხვედრაში თავი 67-ჯერ გამოიჩინა. მართლაც რომ მშვენიერი შედეგია. დიდებული 3 წლის შემდეგ ჯექსონი სათამაშოდ ესპანეთში, კერძოდ, მადრიდის "ატლეტიკოში" გადადის, საიდანაც მის ცხოვრებაში, როგორც ჩანს, დიდი პრობლემები დაიწყო. ტრავმების პარალელურად, ზემოთ ხსენებულმა არასპორტულმა ქმედებებმა ფეხბურთელის მკვეთრი რეგრესი გამოიწვია. ამაში სტატისტიკაც დაგვეხმარება - "როხიბლანკოს" ხელმძღვანელობის მიერ 35 მილიონ ევროდ შეძენილმა ფორვარდმა გუნდში სულ რაღაც 15 შეხვედრა გამართა, მეტოქის კარი კი 2-ჯერ აიღო. 2016 წელს "ატლეტიკომ" მარტინესი ჩინურ "გუანჯოუ ევეგრანდში" გაყიდა. აზიელებმა 3 წლის შემდეგ შემტევი პორტუგალიაში, პრიმეირა ლიგის გუნდ "პორტიმონსეში" გაანათხოვრეს, სადაც 2020 წელს რამდენიმე მძიმე ტრავმის შემდეგ კარიერა დაასრულა.

"მე ვნებისა და სიხარულის ცოდვები მქონდა" - ციტირებს კოლუმბიური Channel 1 მარტინესის სიტყვებს.

"მსიამოვნებდა ისინი, რადგან არ ვხედავდი ამას ცუდად. პირიქით, ჩემთვის ნორმალურად მოჩანდა. თქვენ ვერასდროს დაინახავთ ღმერთს, სანამ ის არ გახდება ერთადერთი, რაც თქვენ გაგაჩნიათ. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მასზე ვკონცენტრირდე.

ჩემს შემთხვევაში მეგობრებმა წვეულებაზე წამიყვანეს. გარშემო ალკოჰოლი, სიგარეტი და სხვა არასპორტული რამ მქონდა".

როგორც მოგახსენეთ, 2020 წელს ჯექსონმა საფეხბურთო კარიერა დაამთავრა და ხელი მომღერლობას მიჰყო. გარკვეული პერიოდის წინ კოლუმბიელმა ახალი სიმღერა, სახელწოდებით "Las 2 puertas" გამოუშვა.

"სპორტული კარიერის საკვანძო დროს 2 უმძიმესი ოპერაცია გადავიტანე, რის გამოც მოედანზე 2 წლის განმავლობაში ვერ გავედი. ამ დროს თავს წერით ვიმშვიდებდი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ საკუთარი ალბომი გამომეცა", - განაცხადა ჯექსონმა 2020 წლის ოქტომბრის თვეში.

"ვცდილობ, ისეთი სიმღერები გამოვცე, რომლებიც ღვთის სიტყვებს გამოსცემს".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

Semi
საოცარი ფეხბურთელი იყო, უდიდესი ტალანტი ჰქონდა მაგრამ გაატანა ქარს ყველაფერი.
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
"ჩელსიმ" "ატლეტიკოს" დიეგო კოშტას ტრანსფერზე უარი უთხრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მადრიდის "ატლეტიკომ" ლონდონის "ტოტენჰემი" უარით გაისტუმრა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
ლონდონის "ჩელსი" და მადრიდის "ატლეტიკო" ფორვარდებს გაცვლიან?
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
პსჟ-ს მომავალ სეზონში ახალი მეკარე ეყოლება?
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
ზამთრის უკანასკნელი ტრანსფერი, მაგრამ რეკორდული
"ნაპოლი" ჯექსონ მარტინესს უმიზნებს
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "პორტუსთან" დამარცხდა
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
კვლავ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "პორტუს" ბარიერი გადალახა
გუს ჰიდინკს ლონდონის "ჩელსიში" ჯექსონ მარტინესის დამატება სურს
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა