საქართველო 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ჩვენი გუნდი B დივიზიონის მეოთხე ჯგუფში ისრაელის, მალტისა და რუმინეთის 19-წლამდე ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. მინი ტურნირს მალტა უმასპინძლებს.

საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება საქართველოს ნაკრებმა 9 ოქტომბერს თბილისში დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა უახლოესი მატჩებისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ეკა თაბაგარი (კოლხეთი, ხობი, საქართველო), ლიკა ცუხურკაიძე (ბახტრიონი, ახმეტა, საქართველო)

მცველები: თამარ სვანიძე (კოლხეთი, ხობი, საქართველო), ლიზი კანდელაკიშვილი (მართვე, ქუთაისი, საქართველო), ანი აკობიძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ანი ძაძუა (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნინო ჯგუშია (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი, საქართველო), დიანა ბაქრაძე (ბახტრიონი, ახმეტა, საქართველო), თამუნა წიქარიძე (გორი იუნაიტედი, გორი, საქართველო)

ნახევარმცველები: მარია-იზაბელა მელიქიშვილი (დინამო, სოხუმი, საქართველო), ანა გობრონიძე (ლანჩხუთი, საქართველო), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე, თბილისი, საქართველო), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი, საქართველო), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), ელენე ენჯიბაძე (გორი იუნაიტედი, გორი, საქართველო), მარი ბეგიაშვილი (ნიკე, თბილისი, საქართველო)

თავდამსხმელები: ეთერ სულაშვილი (გორი იუნაიტედი, გორი, საქართველო), მარიამ მოდრეკილაძე (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო)

შეგახსნებთ, რომ უეფას გადაწყვეტილებით 2021-22 წლების სეზონიდან გოგონათა ასაკობრივი ტურნირების ფორმატი შეიცვალა. ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპს და ელიტ-რაუნდს, უეფას ერთა ლიგის მსგავსი გათამაშება ჩაანაცვლებს. ფინალურ ეტაპამდე გუნდები ორ რაუნდიან შესარჩევ ეტაპს გაივლიან.

პირველ რაუნდში ტურნირის მონაწილე 52 ნაკრები რეიტინგის მიხედვით A და B ლიგაში გადანაწილდება. A ლიგაში შვიდი ოთხგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, B ლიგაში კი, ექვსი. მეორე რაუნდში A ლიგაში ასპარეზობის უფლებას B ლიგის ექვს პირველ ადგილოსანთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი მოიპოვებს.

შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში დარჩენილი 28 გუნდი წილისყრის შედეგად 7 ჯგუფში გადანაწილდება და ჯგუფების გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ. სადაც მათ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ნაკრები დაემატება.

საბოლოოდ, კონტინენტის უძლიერესი გუნდის სტატუსისთვის 8 ასაკობრივი ნაკრები იბრძოლებს. A ლიგის შვიდ ჯგუფში ბოლო,მეოთხე ადგილზე გასული ნაკრებები ახალი სეზონისთვის B ლიგაში დაქვეითდებიან.

nakrebi.ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
WU19 | საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ორ ამხანაგურ მატჩში დაამარცხა
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
7:0. საქართველოს ნაკრებმა სომხეთს სძლია და A ლიგაში გადასვლის შანსი აქვს
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა