არიგო საკი მიიჩნევს, რომ "ინტერის" ახალ მთავარ მწვრთნელს ძალიან გაუჭირდება საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა
მას შემდეგ, რაც “ინტერის” მთავარ მწვრთნელად ჯანპიერო გასპერინი დანიშნეს, მის შესახებ უამრავმა საფეხბურთო მოღვაწემ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

აბსოლუტურად ყველა დადებითად გამოეხმაურა ამ ამბავს, თუმცა გამოჩნდა ისეთიც, ვინც გასპერინის მილანურ პერსპექტივებს ეჭვის თვალით შეხედა. ლაპარაკია იტალიური სამწვრთნელო სკოლის ერთ-ერთ ყველაზე სახელიან წარმომადგენელ არიგო საკიზე. მოვუსმინოთ სენიორ არიგოს:

“გასპერინის “ინტერის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე ბევრი ვიფიქრე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ძალიან გაუჭირდება საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. მისი “ჯენოა” ძირითადად მეორე ნომრად თამაშობდა და თუ ამ გუნდის ბურთის ფლობის სტატისტიკურ მონაცემებს გადახედავთ, ამაში ყველანი დარწმუნდებით - გამომდინარე იქიდან, რომ “ინტერის” კალიბრის გუნდი უბურთოდ არ უნდა თამაშობდეს, ვფიქრობ, რომ გასპერინის საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნება. პიროვნულად მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, როგორც ვიცი შესანიშნავი ადამიანია, მაგრამ მეეჭვება “ინტერში” დიდ წარმატებებს მიაღწიოს”.

საკიმ მასიმო მორატიც გააკრიტიკა და დასძინა, რომ “ინტერის” პრეზიდენტი მწვრთნელის შერჩევაში უმეტესად შეცდომებს უშვებს: “მორატი “ინტერზე” უზომოდ შეყვარებული ადამიანია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფეხბურთში არც თუ კარგად ერკვევა. როდესაც მწვრთნელს ეძებ, პირველ რიგში მის საფეხბურთო ხედვას და ფილოსოფიას უნდა ჩაუღრმავდე, შემდეგ კი არჩევანი გააკეთო. თითოეულ გუნდს თავისი მენტალიტეტი აქვს და მწვრთნელიც ისეთი უნდა შეირეს, რომელიც ამ მენტალიტეტს მოერგება.

მორატი სხვაგვარად იქცევა, ის უბრალო ინტუიციით აკეთებს არჩევანს, ან კარგ შემთხვევაში ბოლო წლების შედეგებს ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ ხდება, რომ მორატი ძალიან ხშირად ცვლის მწვრთნელებს - მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც მასიმო “ინტერის” მფლობელია, ბოლომდე მხოლოდ ერთმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გაუმართლა”.

გასპერინის შესახებ “ინტერის” ცენტრალურმა მცველმა ანდრეა რანოკიამაც ისაუბრა, რომელიც “ჯენოაში” სწორედ ჯანპიეროს შეგირდი იყო: “სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ გამიგია რატომ გაათავისუფლეს გასპერინი “ჯენოადან”. შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც ყველა დეტალს ითვალისწინებს და იდეალურად არის განსწავლული ტაქტიკურ ნიუანსებში.

თავიდან ცოტა გამიჭირდა მისი იდეების გაგება, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდა - მუშაობის სტილით ის ანტონიო კონტეს მაგონებს, ვისი თავკაცობითაც “ბარიში” ვთამაშობდი. მთავარია, რომ “ინტერის” ფეხბურთელები მას კეთილგანწყობით დახვდნენ, მშვიდად მუშაობის საშუალება მისცენ და ყველეფერი კარგად იქნება. ამაში ეჭვიც არ მეპარება, რადგან “ნერაძურიში” უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა