რუსეთის პრემიერლიგაზე ზედიზედ სამი წაგების შემდეგ „რუბინი“ საკუთარ მოედანზე მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ფრეს დასჯერდა - 2:2.

ყაზანური გუნდის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ სასტარტოში დააყენა და აქტიურიც იყო. პირველ ტაიმში მისი განივი გადაცემის შემდეგ ონუგჰამ ვერ შეძლო გატანა, შემდეგ მარადიშვილს გაექცა, საჯარიმოში ბარინოვთან შეჯახებისას წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ამას გარდა, დაცვასაც ეხმარებოდა და მარადიშვილის სახიფათო შეტევა ჩაშალა. 36-ე წუთზე კი მასპინძლები დრეიერმა დააწინაურა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 66-ე წუთზე კვარაცხელიას წამოწყებული კომბინაციის მერე ოგნუჰამ დაამწუხრა „ლოკო“, თუმცა მალე სმოლოვმა ანგარიში შეამცირა. 91-ე წუთზე ხვიჩა ისევ გაექცა მეურვეს და შეეძლო მატჩის ბედი გადაეწყვიტა, მაგრამ მახვილი კუთხიდან გოლის გატანა მეკარემ არ დაანება, ხოლო 93-ე წუთზე დედაქალაქელთა შემტევმა ჟამალეტდინოვმა ანგარიში გაათანაბრა და "რუბინმა" თითქმის მოპოვებული გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

"რუბინი" 15 ქულით მე-8 ადგილზეა და 24 ოქტომბერს გასვლაზე "უფას" დაუპირისპირდება.

ტომს
არაა მასე ლამაზი ფეხბურთი ვის უნდა და მაყურებელს, ფეხბურთი მარტო ანგარიში არაა, სანახაობაა თუ გიყვარს და თუ ფსონებს დებ ხო, მაშინ მარტო ანგარიშია.
დათო
რეალურად მასეა წელს რუბინის წამყვანი ფეხბურთელიც აღარაა და თქვენს თვალში თუ გინდათ პელე და მარადონა იყოს ერთად რეალობას არ ცვლის ეგ
Herbst
ეგრე დესპოტოვიჩს ჰქონდა შარშან კვარაზე მეტი გოლი მაგრამ სეზონის საუკეთესო კვარა გახდა. მწვრთნელმა თქვა, რომ ასისტებსაც და მოპოვებჯლ პენლებსაც შედეგიანობაში უთვლის და საერთოდ ისეთი ხარისხიანი თამაში დადო გასულ წელს, ყოველ მეორე თამაშზე საუკეთესო ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ ჰქონდა გატანილი იმ თამაშებზე. პლიუს ამას ის 4 თუ 5 გოლი რაც გაიტანა, ყველა გადამწყვეტ მომენტში.
Tom
დრეიერმა რამდენიმე შეხვედრაში გაიტანა იმდენი გოლი ლამის,რამდენიც კვარაცხელიას მთელ კარიერაში აქვს გატანილი, ლამაზი ფეხბურთი ვის უნდა თუ ის შედეგიანი არაა? ბოლოს გოლი როდის გაიტანა კვარაცხელიამ ან საგოლე გადაცემა როდის გააკეთა :დდ სტატისტიკაა დღეს ფეხბურთი და არა ფინტი და დრიბლინგები
სოსო
თუ ფეხბურთში,ლამაზი ფეხბურთი გიყვარს,ხვიჩა თამაშობს და თუ მხოლოდ ანგარიში გაინტერესებს,მაშინ ჩათვალე რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია,დრეიერი კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.არ შეგედავები.
ზურა222
ეგ ინ ბომი დაუღლელია ! თითქოს მატორი უყენიაო DD როგორვ კი გაიყვანეს ეგრევე აირია რუბინის ცენტრი და კიდევაც გაუშვეს უაზრო გოლი
ტიპი
ძალად ექსპერტ, პეჩატი არ გაგივარდეს ჯიბიდან სანამ საბოლოო ბეჭედს დაარტყამ.

იფიქრა და მოიფიქრა არა?
სოსო
ეს ის ძველი ხვიჩას თამაში არ იყო.ძველებურად ყველაფრის მიუხედავად არ გარბოდა შეტევაში დრიბლინგით,მაგრამ დაცვაში თამაშობდა ძალიან ბევრს და საკმაოდ კარგად.წინაც რამდენჯერმე კარგად გაამწვავა,მაგრამ ეს მაინც ის არ იყო.მეკარის შეცდომამ,ყველაფერი წყალში ჩაუყარათ,თუმცა მცველებმაც თითქმის შეატენეს პასი და აჩქარდა მოსაგერიებლად.თუმცა ეს არ ამართლებს.მატჩის ერთერთი გმირი უნდა გამხდარიყო და ანტიგმირად გადაიქცა.ზურიკოს თამაშს,არსენალის შემადგენლობაში, იმ მომენტიდან ვუყურე,გოლი რომ გაიტანა.მომეწონა.გოლიც საკმაოდ რთული დასამუშავებელი პასიდან გაიტანა და უკანაც ბევრს ეხმარებოდა.ძალიან მაგარი მეორე ტაიმი გამოვიდა,სასწაული დასასრულით და ზენიტის დამარცხებით.ასე მგონია,ზურიკო უკვე გაიხსნა.ნაკრებში ორი გოლი,იქაც მგონი ორი გოლი და სულ ბოლო თამაშებში.თავდაჯერება უკვე ეტყობა და მჯერა კიდევ მოუმატებს.ისევე როგორც ხვიჩა.
ილია
რუსული საშუალო გუნდის საშუალო ფეხბურთელიაო.დიდ ქართველ ტალანტებს როდის შეგუებიან რუსები ახლა,რომ შეეგუონ.ხოდა თქვენც შეუწყვეთ ხელი ჯერ იქ მისი ჩაყვანით და მერე მაგგვარი კომენტარებით.
Zaza
კვარაცხელია არის რუსეთის ჩემპიონატის საშუალო გუნდის საშუალო ფეხბურთელი
ადეკვატური გულშემატკივარი
ვინც კვარას თმებზე ნერვიულობდით,დღეს ზონარით ჰქონდა დამაგრებული და აღარ უშლიდა ხელს, იმედია დამშვიდდებით :დდ
ვაჟა
ამდენი დამღლელითამაშების მერე აშკარად უკეთ ითამაშა, მაგრამ არის კომპონენტები, სადაც კიდევ ბევრი სამუშაო აქვს- თუნდაც კარში დარტყმა, რომ იყოს ეფექტური და მოულოდნელი. იმედია დახვეწს ამ ყველაფერს
ილია თითქმის მართალი
გეგონება თერთმეტმეტრიანი ააცილა... მთლიანობაში კარგი მატჩი ქონდა ხვიჩიას... ართმევებზე საკმაოდ კარგად გაისარჯა ასევე აქტიური იყო შეტევაშიც, საგოლე მაინც რო გაეკეთებინა MVP გახდებოდა აუცილებლად...
Winter
მეკარე "ძიუპინ", წინა თამაშში ხომ კვარას დააბრალე წაგება. ახლა უაზრო ქმედება რომ არ გაეკეთებია ბოლო წამზე, იგებდა გუნდი. კვარამაც კარგად ითამაშა და ის კორეელი მაგარი ჰყავთ კიდე. დრეიერი ბევრით არაფრით გამოირჩეოდა იმ გოლის გარდა, აღნიშნა კიდეც კომენტატორმა. კვარა და კორეელი იყვნენ საუკეთესოები ჩემი აზრით.
100%
ხვიჩა, გვეიმედები! (თამაშს ვერ ვუყურე)
hhh
რომ ვერ გაიტანა ცუდია, მაგრამ ბოლო შეხვედრებთან შედარებაც არ შეიცლება დღეს გაცილებით კარგი იყო.
ქუთაისი
დრეიერზე უკეთესის თამაში არ გენახოს ცხოვრებაში !

დრეიერი რომელმაც 4 გოლი გაიტანა 5 თამაშში უნდა დარჩეს რუბინში და კვარაცხელია, რომელმაც კარებში დარტყმა არ იცის (ისევე როგორც ქართველი ფეხბურთელების აბსოლუტურზე აბსოლუტურმა უმრავლესობამ) უნდა გადავიდეს აიაქსში, ტოტენჰემში თუ მილანში?
Michael
პირველ ტაიმში სუფთა საგოლე გაუფუჭა თანაგუნდელმა. მეორე გოლში უდიდესი წვლილი შეიტანა.დღეს ძალიან აქტიური იყო და კარგად ითამაშა, უბრალოდ მეტს ველით და ვითხოვთ მისგან. ამდენი მაგარი მატჩი გადის და რუსული გუნდის თამაშს როგორ უნდა უყურო, თუმცა დღეს მეორე ტაიმში ისეთი სანახაობრივი ფეხბურთი შემოგვთავაზა ორივე გუნდმა, საკმაოდ გამიკვირდა.
Herbst
დღეს ცუდად არ უთამაშია. ბევრჯერ გაამწვავა, მეორე გოლიც მაგის ქმედებას მოჰყვა. მეკარემ დაუშვა ბოლო წუთზე საშინელი შეცდომა და წინა თამაშზე ხვიჩას რომ აკრიტიკებდა, ახლა ნახოს როგორია ბოლო წამზე საშინელი შეცდომის გამო კრიტიკა. კვარას დღეს ძალიან აქტიური იყო. ბევრი ლამაზი მომენტი ჰქონდა. მონდომება და მოტივირება დავინახე დღევანდელ თამაშში. ჯერ შორსაა თავისი საუკეთესო ფორმისგან მაგრამ იმედი მაქვს ამ ყველაფერს გადალახავს.
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ