კვიპროსის ჩემპიონატის მორიგი ტური დღეს, 18 ოქტომბერს დასრულდება. "აპოელის" შეხვედრის წინ Sport-fm თორნიკე ოქრიაშვილის ფაქტორზე საუბრობს. წარმატებული სანაკრებო პაუზის შემდეგ ქართველი შემტევის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა:

"აპოელს" სჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც "ახნასის" წინააღმდეგ განსხვავებულს შექმნიან და თორნიკე ოქრიაშვილი არის ის, ვისაც ამის მონაცემები ნამდვილად აქვს.

ბევრი ვარსკვლავი, რომლებიც ზაფხულში კლუბში სწორედ ამის გასაკეთებლად მოვიდნენ, საკუთარ თამაშს ჯერ კიდევ ეძებს. ერთ-ერთი მათგანი, რა თქმა უნდა, ოქრიაშვილია. ქართველი შემტევი "აპოელში" ყველაზე მაღალი დონის ფეხბურთელია და მისგან ყველა ბევრს ელის. ოთხ თამაშში, რომლებიც თორნიკემ ჩაატარა, მისი შედეგები უმნიშვნელო იყო. უფრო ცუდი მოქმედებები ჰქონდა (წითელი ბარათი), ვიდრე გოლები ან შედეგიანი პასები.

ბევრი საუბარი არ არის საჭირო იმის გასაგებად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი მატჩი. ასე რომ, ოქრიაშვილი არის ერთ-ერთი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია არსებული მდგომარეობა შეცვალოს და გუნდის აღმასვლა უზრუნველყოს.

ქართველი შემტევი, ალბათ, ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. გოლმა, რომელიც მან ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა, შესაძლოა, დაკარგული თავდაჯერებულობა დაუბრუნოს. დიდი ალბათობით, თავდასხმაში ის გიორგი ქვილითაიას პარტნიორი იქნება."

შეგახსენებთ, ნიქოზიური კლუბის ღირსებას მურთაზ დაუშვილიც იცავს. "აპოელი", რომელსაც 5 შეხვედრის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს, უკანასკნელ საფეხურზე მყოფ "ახნასს" უმასპინძლებს. მატჩი ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?