მსოფლიო თასის დაწყებამდე ორ წელიწადზე ნაკლები რჩება და მსოფლიო რაგბიც მსაჯების კანდიდატების საბოლოო შერჩევაზე გადადის. ამ კუთხით ნოემბრის ტესტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ნიკა ამაშუკელს სამი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

27 წლის საქართველოს საუკეთესო რეფერი ტიერ 1-ის გუნდების სამ თამაშს მოემსახურება. ამაშუკელი 23 ოქტომბერს იაპონიისა და ავსტრალიის მატჩზე მოედნის მსაჯადაც მოიაზრებოდა, მაგრამ კოვიდრეგულაციებმა ამის საშუალება არ მისცა.

შედეგად, მისი დებიუტი ტიერ 1-ის გუნდების მატჩებზე 6 ნოემბერს დუბლინში, „ავივა სთედიუმზე“ ირლანდია-იაპონიას მატჩზე შედგება:

„ეს დანიშვნები იმ პროგრესის ლოგიკური გაგრძელებაა, რაც წლების განმავლობაში განვიცადე. ჩემს მენტორთან ერთად ისეთ საფეხურზე ავედი, სადაც ყოფნაზე ნებისმიერი ჩვენგანი ოცნებობს – მოთამაშის, თუნდაც მაყურებლის რანგში. მე ოცნება ამიხდა და ტიერ 1-ის გუნდების თამაშზე მოედანზე, მთავარი მსაჯის რანგში გავალ“.

„იაპონია-ირლანდიის პრინციპულ მატჩზე ჩემი დანიშვნა წარმოუდგენელი რამაა. ერთმანეთს მოწინავე ათეულის გუნდები ეთამაშებიან და 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, როდესაც იაპონიამ ირლანდიას მოუგო, ამ გუნდების დაპირისპირებამ დიდი მოლოდინი გააჩინა. მერე კი მოუგო ირლანდიამ იაპონიას, მაგრამ მცირე სხვაობით და მსაჯის პერფორმანსით უკმაყოფილო დარჩა. ასე რომ, „ავივაზე“ რთულ და პრინციპულ თამაშს ველოდები. 55 ათასი გულშემატკივრის წინ გახვიდე ქართველი მსაჯი, ეს ჩემთვის და ქვეყნისთვის დიდი პატივია“.

13 ნოემბერს ნიკა უკვე საფრანგეთში, ლიონში იმსაჯებს. „სტად მატმუტზე“ ის "ფრანგი ბარბაროსებისა" და ტონგას მატჩში მოედნის მსაჯია:

„ჟოელ ჟუშმა პირადად დამირეკა და მთხოვა, ამ თამაშზე მოედნის მსაჯი ვყოფილიყავი, რადგან ეს ურთულესი შეხვედრაა და მართვა სჭირდება. "ფრანგი ბარბაროსები" რთული ხასიათის გუნდია, ტონგაც სიუხეშით გამოირჩევა. მსაჯის მიმართ ორივე გუნდი ნაკლებად ტოლერანტულია და ჟუშმა განმიმარტა, რომ აინტერესებს, რამდენად შევძლებ საჭირო უნარების წარმოჩენას“.

20 ნოემბერს ნიკას ზღაპრული დღე ელოდება. მართალია, ის გვერდითი მსაჯი იქნება, თუმცა კარდიფში, უელსი-ავსტრალიაზე:

„ამ გუნდების დაპირისპირებას დიდი ისტორია აქვს და კარდიფში ზეიმი გველოდება. უმნიშვნელოვანესია, რომ თუნდაც გვერდითი მსაჯის სტატუსით, მისი მონაწილე ვიქნები. ასეთ დონეზე მსაჯობა უკვე დიდი სიამოვნებაა. მოედნის მსაჯი მაიკ ადამსონი შოტლანდიელია და 7-კაცადან გადმოვიდა. ის ღია ადამიანი და მაღალი დონის სპეციალისტია, ზედმიწევნით ზუსტად მიჰყვება მსოფლიო რაგბის მითითებებს“.

„მთლიანობაში, ეს დანიშვნები დიდი სახელია ქართული რაგბისთვის და მადლობა ყველას, ვინც ამაში თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა. ამ დონის შეხვედრებს მილიონობით მაყურებელი ჰყავს და როდესაც იქ ქართველი მსაჯი ფიგურირებს, ჩნდება განცდა, რომ ამ ქვეყანაში რაგბი ყველას კარგად ესმის. ამაზე მაღალი დონე უკვე კონკრეტული ტურნირებია – მსოფლიო თასი, ექვსი ერი და მიზანიც სწორედ ისაა, რომ იქ მოხვედრით ისტორია დავწერო“.

rugby.ge

Martali
Carmatebebi
rable
დიდი ხანია რაგბს ვადევნებ თვალყურს და ამაშუკელი არცერთ მსაჯს არ ჩამოუვარდება. აკადემიური მიდგომა აქვს და რთულ გადასაწყვეტ მომენტებსაც ადვილად უმკლავდება. წარმატება ნიკას. -ეს მოვლენა იქნება და თუ მსოფლიოზე მოხვდა ხომ საერთოდ..
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში