ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მეტოქე სლოვენიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 20-კაციანი სია დაასახელა
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების 18-კაციან შემადგენლობას დღეს, 28 ივნისს დაასახელებს. მანამდე სლოვენიის ნაკრების 20-კაციან სიას ჩამოგითვლით, რომელშიც ვარსკვლავებს თვლა არ აქვს.

თუმცა ჯერ იმ კალათბურთელთა გვარებს გაგაცნობთ, რომლებიც სლოვენიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ბოჟიდარ მალიკოვიჩის სიაში ვერ მოხვდნენ (ზოგი ტრავმის, ზოგი პირადი უარის გამო): ბენო უდრიხი (საკრამენტო, NBA), საშა ვუიაჩიჩი (ნიუ ჯერსი, NBA), პრიმოჟ ბრეჟეცი (კრასნიე კრილია, რუსეთი), სანი ბეჩიროვიჩი (ტურკ ტელეკომი, თურქეთი), იაკა კლობუჩარი (პარტიზანი, სერბეთი). ვერაფერს იტყვი, შთამბეჭდავი შემადგენლობაა!

მეტად საეჭვოა სლოვენიის ნაკრებში: რაშო ნესტეროვიჩისა და გასპერ ვიდმარის გამოჩენა, თუმცა ეს უკანასკნელი სიაში მაინც მოხვდა...

მივადექით მწვრთნელის მიერ გამოძახებულთა 20-კაციან შემადგენლობას, რომელიც არანაკლებ შთამბეჭდავად გამოიყურება.

უკანა ხაზი: იაკა ლაკოვიჩი (ბარსელონა, ესპანეთი), გორან დრაგიჩი (ჰიუსტონი, NBA), ზორან დრაგიჩი (კრკა, სლოვნია), სამო უდრიხი (ოლიმპია, სლოვენია), საშა ოჟბოლტი (ოლიმპია, სლოვენია), დონალდ ბლაჟიჩი (სლოვანი, სლოვენია), ნებოისა იოსკიმოვიჩი (იგოკეს, სლოვენია), ლუკა ლაპორნიკი (ზლატოროგი, სლოვენია), კლემენ პრეპელიჩი (ჰელიოსი, სლოვენია), დანიელ ვუიაშინოვიჩი (ზლატოროგი, სლოვენია).

ფორვარდები: ბოსტიან ნახბარი (ეფესი, თურქეთი), დომენ ლორბეკი (ლაგუნ არო, ესპანეთი), გორან იაგოდნიკი (ოლიმპია, სლოვენია), ედო მურიჩი (კრკა, სლოვენია).

ფორვარდ-ცენტრები: მატიაშ სმოდიში (ცსკა, რუსეთი), ერაზემ ლორბეკი (ბარსელონა, ესპანეთი), მიჰა ზუპანი (პეტერბურგი, რუსეთი), გასპერ ვიდმარი (ფენერბაჰჩე, თურქეთი), უროშ სლოკარი (მანრესა, ესპანეთი), მირზა ბეგიჩი (რეალი, ესპანეთი).

სპეციალურად მოწყობილ პრეზენტაციაზე ნაკრების თავკაცმა ბოჟიდარ მალიკოვიჩმა თქვა:

- ვფიქრობ, სლოვენიის ნაკრების ისტორიაში, ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა გვეყოლება, თუმცა შეიძლებოდა კიდევ არაერთი ძლიერი კალათბურთელიც დაგვხმარებოდა. ჩვენი მთავარი ამოცანა ფიზიკურად კარგად მომზადება იქნება, რაგინდ ძლიერი შემადგენლობა გყავდეს, თუ ევრობასკეტს სათანადო კონდიციებში არ შეხვდები, ფინალურ სტადიამდე მისვლა გაგიჭირდება.

სლოვენიელებისთვის "ფინალური სტადია" ოთხეულში მოხვედრასა და 2012 წლის ოლიმპიადის საგზურის მოპოვებას გულისხმობს. შემადგენლობას თუ გადავხედავთ, საქართველოს ნაკრების მეტოქეს ამის შანსი ნამდვილად აქვს.

გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას თანაგუნდელმა საშა ოჟბოლტმა დასძინა:

- NBA-ს მოთამაშეებიც დაგვეხმარებიან და ევროპის წამყვან კლუბებში მიმობნეული სლოვენიელებიც. კარგი გუნდი გვეყოლება. ვეცდებით სათანადოდ მოვემზადოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ.

სლოვენიის ნაკრები 10 ივლისს შეიკრიბება და 10 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: 23 ივლისს პოლონეთს უმასპინძლებს, 24-ში - მაკედონიას, ხოლო 3 და 4 აგვისტოს სწორედ იქ ითამაშებს, სადაც ევრობასკეტზე D ჯგუფის შეხვედრები იგეგმება - კლაიპედაში ჯერ ლატვიას გაეჯიბრება, შემდეგ - ლიტვას.

მომდევნო სამ მატჩს "ოლიმპიას" "შტოჟიცე არენა" მიიღებს: პირველი ორი მეტოქე ცნობილია (ჩერნოგორია და ხორვატია), მესამის ვინაობა ჯერ არ გარკვეულა. ეს მატჩები 7, 8 და 9 აგვისტოს შედგება.

ფორმას რომ აკრეფს, სლოვენიის ნაკრები კუნძულ მალაგაზე ჩავა და 20 აგვისტოს ესპანეთის ნაკრებს "დაეჭიდება". ამ გუნდების მეორე შეხვედრა გრანადაში მომდევნო დღეს გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის წინ, სლოვენია, ისევე როგორც საქართველო, მასპინძელ ლიტვას ეთამაშება. მატჩი 24 აგვისტოსაა დაგეგმილი.

ევრობასკეტზე საქართველოსა და სლოვენიის დაპირისპირება 3 სექტემბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა