მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს, 25 ოქტომბერს, ვენის Erste Bank Open-ის პირველ ტურში ითამაშებს.

ნიკოლოზს ავსტრიის დედაქალაქში მიმდინარე შეჯიბრებაზე საკმაოდ რთული ბადე შეხვდა - პირველ წრეში მსოფლიოს მე-18 ჩოგანს, ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას, მისი დამარცხების შემთხვევაში კი მსოფლიოს მე-7 ჩოგანს, მატეო ბერეტინის დაუპირისპირდება. აი შემდეგ... შემდეგზე შემდეგ ვწეროთ...

ნიკა კარენო ბუსტას კარიერაში მხოლოდ ერთხელ შეხვდა - 2018 წლის ჰამბურგის ქართველისთვის ტრიუმფალურ ტურნირზე ესპანელს 1/4-ფინალში სძლია - 7:6, 6:4.

შარშან ბასილაშვილი ვენის ტურნირს საშინელ ფორმაში შეხვდა და შედეგიც შესაბამისი დადგა - ნიკოლოზი პირველივე წრეში მსოფლიოს 104-ე ჩოგან ნორბერტ გომბოშთან 2 სეტში დამარცხდა. შესაბამისად, წელს დასაცავი ქულები უკვე დაიცვა.

რაც შეეხება ვენის ტურნირს, ის 500-იანთა კატეგორიისა. შეჯიბრების სრულის საპრიზო თანხა 1,837,190 ევროს შეადგენს, ხოლო გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

მოგეხსენებათ, 2021 წლის ტურინში გასამართი შემაჯამებელი ტურნირისათვის ATP-მ რეიტინგის დათვლის სპეციალური წესი შექმნა და მის მიხედვით ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-15 ჩოგანია. საუკეთესო 8-ში მოხვედრა ძალიან რთული ამოცანაა, თუმცა ნიკამ "ინდიან უელსის" მასტერსზე გვაჩვენა, რომ მცირე სასწაულების მოხდენა შეუძლია და თუ ვენასა და პარიზში იმავე რიტმში განაგრძობს, არაა გამორიცხული, ბასილაშვილი ყველაზე პრესტიჟულ "კოლექტივში" ვიხილოთ...

nugo
წარმატებები. გგულშემატკივრობთ NY-დან.
ლევან მაღლაკელიძე
არა ფორმაში იყო და თუ ვარჯიში გააგრძელა, ან უბრალოდ თუ აქვს სურვილი, რომ მოუმატოს, მაშინ გამოუვა. ისე ძლიერი განრიგი აქ, მარა თუ წინსვლა უნდა, უნდა მოიგოს.
დათო
… ნიკას შეხვედრა კარენო ბუსტასთან ატპ ჰამბურგი 2018 წ, არის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ნიკას კარიერაში!!!
დათო
… ეს არის ატპ საჩემპიონო რბოლა, სადაც ნიკა მე-15 -ე პოზიციაზეა!!! პირველი რვა ითამაშებს შემაჯამებელ ტურნირზე, ტურინში!!! რაც შეეხება ვენის ტურნირს, უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა თავი!!! წარმატება ნიკოლოზს!!!
ჟორა გაბრიჭიძე
რატომაც არა? ხომ გაგიგონიათ მადა ჭამაში მოდისო.
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო