უკრაინაში შიშობენ, რომ მათ საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტზე ამერიკელი სპეციალისტი მაიკ ფრატელო აღარ გაწვრთნის
უკრაინული საკალათბურთო გამოცემების ერთ-ერთი მთავარი თემა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მაიკ ფრატელოს შესახებ გავრცელებული სიახლეა. ცნობილი მიმომხილველი ადრიან ვოინაროვსკი შიშობს, რომ უკრაინელებს ევრობასკეტზე ამერიკელი სპეციალისტი მაიკ ფრატელო აღარ გაწვრთნის. აი, რა წერია გაზეთ "ტერიკონის" ინტერნეტ-ვერსიაში:

"მაიკ ფრატელო ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია NBA-ს კლუბის, "მინესოტა ტიმბერვულვზის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მინეაპოლისელებმა ახალი სეზონის წინ უამრავი ნიჭიერი კალათბურთელი შეკრიბეს და სჭირდებათ მწვრთნელი, რომელიც მათ მაღალი მიზნების მიღწევაში დაეხმარება. საამისოდ კი კარგი კანდიდატურაა მაიკ ფრატელო, რომელსაც კარგა ხანია დიდ სცენაზე აღარ გამოუნათებია.

წავა თუ არა მაიკი "მინესოტაში" ევრობასკეტამდე? - ამ კითხვის პასუხი ჯერ გაურკვეველია. როგორც ცნობილია, ფრატელო უკრაინის კალათბურთის ფედერაციას შეუთანხმდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მისი ქვეყნის ნაკრებს გაუძღვება, თუმცა მეორეს მხრივ, ფართო საზოგადოებამ არ იცის უკრაინის ნაკრებში მაიკ ფრატელოს საკონტრაქტო დეტალები. იქნებ არის პუნქტი, რომელიც ამერიკაში წასვლაში ხელს არ შეუშლის?!"

უკრაინელები კი შიშობენ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ "მინესოტას" ხელმძღვანელობამ ფრატელოს ნაკრებში მუშაობის შეწყვეტა მოსთხოვოს (ეს იმ შემთხვევაში, თუ არჩევანს ამ სპეციალისტზე შეაჩერებს), თან თუ საქმეში NBA-ს ლოკაუტი ჩაერთო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად