გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "მემფის გრიზლს" უმასპინძლა და 121:118 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან ვარსკვლავებმა მშვენიერი შეხვედრა ჩაატარეს.
კარმელო ენტონიმ 28 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. თანამედროვეობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა შემტევმა NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეთა სიაში მე-9-ადგილოსანი მოუზეს მელოუნი (27 409) ჩაანაცვლა. ამრიგად, "მელოს" ანგარიშზე 27 423 ქულა გახლავთ, მომდევნო გაჩერება კი 28 596 ქულით შაკილ ონილი გახლავთ.
ენტონი დევისმა 22 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება დააგროვა.
ლებრონ ჯეიმსმა თავი 19 ქულას, 6 მოხსნას, ამდენივე შედეგიან გადაცემას, 2 ჩაჭრასა და 2 დაფარებას მოუყარა.
ტრადიციულად მოტივირებული იყო რასელ უესტბრუქი. სამმაგი დუბლების აბსოლუტურმა რეკორდსმენმა (184) დღევანდელ მატჩში გუნდს 13 ქულა, 7 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა შესძინა. აღსანიშნავია მისი 9 დაკარგვაც...
რაც შეეხება "მემფისს", ჯა მორანტის შეჩერება ვარსკვლავებმა ვერაფრის დიდებით მოახერხეს. 22 წლის კალათბურთელმა 40 ქულა, 3 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულებამდე 2.5 წამით ადრე კენტ ბეიზმორი ჯას წინააღმდეგ 3-ქულიანის სროლისას დაჯარიმდა, თუმცა საუკეთესო ახალგაზრდამ 2 მათგანის გამოყენება მოახერხა და საკუთარი გუნდი ბოლოს დააღალატა...
ამრიგად, კალიფორნიელებს 3 შეხვედრის შემდეგ 1 მოგება და 2 მარცხი აქვთ, მომდევნო მატჩს კი 27 ოქტომბერს, "სან ანტონიო სპურსის" წინააღმდეგ გამართავენ.
"მემფისს" 2 მოგება და 1 წაგება აქვს, მომდევნო მატჩში კი 28 ოქტომბერს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" დაუპირისპირდება.
ლეიკერსი - მემფისი
"ბრუკლინ ნეტსმა" "შარლოტ ჰორნეტსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმრების გამარჯვებით, 111:95 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებიდან, ტრადიციულად, კევინ დურანტი გამოირჩა, რომელმაც თავი 38 ქულით, 5 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 15 ქულა, 7 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.
მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო მექულე მაილის ბრიჯისი გახლდათ, რომელმაც 32 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
ამრიგად, "ნეტსს" 1 მოგება და 2 მარცხი აქვს, მომდევნო მატჩს კი 26 ოქტომბერს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ჰორნეტსი" ჯერჯერობით დაუმარცხებელია, სეზონის სტარტზე 3 გამართული მატჩიდან სამივე მოიგო და "ჩიკაგო ბულზთან" ერთად აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი იმავე 26 ოქტომბერს "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ გამართავს.
ბრუკლინი - შარლოტი
სხვა მატჩები:
"ჰიუსტონ როკეტსი" - "ბოსტონ სელტიკსი" - 97:107
"ნიუ იორკ ნიქსი" - "ორლანდო მეჯიქი" - 104:110
"ოკლაჰომა სითი თანდერი" - "ფილადელფია" - 103:115
"საკრამენტო კინგსი" - "გოლდენ სტეიტ უორიორსი" - 107:119
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად