რუსთავის "მეტალურგის" მეპატრონე ჯოზეფ ქეი რამდენიმე საინტერესო საკითხზე გვესაუბრა

"მეტალურგის" მეპატრონე ჯოზეფ ქეი რამდენიმე საინტერესო საკითხზე გვესაუბრა.

- ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომში არც ერთი ბიზნესმენი არ აურჩევიათ. კლუბს ამის ინტერესი არ ჰქონდა?

- ალბათ, ყველაფერ კარგს შეჩვევა სჭირდება. თუმცა ეს საკითხი გასათვალისწინებელია.

- ჯერჯერობით "მეტალურგს" "რუსთავის ფოლადი" აფინანსებს როგორც სოციალურ სფეროს. წარმოგიდგენიათ, რომ საფეხბურთო კლუბი ბიზნესად იქცეს?

- ნებისმიერი სფეროდან, სადაც ინვესტიცია იდება, ბიზნესმენი შემოსავლის მიღებაზე ფიქრობს. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით საქართველოში ფეხბურთი ბიზნესს არ წარმოადგენს და შესაძლოა, ასეც გაგარძელდეს რამდენიმე წელი, მაგრამ მისი კომერციალიზაციისკენ უნდა მივისწრაფოდეთ. ეს ფეხბურთის წინსვლისთვის არის აუცილებელი. იქ, სადაც არის ბიზნესი, უნდა იყოს წინსვლა.

- გასული სეზონის დასაწყისში ითქვა, რომ გუნდის ბიუჯეტი მილიონნახევარი ლარი იყო. გუნდის ხელმძღვანელების შეცვლისას თქვით, რომ "მეტალურგის" დაფინანსება გაიზრდებოდა - წლეულს მილიონ დოლარზე მეტი იქნება?

- მილიონნახევარი ლარიც არ არის ზუსტი რიცხვი, მგონი, მაგაზე მეტს ვხარჯავდით. რა თქმა უნდა, წლეულს გუნდის დაფინანსება მოთხოვნისამებრ გაიზრდება.

- შეგიძლიათ, ბიუჯეტის ოდენობა დაასახელოთ?

- მე ასე გეტყვით: რამდენიც იქნება საჭირო წარმატებული გუნდისთვის, რომელიც ქართველი ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული, იმდენით დავაფინანსებთ.

- ქართველი ფეხბურთელებითო, ეს ხაზგასმით თქვით.

- დიახ, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენს ფეხბურთელებს შეუძლიათ ითამაშონ არანაკლები ფეხბურთი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ერის წარმომადგენლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს