ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მოუშორებელი გასაჭირი

მოუშორებელი გასაჭირი

როგორი ფინანსური რესურსით შეხვდება ეროვნული პირველობის ახალ სეზონს "ბაია", "კოლხეთი" და "სიონი"
საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე თვეზე ოდნავ მეტი დარჩა და ამ პერიოდის განმავლობაში ჩვეულებისამებრ მოგაწვდით ცნობებს უმაღლესლიგელთა მზადების შესახებ. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, როგორი ფინანსური რესურსებით შეხვდებიან კლუბები ახალ სეზონს.

რამდენიმე დღის წინ ამ თემას უკვე შევეხეთ და დავინტერესდით, მზად არიან თუ არა უმაღლესლიგელები ჩემპიონატში სამონაწილეო თანხის, 60 ათასი ლარის (40 ათასი უმაღლესი ლიგისთვის, 20 ათასი დუბლებისა და ჭაბუკთა ლიგისთვის) გადასახდელად. კლუბების უმრავლესობისგან დადებითი პასუხი მივიღეთ, რამდენიმე უმაღლესლიგელს კი ისეთი გაურკვეველი ვითარება ჰქონდა, მათთვის ამ შეკითხვის დასმა ნამდვილად უადგილო იქნებოდა.

ამის შემდეგ ორმა კვირამ გაიარა. შეიძლება, ეს დიდი დრო არ იყოს, მაგრამ დაგვეთანხმებით, მოსამზადებელ პერიოდში თითოეული დღე მნიშვნელოვანია და ფინანსური პრობლემების მქონე კლუბებს სეზონის ღირსეულად ჩატარება თუ სურდათ, სპონსორის საკითხიც დადებითად უნდა გადაეწყვიტათ, შემადგენლობაც გაეძლიერებინათ და სრულფასოვანი საწვრთნელი პროცესიც დაეწყოთ.

"ზესტაფონს", "დინამოს", "მეტალურგს, "გაგრას", "ტორპედოს", "ვიტ ჯორჯიასა" და "სპარტაკს" სტაბილური ბიუჯეტი აქვთ და სეზონისთვისაც მეტ-ნაკლებად სრულყოფილად ემზადებიან, სადღეისო მონაცემებით, არასოლიდური, თუმცა სტაბილური დაფინანსება აქვთ უმაღლეს ლიგაში გადმოსულ მარტვილის "მერანსა" და გორის "დილას" და იმედია, მათ პრობლემებზე წერაც არ მოგვიწევს, აი, დანარჩენი სამის ამბავი კი უფრო რთულადაა, თუმცა პრობლემები აქაც სხვადასხვა სიმძიმისაა.

ამ სამი კლუბის მდგომარეობა სათითაოდ განვიხილოთ და მათი ბოლოდროინდელი გასაჭირის მცირე ქრონიკაც აღვიდგინოთ.

ბაია

თუ ცნობილმა იტალიურმა კომპანია "ფერერომ" დანაპირები შეასრულა და "ბაიასთან" კონტრაქტი გააფორმა, ხელმოკლე უმაღლესლიგელთა სია ერთით შემცირდება. იმედი დავიტოვოთ, რომ ზუგდიდელთა პრობლემებზე "ლელოს" დღევანდელ ნომერში უკანასკნელად ვმსჯელობთ და "ბაიას" სატკივარს ამიერიდან მხოლოდ წარსულ დროში ვახსენებთ ხოლმე. ზუგდიდური კლუბის დაფინანსების საკითხს ნათელი, წესით, დღეისთვის უნდა მოეფინოს.

შარშან ზაფხულს "ბაია" სეზონისთვის დიდი ამბიციებით ემზადებოდა, შემადგენლობაც სოლიდური შეკრიბა, რომლის შენარჩუნების შემთხვევაშიც უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ბრძოლას ნამდვილად არ დასჯერდებოდა.

"ბაიამ" სეზონი მძლავრად დაიწყო, მაგრამ ფინანსურმა პრობლემებმა მალე იჩინა თავი და უხელფასობით გაწამებულმა არაერთმა ფეხბურთელმა გუნდი ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულებამდე დატოვა და "ბაია" ადგილობრივი ახალგაზრდების იმედად დარჩა. კლუბში ვითარება კარდინალურად შეიცვალა და ცოტა ხნის წინ წელგამართულ "ბაიას" არა მხოლოდ სახელფასო, სამგზავრო და კვების ფულის შოვნა გაუჭირდა.

ამდენი თავსატეხის მიუხედავად, ზუგდიდელმა ჭაბუკებმა და სამწვრთნელო შტაბმა სეზონი მართლაც რომ გმირულად ჩაამთავრეს და ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულეს.

ზაფხული "ბაიასთვის" სრული უიმედობით დაიწყო, მაგრამ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა და იმედია, ამ გვირაბს ზუგდიდელები აღარდაუბრუნდებიან.

კოლხეთი

ფოთელთა საქმე კი გაცილებით უარესადაა. რამდენიმე დღის წინ გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ფილია იმედს გამოთქვამდა, რომ "კოლხეთს" სერიოზული ინვესტორები გამოუჩნდებოდნენ, მაგრამ ჯერჯერობით დაფინანსება არც ქალაქის პორტისგან ჩანს და არც სხვა სპონსორი უნახავს ვინმეს.

არადა, დრო აღარ ითმენს. დაფინანსება რომც მიიღოს, შეკრებაგაუვლელ "კოლხეთს" სეზონის მაღალ დონეზე ჩატარება გაუჭირდება. ყოველივე ეს საუკეთესო შემთხვევაში თუ მოხდება, თორემ კლუბის წევრებს დღეს ესეც სანატრელი აქვთ.

მოკლედ, ფოთელები იმედს არ კარგავენ, მაგრამ სხვა საქმეა, აქვს თუ არა ამ იმედს რაიმე საფუძველი. კარგია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძალისხმევით ფოთის სტადიონს რეკონსტრუქცია უტარდება და იმედი დავიტოვოთ, რომ "კოლხეთი" ქალაქის საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მსგავსად განვითარდება.

რაც შეეხება შარშანდელ სეზონს, "კოლხეთს" სოლიდური სახსრები არასდროს ჰქონია, თუმცა სეზონის დასაწყისში მეტ-ნაკლებად სტაბილური ბიუჯეტი ჰქონდა და რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც დაიმატა. თუმცა, "ბაიას" მსგავსად, არაადგილობრივთა შენარჩუნება ვერც "კოლხეთმა" შეძლო, ამას მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ბესიკ შეროზიას, ხოლო პრეზიდენტობიდან თემურ ბარქაიას გადადგომა მოჰყვა და კლუბი თითქოს განწირული იყო, მაგრამ გამოცდილი ფილიას ხელმძღვანელობით უმაღლეს ლიგაში დარჩენა მაინც მოხერხდა.

ვნახოთ, ახლა მაინც თუ დაადგება "კოლხეთს" საშველი...

სიონი

ბოლო სეზონებში "სიონს" ქართული საზომებით სოლიდური ბიუჯეტი ჰქონდა, მაგრამ 2006 წლის შემდეგ, როცა ბოლნისელები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, ხელშესახები წარმატებისთვის აღარ მიუღწევიათ. ამის მიზეზები კლუბის ხელმძღვანელობამ უნდა ეძებოს, ჩვენი აზრით კი, "სიონის" საშუალო დონის გუნდობა, უპირველესად, არაეფექტური საკადრო პოლიტიკის ბრალი იყო.

ვერ გეტყვით, "სიონის" პერმანენტული წარუმატებლობები მობეზრდა კლუბის სპონსორ "მადნეულს" თუ სხვა მიზეზია, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი სეზონისთვის "სიონს" ჯერ თეთრიც არ მიუღია და, შესაბამისად, არც შეკრება დაწყებულა და არც ის არის ცნობილი, რომელი მწვრთნელები და ფეხბურთელები დაიწყებენ ახალ სეზონს.

ითქვა ის ვერსიაც, რომ თითქოს "მადნეული" "სიონის" ნაცვლად ბათუმური კლუბის დაფინანსებას აპირებდა, მაგრამ ბოლო დროს აღარც ამაზე ლაპარაკობენ. "სიონის" წევრებს თავი მხოლოდ იმით შეუძლიათ დაიმშვიდონ, რომ "მადნეული" კლუბს წინა ზაფხულებშიც ბოლო მომენტში უმტკიცებდა ბიუჯეტს, შარშან კი გუნდი მზადებას სულაც სეზონის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე შეუდგა.

ასეთ პირობებში კი სოლიდურ მიზნებზე ლაპარაკი უადგილოა, "სიონის" საკითხი დადებითად რომც გადაწყდეს, მისი სახით ამბიციურ კლუბს, ალბათ, არც ახალ სეზონში უნდა ველოდოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს