ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"ჩიკაგო ბულზმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 104:103 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ზაკ ლავინი გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 6 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
ნიკოლა ვუჩევიჩმა 22 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
"ნიქსის" შემადგენლობიდან კემბა უოლკერი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა შესძინა.
"ხარების" დარბაზში დაბრუნებულმა დერიკ როუზმა აქტივში 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. როუზთან ერთად ჩიკაგოში ტაჯ გიფსონიც დაბრუნდა, რომელმაც 6 ქულა, ამდენივე მოხსნა და 3 დაფარება დააგროვა. გულშემატკივრის რანგში ჟოაკიმ ნოაც აღმოჩნდა. შეგახსენებთ, ფრანგი ცენტრი "ბულზის" შემადგენლობაში 2007-16 წლებში გამოდიოდა, რა დროშიც არაერთი პირადი ტიტული მოიგო. გამოსარჩევი 2014 წლის საუკეთესო დამცველად აღიარებაა.
ორივე გუნდს მოგება-წაგების ბალანსი 4/1-თან აქვს. "ჩიკაგო" მომდევნო შეხვედრას 31 ოქტომბერს, "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავს. "ნიქსი" იმავე რიცხვში "ნიუ ორლეანს პელიკანსს" დაუპირისპირდება.
"დალას მავერიკსმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და 5-ქულიანი უპირატესობით, 104:99 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში ლუკა დონჩიჩი გამოირჩა, რომელმაც 25 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.
"სპურსის" მხრიდან დეჟანტე მარიმ 23 ქულა, 10 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ამრიგად, "დალასს" 3 მოგება და 1 მარცხი აქვს, მომდევნო შეხვედრას კი ხვალ, 30 ოქტომბერს, "დენვერ ნაგეტსის" წინააღმდეგ გამართავს.
"სან ანტონიოს" მოგება-წაგების ბალანსი 1/4-თან აქვს. მომდევნო მატჩს 31 ოქტომბერს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს.
დალასი - სან ანტონიო
"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "მემფის გრიზლს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 104:101 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო მექულე სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც თავი 36 ქულით, 7 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
"გრიზლის" რიგებიდან საუკეთესო ჯა მორანტი გახლდათ, რომელმაც გუნდს 30 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, "ოქროსშტატელებს" სეზონის სტარტზე 4 მოგება და 1 მარცხი აქვთ, მომდევნო შეხვედრას კი 31 ოქტომბერს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავენ.
"მემფისს" 3 გამარჯვება და 2 წაგება აქვს, მომდევნო შეხვედრაში კი, იმავე 31 ოქტომბერს, "მაიამი ჰიტს" შეხვდება.
გოლდენ სტეიტი - მემფისი
[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია