სოჭში, რუსეთის ჩემპიონ "ენისეისთან" გასამართ თამაშში "შავი ლომის" შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი ძირითადშია, მესამეხაზელი იოსებ გუშარაშვილი კი თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება.

რაგბი ევროპის სუპერთასის მეოთხე ტურში "შავი ლომი" სოჭში აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს პირველობისთვის ერკინება. შეხვედრა 30 ოქტომბერს, ჩვენი დროით 13 საათზე დაიწყება.

"ენისეის" სამი თამაშიდან 11 ქულა აქვს. "შავ ლომს" ორი მატჩის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი (10) მოუგროვდა და "თელავივ ჰითთან" გამოტოვებულ შეხვედრას 18 დეკემბერს გამართავს.

ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბმა "ენისეისთან" მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. პენზაში "ლოკომოტივის" 27:11 დამარცხების შემდეგ სასტარტო რაზმში რამდენიმე ცვლილებაა.

შეიცვალა ორივე ბურჯი და თამაშს ნიკოლოზ ხატიაშვილი და გიორგი პერტაია იწყებენ. ხატიაშვილს ტრავმა ჰქონდა და ქართული ფრენჩაიზის კვართს პირველად მოირგებს. პერტაია წინა ორ თამაშში მარქაფა იყო და ახლა ძირითადში დაწინაურდა. კვაჭად თამაშს კვლავ შალვა მამუკაშვილი იწყებს.

უცვლელია შერკინების მეორე ხაზი – ნოდარ ჭეიშვილი და დავით გიგაური, ხოლო მესამე ხაზში ერთი გადაადგილება და ერთი ცვლილებაა. შერკინების შემკვრელად მარქაფიდან დაწინაურდა თორნიკე აქუბარდია, რომელიც წინა ორ შეხვედრაში მარქაფაში იყო. ნიკო აფციაურის ნაცვლად ფლანკერად გადავიდა ლუკა ივანიშვილი, ხოლო მეორე ფლანკერი კვლავ სანდრო მამამთავრიშვილია.

ერთი ცვლილებაა ხაზში, სადაც ფრთაზე მირიან მოდებაძის ნაცვლად სანდრო თოდუა ბრუნდება. მეორე ფრთა კვლავ აკა ტაბუცაძეა. ცენტრში მერაბ შარიქაძე დემე თაფლაძეს შეუწყვილდება. ფულბეკის პოზიციაზე კი კვლავ ლაშა ხმალაძეს ვიხილავთ. უცვლელია ღერძიც და თენგიზ პერანიძე გიორგი ბაბუნაშვილს შეუწყვილდება.

კვაჭის მარქაფაში ბრუნდება თენგიზ ზამთარაძე, ასევე - ბურჯი მიხეილ წიკლაური (ორივემ ითამაშა "ჰითთან"). 23-კაციან განაცხადში ადგილი შეინარჩუნა მეორე ბურჯმა გოგა ქადარიამ და მეორეხაზელმა მიხეილ ბაბუნაშვილმა, ასევე - უკანახაზელმა ლაშა ლომიძემ. მარქაფაში გადაინაცვლა მირიან მოდებაძემ, ხოლო გიორგი ბეგაძე, რომელიც პირველ შეხვედრაში ძირითადში იყო და მეორე თამაში გამოტოვა, ამჯერად მარქაფაშია. მესამე ხაზის შეცვლაზეა იოსებ გუშარაშვილი, რომელსაც "შავ ლომში" დებიუტი ექნება.

დებიუტანტების და გუნდის მზადყოფნის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა განაცხადა:

„ხატიაშვილი და გუშარაშვილი ძალიან კარგად ემზადებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე მათგანს გაუმიზეზდა ძველი ტრავმა და პირველ თამაშებში გუნდის დახმარება ამის გამო ვერ შეძლეს. ახლა ორივე მწყობრშია, ფორმაშია და იმედს ვიტოვებ, რომ ეს სარგებლის მომტანი იქნება“.

„სამწუხაროდ, ვარჯიშზე კუნთი გაიჭიმა და გამოგვაკლდა ნიკო აფციაური. არის პატარ-პატარა ტრავმებიც, თუმცა გუნდი კარგადაა მომზადებული და სრული მზადყოფნით ხვდება მომავალ თამაშს“.

"შავი ლომი" სოჭში დღეს გაემგზავრა.

რაგბი ევროპის სუპერთასი

აღმოსავლეთი კონფერენცია

IV რაუნდი. 30 ოქტომბერი

სოჭი. „იუგ სპორტ“. 13:00 საათი (თბ. დრ.)

ენისეი სტმ (რუსეთი) – შავი ლომი (საქართველო)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დავით გიგაური, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. მიხეილ წიკლაური, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.

წყარო: rugby.ge

რაგბის გაგებაში არ ხარ შენ და ისინი ვინც კომენტარი დაგილაიკა. შე დალოცვილო ჭურში ხომ არ გძინავს? თელ-ავივი ჰიტმა მოსკოვში დაამარცხა ენისეი და მაინც ენისეი როგორ სჯობნის??? ახალი შექმნლი გუნდია, სხვებზე მეტად სახელოვანი მორაგბეებით! შეთამაშდებიან და მერე ვნახოთ ვინ ვის აჯობებს.ჩემის აზრით თელ-ავივი ჰიტი ევროპის სარაგბო სუპერთასის 2021/2022 წლების გათამაშების მოგების ერთერთი ფავორიტია!

რუსებმა, ეს მატჩი გადაიდოვო.
Musenbezi
სამწუხაროა მაგრამ რაგბის დონემ ძალიან დაიკლო ბოლო წლებში საქართველოში, ჩვენი ნაკრების უკანა ხაზით ექვს ერზე თამაშის პრეტენციაც კი უხერხულია…
სოსო
ენისეი წინა ორ გუნდზე საგრძნობლად ძლიერია და მის წინააღმდეგ სრული ძალით მოგვიწევს თამაში.რა თქმა უნდა გამარჯვებას და კარგ,ლამაზ თამაშს ვუსურვებ,ბიჭებს.
tngh
წარმატებები "შავ ლომს"!!!
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე