30 ოქტომბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში, ყაზანის "რუბინი" ცსკა-ს უმასპინძლებს. მოსკოველებს, რომელთაც ყაზანელთა თავკაც ლეონიდ სლუცკის ყოფილი ასისტენტი ალექსეი ბერეზუცკი ავარჯიშებს, წარმატებული სერია აქვთ, ხვიჩა კვარაცხელიასა და მის გუნდს კი უკვე 5 შეხვედრაა, არ გაუმარჯვიათ.

sportbox-ი მატჩის პრევიუს გვთავაზობს:

"რუბინის" არასასურველ შედეგებზე ხვიჩა კვარაცხელიას ცუდმა ფორმამაც იმოქმედა. მიმდინარე სეზონში ქართველ გარემარბს მხოლოდ 1 გოლი და 2 შედეგიანი პასი აქვს. კვარაცხელიას ჯერ არ შეუძლია სტაბილური ფეხბურთის ჩვენება. ამიტომ კარგია, რომ გასულ ზაფხულს ევროპაში არ წავიდა. ბოლო მატჩებში ხვიჩამ თითქოს ხელახლა დაიწყო გააქტიურება. ფლანგზე მისმა წარმატებულმა ქმედებებმა "ლოკომოტივთან" (2:2) მეორე გოლი მოიტანა, ხოლო "უფასთან" მატჩში (1:1) საგოლე პასი შეასრულა (მეტოქეს ავტოგოლი გაატანინა). ამის წყალობით, "რუბინმა" ქულების მოპოვება დაიწყო.

სირთულეები ცსკა-ს წინააღმდეგ

პრობლემების მიუხედავად, "რუბინის" სტილი იგივე დარჩა - უყვარს ბურთის კონტროლი და უფრო მეტად პირველ ნომრად თამაშობს. შესაძლოა, ამჯერადაც სლუცკი სწორედ ასეთ ტაქტიკას ამჯობინებს, იმის გათვალისწინებით, რომ შეხვედრა ყაზანში გაიმართება. "რუბინმა" "ლოკომოტივთან" 2-გოლიანი უპირატესობა გაანიავა, ცსკა-მ კი მიმდინარე სეზონში ჩამორჩენის გაბათილება რამდენჯერმე შეძლო."

შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

სოსო
კარგია,რომ არ წავიდა?ვისთვის?ევროპაშიც შესაძლოა დაემტვრიათ,ხვიჩა,მაგრამ მოედანზე მეტოქის მწვრთნელი,იმის ყვირილს მაინც არ დაუწყებს თავის ფეხბურთელებს,რომ ფეხებში შემოჰკარითო და არც იმდენ ლაფს და სიძულვილს შეანთხევდნენ ტრავმირებულ ბიჭს,რამდენსაც რუსები და ჩვენ ვანთხევდით.ხვიჩამ თავისი თამაშით,მაყურებელი დააბრუნა ყაზანის სტადიონზე და ამის შემხედვარე, სხვა თანაგუნდელებმაც დაიწყეს სანახაობრივი ფეხბურთისაკენ გადახრა.დღეს მარცხენა მცველი სამოშნიკოვი,უკვე რუსეთის ნაკრების ფეხბურთელია და მისი ფლანგური გარღვევები,ზოგჯერ ტყუპისცალივით ჰგავს,ხვიჩას გარღვევებს.
Herbst
20 წლის ფეხბურთელს რამდენიმე თამაში ჩაუვარდა და სრული სენსაცია შექმნეს იქეთ რუსებმა აქეთ ქართველებმა :დ ზოგმა უკვე კარიერაც დაუმთავრა. ნეტა ამ კომენტარებს არ კითხულობდეს :დდ
ბექა
არ ეშვებიან კვარაცხელიას ეს ბოღმა რუსებო
zura222
აუუ ეს ხალხი გამაგიჟებს რაა @რა გჭიირთ ჩავარდნა ვისა არ ქონია ? ხვიჩა კი არა პელეს და მარადონას ქონდათ ჩავარდნებიი ! ნელნელა მოიქოქება და ისევ ჩადგება ფორმაში და ბოლო ორ თამაშშიც დაამტკიცა რომ უბრუნდება ფორმას ! და დღესაც დაამტკივებს !
sergo
მე მგონი მამამ და მისმა "მეგობარმა", შვედური ანსამბლ "აბბა"-ს სიმღერა "მანი-მანი-მანი" ასმენინებდნენ.
კ ო მ ბ ლ ე
ძველების ნატქვამია, „„ ბავშვი მშობლიურმა იავნანამ უნდა გაზარდოსო““..ხედავთ ხო, ხვიჩას თავს რაც ხდება, ეს იმის ბრალია, რომ ზედმეტი მოგვივიდა ყველას, დაინახეთ „„მეტისმეტმა იავნანამ რა ქნა““?..
წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა