Elgoldigital-ი იტყობინება, რომ არაა გამორიცხული, პსჟ-ის 28 წლის ესპანელი მეკარე სერხიო რიკო ნაახალწლევს "ვალენსიაში" გადავიდეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "ვალენსიაში" მეკარეების პოზიციაზე კრიზისია და კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს სერხიო რიკოს დამატების სურვილი აცნობა. სერხიო პარიზულ გუნდში 2019 წლიდანაა, მაგრამ კეილორ ნავასისა და ჯანლუიჯი დონარუმას ჩრდილში იმყოფება და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი არ აქვს. ამიტომ "სევილიას" ყოფილი გოლკიპერი იანვარში ლა ლიგაში დაბრუნების წინააღმდეგი არაა, მაგრამ ამისათვის "ღამურების" სამი მეკარიდან ერთ-ერთმა გუნდი უნდა დატოვოს.

"ამჟამად "ვალენსიაში" კარის სამი დარაჯია: იასპერ სილესენი, გიორგი მამარდაშვილი და ხაუმე დომენეკი. მიმდინარე სეზონში მამარდაშვილი და სილესენი თამაშობდნენ, უფრო ხშირად - ექსბარსელონელი. ახალგაზრდა ქართველს მესამე დივიზიონის "მესტალიაში" უნდა ეასპარეზა, თუმცა რამდენიმე ამხანაგური მატჩი შესანიშნავად ჩაატარა და ბორდალასი თავის კლასში დაარწმუნა. ის დღემდე არ აცრუებს იმედებს და ყველაფერი იმას მოასწავებს, რომ მომავლის კიპერი გახდება. ბორდალასს გიორგის შენარჩუნება სურს, ვინაიდან პერსპექტიულია და ნიდერლანდელივით მაღალანაზღაურებადი არ არის", - წერს Elgoldigital-ი.

გამოცემის მტკიცებით, ბორდალასმა უკვე გადაწყვიტა სილესენის გაშვება და სერხიო რიკოს ელის.

ნიდერლანდელს "აიაქსი" უკან ეპატიჟებოდა, სხვა კლუბები კი მისი სამსახურით დაინტერესებულები არ არიან, რადგან მაღალი ხელფასი აქვს და დამაჯერებელი ვერაა.

როგორც კი სილესენის საკითხს გადაჭრის, "ვალენსიას" ხელმძღვანელობას შეეძლება რიკოს ტრანსფერი გაჩარხოს და კონტრაქტის შემდგომი გამოსყიდვის უფლებით იჯარით აიყვანოს.

იუვე10
პ.ს.ჟ_ში მესამე მეკარეა,აქ იქნება მეორე.პირველი კი გიორგი
ზაკო
კობა, თქვენისთანა ტიპების ამბობენ-"იგლახავე შენს დღეში და იგორავე ჩემს მძ...რში".
სოსო
თუ რიკო მოიყვანეს და დააყენეს,მამარდასთვის რა იცვლება?მე მგონი ჯერ არ გამოუსყიდიათ და მაგ ფასში,სხვა კლუბებიც სიამოვნებით წაიყვანენ.შესაძლოა ძირითადში სათამაშოდაც კი.ახლა ცოტა მაინც ეცოდინება ესპანური,ლიგაში ცოტა სათამაშო გამოცდილებაც ხომ მიიღო და თამაში გაცილებით გაუადვილდება.შესაძლოა ეს ვარიანტი,მისთვის გაცილებით უკეთესი აღმოჩნდეს,თუ მსურველი მოიძებნა.
koba
ბორდალასს უთქვამს ჩემი ბებიის ბებია ქარტველი იყოო და არ გავაწბილეB ქართველებს დავაყენებ მამარდას კარშიო.....
gocha
სილესენი მამარდაშვილზე უკეთესი გოლკიპერი რომაა რად უნდა მაგას ფიცი მტკიცი, ლორიას არ ცვლიან ცოცხალი თავით და თქვენ გინდათ სილესენი შეცვალონ?!
Guji
ჩვენ გვაინტერესებს ვალენსიას მეკარის ამბავი მამარდაშვილის გამო თორემ სილესენის ბრალი არაფერია. მთლიანი გუნდი არის ძალიან სუსტი და რაც მოიგო იმ თამაშებშიც გაუმართლა.ეხლა მაგათ ვერც სილესენი უშველის, ვერც რიკო და ვერც დე ხეა.
გოგა
კარგი მეკარეა სილესენი არადა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობასთან კავშირი გაწყვიტა
"ყველაზე მეტი ამ მწვრთნელისგან ვისწავლე, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო" - ლუის ენრიკე
უარი უდიდეს ხელფასზე - გვარდიოლამ სარფიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
საბო: დავითაშვილს უნდა ვუმადლოდეთ - კითხვა მაქვს ქართველთა მეკარესთან
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
მამარდაშვილის ყოფილი კონკურენტი სილესენი ლა ლიგას დაუბრუნდა
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
ოფიციალურად: "ნაიმეგენმა" სილესენის დაბრუნება გვაუწყა - მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითადი მეკარე იქნება
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
იასპერ სილესენმა "ვალენსია" დატოვა და კარიერას ჰოლანდიის ჩემპიონატში გააგრძელებს
eldesmarque: მამარდაშვილის გამო სილესენი უკვე "ვალენსიას" პრობლემაა
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
20 კგ-ზე მეტი და კუნთოვანი მასის დაახლოებით 30% დაკარგა - როგორია რიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაუბრუნდება თუ არა ის მოედანს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
პსჟ-ის მეკარეს მატჩისას სახლი გაუქურდეს
"მილანმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა და უახლოეს დღეებში კიდევ ერთ კიპერს ინათხოვრებს
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
"მილანი" დონარუმას რიკოთი ცვლიდა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
სილესენს კარისკენ მიუთითეს - მამარდაშვილი მთავარი კონკურენტის გარეშე რჩება
სილესენი კვლავ მამარდაშვილის კონკურენტი იქნება? - რა თქვა ნიდერლანდელმა "ვალენსიაში" დარჩენაზე