„სანდერლენდმა“ „იფსვიჩს“ 18 წლის თავდამსხმელში 13 მილიონი ფუნტი უნდა გადაუხადოს - ჯერ 5 მილონი, დანარჩენი კი მერე იქნება
„სანდერლენდმა“ „იფსვიჩს“ კონორ უიკჰემში 13 მილიონი ფუნტი უნდა გადაუხადოს, ოღონდ, თავიდან იფსვიჩელები 5 მილონითაც დაკმაყოფილდებიან, დანარჩენი კი მერე იქნება. უიკჰემი 191 სანტიმეტრი სიმაღლის 18 წლის თავდამსხმელია. მას ინგლისის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ.

თუმცა, ის, რომ „შავმა კატებმა“ ჩემპიონშიფის მე-13 გუნდთან თანხა შეათანხმეს, სულაც არ ნიშნავ იმას, რომ სხვა კლუბები აღარ გამოიდებენ თავს. პირიქით, „არსენალის“, „ტოტენჰემის“ და „ლივერპულის“ გააქტიურებას სწორედ ახლა ელოდებიან.

უიკჰემი, თავიდან, „იფსვიჩის“ ბავშვთა აკადემიაში მიიღეს, შემდეგ კი დიდ გუნდშიც მოხვდა - ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი. 2009 წლის აპრილში ის „დონკასტერთან“ შეხვედრაში მეორე ტაიმში შეუშვეს მოედანზე. მაშინ კონორი 16 წლისა გახლდათ.

გასულ სეზონში უიკჰემმა 37 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 21 წლამდელთა ნაკრების თავკაცის, სტიუარტ პირსის თვალსაწიერში მოხვდა. მან დანიაში ახლახან დამთავრებულ ევროპის ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა. „იფსვიჩის“ მწვრთნელი პოლ ჯიუელი ამბობს, რომ მას ყმაწვილკაცის გაყიდვა მაინც და მაინც არ ეჩქარება:

„ჩვენ მოვლენების დაჩქარებას არ ვაპირებთ, რადგან „იფსვიჩისთვის“ უიკჰემის გაყიდვა ამ ეტაპზე მომგებიანი არ არის. მაგრამ, თუ თუ მას წასვლა უნდა და მყიდველი კლუბი ფულსაც კარგად გადაიხდის, წინააღმდეგობას არ გავუწევთ. სხვათაშორის, კონორს ჩემთვის არასდროს უთქვამს, რომ სადმე აპირებს წასვლას. მოკლედ, კედელს მიბჯენილები ნამდვილად არ ვართ და მშვიდად ვაკონტროლებთ სიტუაციას“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"