ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 23 წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის, მედლების გათამაშება ხვალიდან დაიწყება და კვარცხლბეკზე ასასვლელად საქართველოს ნაკრების წევრებიც იბრძოლებენ.

63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი ნაბიჯი აშორებს. დღეს მან ყაზახი ასაუხატ მუხამადიევი (5:1), რუსეთის ნაკრების წევრი გიორგი თიბილოვი (7:3) და ირანელი ალირეზა ნეჯათი (7:3) დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც თურქ აჰმეთ იარს დაუპირისპირდება. თემურ ჭკუასელიძეს (87 კგ) ფინალამდე სულ ცოტა დააკლდა - ნახევარფინალში მან ფრედ - 7:7 დაასრულა შეხვედრა რუს ალექსანდრ კომაროვთან და გადამწყვეტი როლი ბოლო ილეთის უპირატესობამ შეასრულა, რუსის სასარგებლოდ.

ნახევარფინალამდე ჭკუასელიძემ სამი ეტაპი გაიარა და სამივე ვადაზე ადრე მოგებით. პირველ წრეში 8:0 სძლია სომეხ გევორგ ტადევოსიანს. მერვედფინალში 10:1 დაამარცხა ბულგარელი სვეტოსლავ ნიკოლაევ ნიკოლოვი, მეოთხედფინალში კი თურქ მუჰუტდინ სარიჩიჩეკს აჯობა დრამატულ დაპირისპირებაში. ქართველი მოჭიდავე ჯერ 0:5 ჩამორჩა, შემდეგ 8 ქულა აუღო მოწინააღმდეგეს და ბოლოს წმინდად მოუგო.

რეპეშაჟის ფინალში თემურ ჭკუასელიძის სავარაუდო მეტოქეები არიან: ირანელი ნასერ გასემ ალიზადე, ინდოელი კუმარ სუნილი და ყაზახი მაკსატ საილაუ.

77 კილოგრამში მოჭიდავე ნიკოლოზ ჭიკაიძემ ძირითად ბადეში ორი შეხვედრა ჩაატარა. ტუნისელი ლამჯედ მააფის ძლევის (8:5) შემდეგ, მერვედფინალში ირანელ ამინ იავარ კავიანინეჯადთან დამარცხდა (0:6). ირანელმა მოგვიანებით ფინალის საგზური მოიპოვა და ჭიკაიძეს ბრინჯაოს გზა გაუხსნა. კვარცხლბეკზე ასასვლელად ქართველმა მოჭიდავემ სამ მეტოქეს უნდა აჯობოს: ალბანელ არდიტ ნდოჟს, თურქ ერქან ერგენს და რუს სერგეი სტეპანოვს.

დღეს საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში გიორგი თოხაძე (55 კგ) და გიორგი ცოფურაშვილიც (130 კგ) ჩაებნენ, მაგრამ საპრიზო სამეულები მათ გარეშე შეივსება.

გიორგი თოხაძემ სომეხი აშოტ მხითარიანი დაამარცხა (8:0) და შეჯიბრებას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, ამერიკელ ტეილორ კრეიგ ლა მონტთან წაგებით (3:6). გიორგი ცოფურაშვილისთვის კი დაუძლეველი ზღუდე გერმანელი ფრანც რიხტერი აღმოჩნდა (1:6).

ფინალური ბლოკი 19:45 საათზე დაიწყება.

წყარო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა