ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივართა კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" გუნდის მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის გადაყენების გამო უკმაყოფილება თავისი "ფეისბუქის" გვერდით გამოთქვა:

"ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო "ჩხეტოს" გაშვება. რამდენიმე თვის წინ ჩვენ გვითხრეს, რომ მას ენდობოდნენ და ამ სეზონში მისი დავალება გუნდის ეროვნული ლიგაში დარჩენა იყო. არავითარი ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რის გამო გაუშვეს და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა.

უახლოეს მომავალში ამ საკითხზე შევხვდებით ხელმძღვანელობას და მოვითხოვთ დეტალურ ახსნა-განმარტებას.

განაწყენებულები ვართ იმაზე, რომ სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ჩვენ არავინ არაფერი გვითხრა და კარგად

უნდა იცოდეთ, რომ ამ გუნდში და ამ ქალაქში ასე არაფერი ხდება.

ეს ხალხის გუნდია და არა რომელიმე კერძო პირის. არ აქვს მნიშვნელობა, ვის მოიყვანენ მწვრთნელად, მაგრამ ახლა რომ "ტორპედო" გავარდეს, არავინ გაპატიებთ. იმედია, ხვდებით ამას.

P.S. როგორც კი შევხვდებით ხელმძღვანელობას და გავიგებთ, დეტალურ ინფორმაციას ამ თემაზე აუცილებლად დავწერთ აქ და გაგაგებინებთ ყველაფერს".

გია
გეყოფათ გულშემატკივრებს ამდენი კრიტიკა გეყიდათ ასე თუ გინდოDათ კლუბი და ვისაც გინდოდათ იმას დანიშნავდით მწვრთნელად
ანდრია
ფანებო ქუთაისიდან,არავისთვის ძნელი მისახვედრი არაა რისთვის მოხსნესო რომ,წერთ,კომენტარებიდან ჩანს ბევრისთვისაა მიუხვედრელი და ამიტომ დაწერეთ პირდაპირ,ჩხეტიანი მოხსნეს გახარიას პარტიიდან,საკრებულოში დეპუტატობის სიაში ყოფნის გამო,კიდევ,ალიანს ჯგუფს რომ უნდოდა გუნდში მოსვლა და პირდაპირი მნიშვნელობით "დაახვევინეს"ყოველგვარი საღი აზრის გარეშე,მაშინ უნდა ამოგეღოთ ხმა,სამწუხაროდ არ ამოიღეთ და გყავთ ახლა გუნდის მეპატრონე რომელიც,იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,თორე ლოგიკა მართლა არაა წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით მწვრთნელის გაშვება ამ სიტუაციაში ვინც არ უნდა ყოპილიყო ის.სამტრედიელებს მინდა გკითხოთ რატომ თამაშობს გუნდი უხელფასოდ?ხომ მიიღო მისი კუთვნილი დაფინანსება სახელმწიფოსგან ფედერაციის გავლით?სად წავიდა ფული?რატო არ ეყო გუნდს?როცა ბიუჯეტი გაქვს მხოლოდ სახელმწიფოს დაფინანსებით და ეს თანხა შეადგენს კონკრეტულ X ციფრს,ბიუჯეტს კი უგეგმავ კლუბს X*3ზე,თან არ გაქვს მოძიებული არცერთი კაპიკი გარედან და კლუბის ხელმძღვანელები ისევ აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას რა ქვია ამას?ან რატო არ გაინტერესებთ არცერთ ფეხბურთის გულშემატკივარს ამ ქვეყანაში,კობიაშვილის,ფედერაციის სათავეში მოსვლის შემდეგ,ბიუჯეტიდან ამ სპორტის სახეობის განვითარებაში დახარჯული 300 მილიონამდე ლარი სად წავიდა?ზარზეიმით რომ ხსნის ფედერაცია ამ აკადემიებს და ყველა ჟურნალისტი ტაშს უკრავს გულშემატკივრებთან ერთად თურმე რა საშვილთაშვილიშვილო საქმე კეთდება,არსად ერთი ბუნებრივ საფარიანი მოედანი რომ არ არის ამ აკადემიებში ნორმალურია?ყველა ვეტერანი რომ,ამბობს ხმამაღლა რა პრობლემები მოაქვს ხელოვნურ საფარიან მოედნებს და ამ აკადემიების გახსნაზე ტაშს უკრავენ რა ქვია ასეთ ადამიანებს?
ავთო
რა მაგის პასუხია, მაგრამ ვიღაც მადლიანმა "სამტრედია" ახსენა, აბა იკითხე რამდენი ხანია ხელფასი არ აუღიათ ბიჭებს, ის კაპიკებიც კი, ეხლა ე.წ. მწვრთნელიც გაქრა(თვითმფრინავი გამახსენდა), და რა ქნან? ეს ხო მაზი არაა და ჯიგრული გრევი, ეს ჩვეულებრივი ოჯახების შემოსავალია,
vaxo
"ტორპედოს" გულშემატკივრებს და მათ ვისაც გონია რომ პუბლიკა არაფერს წყვეტს! გაიხსენეთ ან სოც.ქსელებში ნახეთ რა მოხდა მოსკოვში სიომინის გადაყენების საპასუხოდ. უკიდურესი პროტესტი გამოხატა არა მარტო "ლოკომ", არამედ სრულიად საფეხბურთო სამყარომ,მოსკოვი რეალურმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა, ეს გაგრძელდა რამოდენიმე კვირა და ყველაზე მსხვილი სახ.მონოპოლისტი-რკინიგზა იძულებული იყო უკან დაეხია და მთლიანად დაშალა კლუბის მენეჯმენტი, ვინც სიომინის წინააღმდეგი იყო. ასე რომ გულშემატკივარი საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა.
ermiloe
ხალხის გუნდია და კერძო კომპანია აფინასნებ? იქნებ უკეთესი მოყავთ?
Solo
მართლა რა ტვინი წაიღეს, ქურდებმა რომ გითხრან მოსახსნელი იყოო, ხომ დაიჯერებთ ?)) ხოდა ვითომ წრიპოვიჩმა მოხსნა რა
Toryledo
Imedia gavardebit da dagvasvenebt
ლაშა
რა აქანე იქანე შენ ხოარ გახველებს?
ნიკო
პროვინციული მუქარები, აქ ასე არ ხდება და სულ ერთი ერთი და იგივეს რომ იმეორებენ ვითომ ძალიან მნისნელოვანი ტიპები არიან და ვინმე რამეს ეკითხება.
Cea
ან სად ხდება, კლუბებში მწვრთნელების გაშვებას და მოყვანას გულშემატკივრებს ეკითხებოდნენ? და მარლა რა შეჭამეთ ტვინი, აქანე ასე არ ხდება და იქანე ჩვენ არ გვეკითხებიან....სხვა დანარჩენ გუნდებშიც იცვლებიან მწვრთნელები და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა
ჯუნგლებს
ხო ხართ ღირსები მიაგდოს მაგ კაცმა ეგ გუნდი და ისევ იტილაოთ მგზავრობის და ბენზინის ფულზე. რა წარმოდგენის ხართ თქვენს თავზე, მილიონები გადაიხადოს ადამიანმა და მწვრთნელი ვერ შეცვალოს?!!! 2 ლარს არ იხდით ბილეთში მარტო მაღალ მატერიებზე ლაპარაკობთ!!!
ბექა
მართალს იძახი.აგერ სამტრედიაშია იგივე პრობლემები და არავინ არ იმუქრება(მით უმეტეს ტყუილად) და არც წუწუნებს.კი ვიცი იტყვით ტორპედო და სამტრედია ერთიაო? მაგრამ გრაწმუნებთ ერთია.რითი სჯობია ერთი მეორეს ვერ ვიგებ?ან მაგ ჩხეტიანზე რატო გაქვთ ზე წარმოდგენა ვერ ვიგებ.გარტყმაში არ არი მწვრთნელობის.
ლ.გიო
ამათმა ხო დროშა ვერ დაკიდენ რააა...დაგვღალეთ თქვენი წუწუნით და მუქარებით.ამას ვიზავთ იმას ვიზავთ და ვერაფერსაც ვერ იზავთ ბოლოს.გუნდი ჩვენიაო და არა რომელიმე კერძო პირისაო...თქვე კაი ხალხო თუ თქვენია ამდენი ხანი რეიზა იყავით გაჩუმებულები?ხან ფედერაციას ადანაშაულებდით ხან ფიფიას და ვიღაც ჭე კლასის ლეგიონერების ხელფასებს ბიუჯეტის ფულით იხდიდით და თურმე თქვენ ყოფილხართ გუნდის მეპატრონეები.დაგვღალეთ თქვენი წუწუნით მუქარებით და პრობლემებით
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
[VIDEO] სირცხვილი - "ტორპედო" "ზირასთან" სახლშიც განადგურდა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
"ტორპედო" უკმაყოფილო გულშემატკივრებს შეხვდება
ოფიციალურად - ლომინაძე "ტორპედოს" ფეხბურთელია
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს