საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა, რომელიც ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატზე 7 წარმომადგენლით წარდგა, ორი ბრინჯაოს მედალი დაიბევა.

პირველი, ვინც საპრიზო ადგილამდე გაიკვალა გზა, სახილ ალახვერდოვია (48 კგ). მომავალი მედალოსანი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაება - ქულებით დაამარცხა ინდოელი გოვინდ საჰანი. მეოთხედფინალში ასევე ქულებით მოუგო ყირგიზ მირლან ტურკბაის და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რაც გარანტირებულ ბრინჯაოს მედალს უდრის.

ასევე მესამე ადგილი აქვს გარანტირებული ლაშა გურულს (67 კგ). საქართველოს ნაკრების წევრმა პირველ შეხვედრაში ქულებით დაამარცხა ბაჰამელი რაშილდ უილიამსი, შემდეგ - სლოვაკი მიხალ ტაკაჩი და ირანელი ამირ მაღსუდი მალი. ქართველმა მოკრივემ მეოთხედფინალში კუბელ კევინ ბრაუნ ბაზას მოუგო და ნახევარფინალში გასვლით ბრინჯაოს მედალი დაიბევა.

სამწუხაროდ, გურული ფინალში გასასვლელ ორთაბრძოლას ტრავმის გამო გამოტოვებს. ასე რომ, პირველი მედალი მის ანგარიშზეა.

„მადლობა ღმერთს, რომ მედალი მოვიპოვე. სავარაუდოდ, ოპერაციას გამიკეთებენ. ყველაფერი კარგად იქნება - ბრინჯაოს მედალი მოპოვებულია“, - მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორის რანგში აცხადებს ლაშა გურული.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
"მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილეობას ვერ მივიღებ" - ლაშა გურული
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
გურული და ყურშიტაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ
[VIDEO] დამაჯერებლად და ვადაზე ადრე - ლაშა გურულმა "უემბლიზე" ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა!