საქართველოს ეროვნული ნაკრები 8 ნოემბრიდან წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზდებას იწყებს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს, საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგური მატჩი კი 15 ნოემბერს გორში შედგება.

ვილი სანიოლმა უახლოესი მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია - გორის “დილას” 22 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ გიორგი მამარდაშვილი და საბა ხვადაგიანი ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდებიან. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 16 ნოემბერს ბათუმში, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველო-შვედეთის მატჩს საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი გამოტოვებენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე (ჰათაისპორი, ანტალია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

წყარო: nakrebi.ge

nk
მგონი ყველა მაგ ფეხბურთელს + მიქაუტაძესაც შეეძლება ევროპის ახალგაზრუზე 2023-ში თამაში. მაგ ჩემპიონატის დიდი იმედი მაქვს, რომ გადავხედოთ ჩვენებიდან ვის შეეძლება თამაში. 21 წლამდე ევრო 2023-ზე მგონი ყველას შეუძლია თამაში ვინც 2000 წელს და მერე დაიბადა
ქომაგი
ამ ნაკრებისა აბა, რა გითხრათ და აი, 21-წლამდელებს რომ ვმასპინძლობთ 2023 წელს, შესარჩევში რომ გვიწევდეს ასპარეზობა, ახლა ვათამაშებდით თუნდაც ერთ მატჩს კვარას, წიტას, ზურიკოს და მამარდას და 2023-ში, მიუხედავად მაგ დროს მათი ასაკისა, მონაწილეობას მიიღებდნენ, როგორც შესარჩევის მონაწილეები. ახლა, შესარჩევს რომ არ ვთამაშობთ, რა პროცედურების გავლაა საჭირო, ამ ბიჭებით რომ გავაძლიეროთ ნაკრები? ამაზე ფიქრობს ვინმე? თუ საკუთარი მამაჯიბესქელი კლიენტების სარეკლამოდ უნდათ ეს ჩემპიონატიც და ამჯერად დიდი ტურნირის მასპინძლის რანგშიც გველის სირცხვილი და თავის მოჭრა?
luijis pasuxad
ვის გაუტანა? ტყიბულის მეშახტეს?
კახა ქ.
კირკიტაძეს და ფანცულაიას რატომ არ აძლევენ შანსს
სამწუხაროდ
ძალიან დაბალი დონის ნაკრები გყვავს,რომელსაც არავითარი სერიოზული მიზნისთვის ბრძოლა არ ძალუძს!ვნახოთ როგორ განვითარდებიან ახალგაზრდები:ჩაკვეტაძე,კვარაცხელია,მიქაუტაძე,წიტაიშვილი,აზაროვი,მამარდაშვილი.თუ ისინი განაგრძობენ ზრდას,მაშინ საშუალო დონის და შეიძლება საშუალოზე მაღალი დონის ნაკრები გვეყოლება!იმედია ბათუმის ახალ სტადიონსაც ეღირსება სანაკრებო გამარჯვება ან მინიმუმ არ წაგება და ბოლოს და ბოლოს ნაკრების მიერ გატანილი გოლი!
ლუიჯი
ჯარიმებსაც პატრონი ატანინებს
gogi
რადგანაც შემადგენლობა უკვე დაასახელა მოვიგებთ ამ თამაშს.
Gacofebuli
Beridzes rato arizaxeben akedan bevrs jobs.
gio gio
ამდენი ხანი ამას ფიქრობნენ. როგორ დავიჯერო ერთი- ორი ისეთი ქართველი ფეხბურთელი არ გვყავს სანაკრებო დონეზე გავსინჯოთ და მივცეთ შანში.ასე შორს ვერ წავალთ.
tngh
წარმატებები ჩვენს ნაკრებს... იმედით ვუყურებ მომავალს!!!
სანიოლი და ლიზარაზუ
ძაან საჭირო კომენტარია მაგრამ მე მივხდი რომ ფედერაციას უწერია ასე და გადმოტანილია და ეს კვაზი-ფილოსოფია მომავლისთვის შეგენახათ
სიმონ
ავტორ ქართველი ნახევარმცველების და თავდასხმელების განცალკევება თუ არ შეგიძლია, ჯობია სხვამ წეროს ნაკრებზე!

21 წლამდელები ყველა 21 წლამდელთა ნაკრებში უნდა გამოიძახონ. აკიდებენ ამ პატარა ბიჭებს ამხელა ეროვნული ნაკრების ტვირთს და ვეღარ უძლებენ მერე ისინიც. ჭკვიანური ნაბიჯია მამარდა 21 წლამდელებში რომ გამოიძახეს.
ქომაგი
ამ მამუჩაშვილს მაგარი პატრონი ყავს ვინცხა და ბერიძე მთლად უპატრონოა მგონი.
ირაკლი
სამწუხაროდ ამ ვაი-ნაკრებს არავითარი სერიოზული მიზნისთვის ბრძოლა არ შეუძლია, ესაა მაჩანჩალა, მოედანზე მოსეირნე-მოფაფხურე მოყვარულების ნახირი. ისე თევზი თავიდან ყარს და როგორი არაპროფესიონალი მოყვარულებიც ფედერაციის მმართველობაში აგერ უკვე ათწლეულები არიან, ის სამოყვარულო ფეხბურთი გვაქვს გულშემატკივარს. თან ყოვეწლიურად უფრო და უფრო ვდეგრადირებთ. ლიხტენშტეინმა უკვე გადაგვასწრო და მალე ანდორა და გილბრალტარსაც დავუწერთ ისტორიას.
Telavi
Batums gamazuli aqvs tanxa tu rodemde unda gamoizaxos mamuchashvili da chabradze?
rezi
კაჭარვა გადაგვარჩენს...ვაი თქვენს პატრონს////
ბაჯო
ყააისჰვილი რატო სჰეაცუხეტ
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"