ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დაველოდოთ სილვერსტოუნს

დაველოდოთ სილვერსტოუნს

ჯერჯერობით კი ძალთა თანაფარდობა არ იცვლება: ფეტელი რბოლას რბოლაზე იგებს, თუ არადა - მეორე ადგილს იკავებს
სებასტიან ფეტელის ტრიუმფალური სვლა გრძელდება. გერმანელის ანგარიშზე რვა შესაძლებლიდან ექვსი მოგებაა და ჯერჯერობით გაურკვეველია, რამ უნდა შეუშალოს ხელი "რედ ბულის" პილოტს ზედიზედ მეორედ გაჩემპიონებაში.

მსოფლიოს ჩემპიონის კონკურენტები "რედ ბულის" პილოტის შეცდომების იმედად თუ იქნებიან, თუმცა თავიდან უნდა გავიგოთ, როგორ შეიცვლება სიტუაცია დიფუზორებთან დაკავშირებული ახალი წესის შემდეგ, რომელიც მომდევნო რბოლაში შევა ძალაში.

ჯერჯერობით კი ძალთა თანაფარდობა არ იცვლება: ფეტელი რბოლას რბოლაზე იგებს და თუ ამას ვერ ახერხებს, მეორე ადგილს იკავებს. "მაკლარენი" ყველანაირად ცდილობს ბრძოლა მოახვიოს თავს "რედ ბულს", მაგრამ რეალურად "ფერარის" ებრძვის მეორე ადგილისთვის.

გთავაზობთ ევროპის გრანპრის მიმოხილვას.

მთავარი გმირი

მთავარ გმირად ბევრს ფერნანდო ალონსო მიაჩნია. ესპანელმა კვალიფიკაციაში მეოთხე ადგილი დაიკავა, თუმცა მეტის იმედი ჰქონდა. სამაგიეროდ, მან სტარტზე ისარგებლა მასასა და ჰემილტონის ბრძოლით და მესამე პოზიციაზე გადასვლა შეძლო. იმ მომენტიდან "ფერარის" პილოტის მეტოქე მარკ უებერი გახდა. ალონსო ყველანაირად ცდილობდა შორს არ გაეშვა ავსტრალიელი. შეტევის შანსი მან პირველი პიტსტოპის სერიის შემდეგ მიიღო - ორივე "რედ ბულზე" უკანა საბურავები უფრო მალე ცვდებოდა და ეს მომენტი ნანდომ კარგად გამოიყენა - ადგილობრივი გულშემატკივრების გასახარად 21-ე წრეზე გაუსწრო უებერს. მართალია, მეორე პიტსტოპის შემდეგ მარკმა დაიბრუნა მეორე ადგილი, მაგრამ მესამე გაჩერებამ ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნა. ფერნანდო "რედ ბულის" პილოტები შორის აღმოჩნდა და ავსტრიულ საჯინიბოს დუბლის შესრულების საშუალება არ მისცა. ესპანელის ეს მიღწევა სავსებით დამსახურებული იყო.

ანტიგმირი

ევროპის გრანპრი ჩააგდო ბოლო დროს რეკლამირებულმა ვიტალი პეტროვმა. რუსი ჯერ კვალიფიკაციის მესამე სეგმენტში ვერ გავიდა. რბოლის დროს კი "ლოტუს რენოს" პილოტმა არასწორი არჩევანი გააკეთა - "მედიუმის" საბურავი დააყენა იმ დროს, როცა სხვებმა სტარტი "სოფტით" აიღეს. ამის გამო პეტროვმა დასაწყისში ბევრი პოზიცია დაკარგა, უშუალო კონკურენტებზე ნელა მოძრაობდა და ბოლოს, როცა დაკარგული პოზიციების დაბრუნების შანსი გაუჩნდა, ტრეფიკში მოხვდა და იქიდან ვერ გამოვიდა. საბოლოოდ, მე-15 ადგილი და არც ერთი ქულა.

ტაქტიკა

გუნდების უმრავლესობამ ვალენსიაში სამი პიტსტოპის ტაქტიკა აირჩია და "მედიუმის" საბურავები რბოლის ბოლო ნაწილისთვის მოიტოვა. ალგერსუარი, კობაიასი, ტრული, გლოკი და დ'ამბროზიო ბოქსებში ორჯერ გაჩერდნენ, თუმცა ამით მხოლოდ ალგერსუარიმ იხეირა, რომელმაც რბოლა მე-18 პოზიციიდან დაიწყო და მერვეზე დაასრულა.

პეტროვის გარდა რბოლა "მედიუმით" სერხიო პერესმა და პასტორ მალდონადომ დაიწყეს. ვენესუელელს ამან ბევრი ვერაფერი მოუტანა, სამაგიეროდ, გაგვაკვირვა მექსიკელმა, რომელსაც ერთი ნაბიჯი დააკლდა ქულათა ზონამდე. კიდევ უფრო გასაკვირი ის არის, რომ პერესმა ერთი პიტსტოპი შეასრულა - ბოქსებში 25-ე წრეზე შევიდა და დარჩენილი 32 წრე "სოფტით" გაიარა. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ "ზაუბერში" საბურავებს სიფრთხილით ეპყრობიან.

გასწრება

ვალენსიაში უკანა მართვადი ანტიფრთის (DRS) გამოყენების ორი ზონა არსებობდა. ზოგიერთ პილოტს ამან გარკვეული უპირატესობა მისცა - წარმატებული მანევრების წყალობით სასურველი ჰანდიკაპი შექმნეს. თუმცა ამჯერად, გასწრებების რაოდენობა ბევრი არ ყოფილა. შესაძლოა, ავტოსპორტის ფედერაციამ უნდა გადახედოს DRS-ის ორი ზონის პრინციპს და მეორე ზონაში თავის გამოჩენის შესაძლებლობა უნდა მისცეს იმას, ვისაც პირველში გაასწრეს. ასე რბოლა უფრო სანახაობრივი გახდება, უბრალოდ ტექნიკურად ამ სქემაზე კონტროლი არც ისე მარტივია, ამიტომაც ფედერაცია არ ჩქარობს რაიმეს შეცვლას - უბრალოდ, ჯერ მიღებულ ინფორმაციას აანალიზებს.

თუმცა ერთი წარმატებული და ლამაზი მანევრი ვალენსიაში მაინც ვიხილეთ (DRS-ის გარეშე). მისი ავტორი გახდა ჯენსონ ბატონი, რომელმაც მეექვსე წრეზე გაუსწრო "მერსედესის" პილოტ ნიკო როსბერგს, ვისთანაც სტარტი წააგო.

პერსპექტივა

მომდევნო რბოლა ორი კვირის შემდეგ სილვერსტოუნში გაიმართება. ამ დროის განმავლობაში ავტოსპორტის პრესა განიხილავს სერიოზულ ცვლილებებს დიფუზორების მუშაობაში. მთავარი საკითხია: ვინ წააგებს და ვინ მოიგებს ახალი წესით? ამაზე პასუხს წრეზე დრო მოგვცემს, თუმცა დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ლიდერებს შორის ძალთა თანაფარდობა დიდად არ შეიცვლება. შესაძლოა, "რედ ბულის" უპირატესობა აღარ იყოს ძალიან სერიოზული, არ არის გამორიცხული, რომ მკვეთრად ქვემოთ დაეშვას "მაკლარენი". თუ გახსოვთ, ბრიტანული საჯინიბოს მანქანები წინასასეზონო ტესტებზე ძალიან სუსტად გამოიყურებოდნენ. იქამდე, სანამ გუნდმა ზუსტად არ გადაიღო "რედ ბულის" დიფუზორი, რომელიც საკუთარი აეროდინამიკური კონცეფციით გაამყარა. რა თქმა უნდა, ლუის ჰემილტონსა და ჯენსონ ბატონს ამაზე ფიქრი ჯერ არ სურთ, თანაც "მაკლარენის" ინჟინრები საკმარისად ჭკვიანები არიან, რათა არ დაუშვან ყველაზე უარესი სცენარი.

მოკლედ, კითხვა ბევრია. კიდევ უფრო მეტი იქნება ვარაუდი და ჭორი, თუმცა დავიცადოთ და ვნახოთ, როგორ ჩაივლის სილვერსტოუნის განახლებულ ტრასაზე ბრიტანეთის გრანპრი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე

ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო

"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?

გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა

ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო

იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა

ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია

ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია

არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს

იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი

"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"

[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ

ლოჩოშვილის სრული მატჩი და "კიოლნის" ფრე "ვერდერთან"

უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა

[VIDEO] კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და საუკეთესო იყო - "ფროზინონე" "ჯენოას" ფრედ ეთამაშა

მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში