ბორჯღალოსანთა 9 ნომერს გელა აფრასიძეს, საფრანგეთში გამგზავრებამდე ვარჯიშზე მხრის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და გუნდს ნოემბრის თამაშებში ვერ დაეხმარება.

23 წლის "მონპელიეს" მორაგბემ მხარი ტოპ 14-ში, "ტულუზთან" მატჩში სექტემბერში დაიზიანა, რის გამოც დაახლოებით თვენახევარი იძულებით დაისვენა და მოედანს 30 ოქტომბერს დაუბრუნდა.

„ძალიან სამწუხარო დანაკლისია. როგორც სჩანს, მისი მხრის ტრავმის რეაბილიტაცია დასრულებული არ იყო და ვარჯიშზე აბსოლიტურად უწყინარ სიტუაციაში, მოედანზე დაცემისას საფრანგეთში მიღებული ძველი ტრავმა გაუმიზეზდა. გელა ძალიან კარგ ფორმაში იყო და ეს ჩვენთვის შეუფასებელი დანაკლისია. რა დრო დაჭირდება მის გამოჯანმრთელებას დეტალური გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა მინიმუმ სამი კვირა დასვენება მოუწევს და შესაბამისად, ნოემბერში ვერ დაგვეხმარება. მაგრამ რაგბი და ზოგადად სპორტი ტრავმების გარეშე არ არსებობს და ვერაფერს ვიზამთ. არსებულ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ“ – ამბობს "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

აფრასიძის ნაცვლად გაფართოებულ რაზმს "შავი ლომიდან" თენგიზ პერანიძე დაემატა. მაისაშვილი არჩევანთან დაკავშირებით ამბობს:

„პერანიძეზე იმიტომ შევაჩერეთ არჩევანი, რომ "შავი ლომი" ყველაზე ახლოსაა ჩვენს სათამაშო სისტემასთან. გარდა ამისა მიგვაჩნია, რომ დღესდღეისობით ის სხვა კანდიდატებზე უკეთეს ფორმაშია“.

"ბორჯღალოსნები" საფრანგეთში ხვალ მიემგზავრებიან და მომავალი შეხვედრისთვის ბორდოში მოემზადებიან. თამაში 14 ნოემბერს გაიმართება, ხოლო 20-ში ფიჯის ესპანეთში ვერკინებით.

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული რაზმი ნოემბრის ტესტებისთვის

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 66 კეპი, 5 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი, 6 კეპი), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 23 კეპი, 10 ქულა); შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 83 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი (პენზა),17 კეპი, 5 ქულა), ვანო კარკაძე (ბრივი, 5 კეპი, 5 ქულა); ბექა გიგაშვილი (ტულონ, 23 კეპი, 10 ქულა), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 29 კეპი, 15 ქულა), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 1 კეპი);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბაიონა, 68 კეპი, 10 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 32 კეპი), ლაშაჯაიანი (შავი ლომი, 11 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 5 კეპი, 5 ქულა);

მესამე ხაზი: გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 21 კეპი, 15 ქულა), ბექა საღინაძე (ლიონ, 23 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიც, 10 კეპი, 10 ქულა), ოთარ გიორგაძე (ბრივი, 29 კეპი, 30 ქულა), ბექაგორგაძე (პო, 31 კეპი, 35 ქულა);

9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 59 კეპი, 50 ქულა), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), მიხეილ ალანია (ორიაკ, 5 კეპი);

10: თედო აბჟანდაძე (ბრივი, 26 კეპი, 164 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4 კეპი, 9 ქულა);

12-13: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ. 78 კეპი, 60 ქულა), გიორგი კვესელაძე (გლოსტერ, 35 კეპი, 25 ქულა), დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 10 კეპი, 5 ქულა), სანდრო სვანიძე (შავი ლომი, 1 კეპი);

11-14: სანდრო თოდუა (შავი ლომი, 93 კეპი, 65 ქულა), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 13 კეპი, 55 ქულა), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 35 ქულა);

15: დავით ნინიაშვილი (ლიონ, 7 კეპი, 20 ქულა), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 87 კეპი, 53 ქულა).

rugby.ge

უელსი 16:54 ახ. ზელანდია ..... უელსი 60:5 იაპონია თურმე რა "მაგრები" ყოფილან ეს იპონელები კაცო, ჰა? 2019 წლის მსოფლიო თასზე ისინი ახალ ზელანდიელებს რომ შეხვედროდენ,მათთაც უმალ დაამარცებდნენ!ჰკითხეთ მსოფლიო რაგბის ბოსებს, თუ ასე არ იქნებოდა? :)))

ჯიუტია ჯიუტი.კაცი ჩილაჩავას რომ ნაკრებში არ ათამაშებს??? ასეთი დონის მოთამაშესთან მწრთვნელმა კარგი ურთიერთობის დაამყარებას უნდა ეცადოს!

ისევ მინდა მიუბრუნდე იაპონიის ნაკრების ირლანდიის ნაკრებთან, ზოგიერთის მცდარი აზრით მოულოდნელ გამანადგურებელ წაგებას 60:5. ადრე აქ რომ ვწერდი - იაპონიის ნაკრების 1-ლი დონის გუნდებთან ყველა მოგება ფარსია მეთქი, დთზლაიკებით ამავსეთ. აშკარად ცდებით! მაპატიეთ, ეს თქვენი დაუკვირვებლობის ბრალია. ათი წლის წინ, საქართველოში ხალხის უმრავლესობა რაგბის გაგებაში არ იყო, დღეს კი ზუსტად ამ ხალხს თავი რაგბის პროფესორებად მოაქვთ??? იაპონიის სარაგბო ნაკრების ყველა მოგება ტიერ 1-ის ნაკრებ გუნდებთან დკავშირებული იყო 2019 წლის მსოფლიო თასის იაპონიაში ჩატარებასთან...!
გიორგი 50
პატივცემულო, მაისაშვილო გიგაური სად არის? ხომ იცით ფრანგებთან მეორე სართულზე პრობლემები გვექნება.... ჟვანია, ჩილაჩავა ისევ ვერა.... თქვენ, ხომ დიპლომატიც უნდა იყოთ? ...საქართველო იმედით შემოგყურებთ....
გიორგი 50
პატივცემულო, მაისაშვილო გიგაური სად არის? ხომ იცით ფრანგებთან მეორე სართულზე პრობლემები გვექნება.... ჟვანია, ჩილაჩავა ისევ ვერა.... თქვენ, ხომ დიპლომატიც უნდა იყოთ? ...საქართველო იმედით შემოგყურებთ....
გიო-გოლი
უზომოდ დიდი დანაკლისია. ძაან კაი ფორმაში იყო

მსოფლიო რაგბის ბოსებს უთქვამთ – "იაპონიაში გამართული მსოფლიო თასის მატჩები დიდ ხანია დასრულდა და..."

ირლანდია 60:5 იაპონია როგორაა საქმე? თქვენ გეკითხებით, ვინც იაპონიის ნაკრების თამაშით ხართ დიდად აღფრთოვანებულნი? იაპონიის სარაგბო ნაკრებს ირლანდიის ნაკრებთან დღესაც იგივე მწრთვნელი და იგივე მორაგბეები ჰყავდათ, რაც 2 წლის წინ, როდესაც შინ მსოფლიო თასის მატჩებში უეცრად (ვითომდა) დაამარცხეს იგივე ირლანდია და მას დესერტად მიაყოლეს შოტლანდია. :))

ირლანდია 60:5 იაპონია
გიორგი 50
გიგაური სად არის?
სოსო
გელა აფრასიძე ყოველთვის აჩქარებს თამაშს და მისი დაკარგვა,ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის.ვასკას შემცვლელად ალბათ მიშა ალანია გამოვა,მაგრამ 5 კეპის მიუხედავად,მასაც ცოტა აქვს ნათამაშები და არც ასაკითაა დიდი,ასე რომ უძლიერეს საფრანგეთთან მისი,ან ნაკრებში ჯერაც უთამაშებელი თენგიზ პერანიძის შემოყვანა,ძალიან მძიმე გამოცდა იქნება ბიჭებისათვის.იმედია არ დაიბნევიან და ღირსეულად ითამაშებენ.კარგ თამაშს და ღირსეულ შედეგს ვუსურვებ მთლიანად ნაკრებსაც.
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა