სუპერლიგის მე-4 ტური დასრულდა. ბოლო მატჩში ერთმანეთს მიმდინარე სეზონის 2 ამბიციური გუნდი – “ოლიმპი” და “ცხუმ-აფხაზეთი” შეხვდნენ. 2 მოგებითა და 1 მარცხით “ოლიმპი” ცხრილის შუაში იყო, ცხუმელებს კი 2-დან 2 გამარჯვება ჰქონდათ და წარმატების შემთხვევაში ლიდერთა შორის ადგილს მყარად დაიმკვიდრებდნენ. საკმაოდ საინტერესო, დაძაბული პირველი ნახევრის მიუხედავად ბრძოლა არ შედგა. დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა უძლავრესი მესამე პერიოდი ითამაშეს, რომელიც 20 ქულით მოიგეს და თამაშის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს – 75:58.

არადა, ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა “ცხუმ-აფხაზეთმა” პირველი ტაიმი საკმაოდ დამაჯერებლად – 34:27 მოიგო. დიდი შესვენება ოლიმპელებმა საკმაოდ კარგად გამოიყენეს და გასახდელში დაგეგმილს ხორცი მოედანზე შეასხეს. მესამე პერიოდი და “ოლიმპის” შტურმი ერთდროულად დაიწყო. სწრაფი შეტევებითა შორი სროლებით როგავას გუნდმა ლიდერობა მყისვე მოიპოვა და ათწუთეულის დასრულებამდე მეტოქე გვარიანად ჩამოიტოვა. აღნიშნული მეოთხედი “ოლიმპმა” 34:14 მოიგო და ბოლო ათწუთეულის წინ 13 ქულით ლიდერობდა.

“ცხუმ-აფხაზეთისთვის”იმდენად დამთრგუნველი იყო მეტოქის ასეთი თამაში, რომ დარჩენილ დროში მათ ვერაფერი ვეღარ შეცვალეს. საბოლოოდ “ოლიმპი” დამაჯერებლად მივიდა სასურველ შედეგამდე და 4 ტურის შემდეგ 3 მოგებით სუპერლიგის ლიდერებში გაერია. გამარჯვებულთაგან დავით ლომიძე გამოირჩა, რომელმაც 6 ცდიდან ყველა სამქულიანი ჩააგდო. ჯამში მის ანგარიშზე 24 ქულა დაგროვდა, ლუკა კალატოზიშვილმა 19 მოაგროვა, ილია ლონდარიძემ კი შეხვედრა 12 ქულით დაასრულა. “ცხუმ-აფხაზეთში” 14 ქულით ბომბარდირი გახდა გიორგი შარაბიძე, ლევან მასხულიას ანგარიშზე კი 12 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.

სუპერლიგის მე-5 ტურის მატჩები 13 და 14 ნოემბერს, თბილისში გაიმართება.

წყარო: GBF

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი "ბებერი არწივი" გახდა
ილია ლონდარიძე - "ღიმილის ბიჭი" [VIDEO]
სუპერლიგა 2016/17. XXIV ტური: შეხლა-შემოხლა და "კაკტუსის" მოგება ბათუმში
საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრების ტალინური ტრიუმფი
საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა
17 ქულა და 14 მოხსნა - ნაკრების წევრმა გამარჯვება უზრუნველყო
სუპერლიგა 2016/17. ფინალი: "დინამო" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]
დუდუ დადიანის მემორიალი: ილიას ზუროსის თვალწინ
19 წლის დავით ლომიძემ "ქუთაისს" 24 ქულა ჩაუგდო და "კაკტუსმა" გაიმარჯვა
ირაკლი ხოშტარია: "ხუვენტუდს" მომზადებულები ვხვდებით
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა: "დინამო" სრულად დაკომპლექტდა
დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]