"როსტოვთან" 1:5 განადგურების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ უპასუხა.

- ძალიან ძნელია წაგების შთაბეჭდილების ფორმულირება. შეგრძნება მქონდა, რომ თამაშს ვაკონტროლებდით. პირველ ტაიმში გოლი გავიტანეთ, კვარაცხელიას გიჟური მომენტი გვქონდა, რომლის რეალიზება იყო საჭირო. იმის ნაცვლად, რომ შესვენებაზე 2:0-ზე გავსულიყავით, 1:1-ზე გავედით. მეორე ტაიმში საკმაოდ უხეში ინდივიდუალური შეცდომების შედეგად ორი სწრაფი გოლი გავუშვით, რამაც არსებითად თამაშში დაბრუნების შანსი არ დაგვიტოვა. ჩემთვის ძალიან უცნაური შეხვედრა იყო. ისევე როგორც ნებისმიერ მწვრთნელს, უფრო დიდი ანგარიშით წაგებებიც განმიცდია, თუმცა ეს მაინც ყველაზე უცნაური იყო, რადგან ჩემი აზრით, ასეთი ანგარიშისთვის დომინირება "როსტოვს" არ ჰქონია. ისღა დამრჩენია, მეტოქეს გამარჯვება მივულოცო.

- თქვენ ეთანხმებით იმას, რომ მატჩის მნიშვნელოვან პერიოდში მომენტების რეალიზაცია მაინც გადამწყვეტია? ხვიჩას რომ გაეტანა, შესაძლოა, თამაში სხვანაირად წარმართულიყო.

- რა თქმა უნდა. ამისგან შედგება ფეხბურთი.

- თქვენ ადრე ამბობდით, რომ გუნდში კრიზისი არაა, თუმცა შედეგები სხვა რამეზე მეტყველებს. ახლაც თვლით, რომ "რუბინს" პრობლემები არ აქვს?

- გააჩნია, რას ვუწოდებთ კრიზისს და ამას როგორ ვაფასებთ.

ნიკო გოგოტიშვილი
ვუყურრ თამაშს და ხვიჩას კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია.ის მომენტიც თვითონ შექმნა და კარშიც დაარტყა და ეგრე ყველა დარტყმული გოლი რომ გადიოდეს ფეხბურთი კალათბურთის ანგარიშებით დამთავრდებოდა.იმას რატომ არ ამბობს ხვიჩას გაკეთებული 3-4 საგოლე პასი სხვამ რომ ვერ გამოიყენა.
ბაჩი
ეხლა რაა,გძულს?
Herbst
რუსული პრესა წერს უნდა გაეგდოთო და მაინტერესებს ხო არ არსებობს საშიშროება კიდე გადაიხედოს ეგ თემა და რაიმე დისკვალიფიკაცია მისცენ. ძალიან ცუდია ასეთი ჟესტები
მირიანი
მაგისთანა ტაშის გულისთვის სულაქველიძე მინდვრიდან მიაბრძანეს.
კახა ქ.
რუსული ისწავლა და ძაან გაბლატავდა.თავმდაბალი იმიტომ იყო, რომ ენა არ იცოდა.დაიწყო ხელების შლა,კამათი მსაჯებთან და მოთამაშეებთან.მოკლედ თავის თავში უნდა ეძებოს დამნაშავე და ფეხბურთი ითამაშოს,რომელიც ძალიან კარგად გამოსდოდა და ყველას უყვარდა.
Sommer
გაღიზიანებულია ძალიან, ყველა შეხებაზე ისეთი რეაქცია აქვს, განსაკუთრებით მსაჯების მიმართ გამოხატავს პროტესტს. ძალიან რთულია მის ადგილას თავის დაყენება. რეალურად მაგ ასაკის ფეხბურთელებზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, იქ სადაც პროფესიონალურ ფეხბურთს თამაშობენ. სხვანაირად ვერ ხდებიან ვარსკვლავები. ვინიციუსი რომ აიღო იმდენი ადამიანი მუშაობს მის პროფესიონალად ჩამოყალიბებაზე, ფსიქოლოგები, ექიმები, მწვრთნელები და რავიცი... საჭირო რომ არ იყოს არ დაუნიშნავდნენ ხო ამდენს? ესე იგი ჭირდება თავიდანვე ახალგაზრდა ფეხბურთელს ეს ყველაფერი. ჩვენებს არაფერი აქვთ მსგავსი და მერე ვითხოვთ მათგან მაღალ დონეზე თამაშს. თუ ვინმემ რამეს მიაღწია მხოლოდ მისი ცარიელი ნიჭით, ინდივიდუალიზმით,მაგრამ სამწუხაროდ დიდხანს არ გაგრძელდა ეგ ბედნიერება. ხვიჩას უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. მის მსგავსად არცერთი ქართველი ფეხბურთელისთვის არ მიგულშემატკივრია და მინდა დაამსხვრიოს ეგ სტერეოტიპები ქართველ ფეხბურთელებზე და გახდეს ერთ-ერატი წარმატებული. იმედია ასე იქნება
Skeleton
გეთანხმებით 100% . მაგრამ მას თავიდანვე, 17 წლის ასაკში ჰქონდა შანსი პორტუგალიაში წასულიყო. თუმცა აგენტმა ოჯახი დაარწმუნა, რომ მოსკოვში (ლოკომოტივში)ჯობდა. ჩემი აზრით თავიდანვე იქნა ძალიან დიდი შეცდომა დაშვებული. 17 წლის ბავშვი თავისით ვერ იღებს გადაწყვეტილებებს და ლოკომოტივის მერე მოხდა ის რაც მოხდა, ამხელა კონტრაქტი რუბინთან. მართლაც ძალიან რთულ სიტუაციაშია ჩავარდნილი ხვიჩა. ისევ მისი ნიჭის და მონდომების იმედს ვიტოვებ თუმცა რა უნდა ქნას ამ ჭ კლასის გუნდში, გუშინ თამაშს ვინც უყურა დამეთანხმება, როგორი თანაგუნდელები ჰყავს და კლასთაც ბევრად დაბლა არიან. რას იზამს მარტო ამ გუნდში, ან დაამტვრევენ და ან თავისი თამაშის ხარისხს დაკარგავს. ნუ უკვე კარგავს ვხედავთ.
სოსო
2024 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი და ისეთ ფასს ითხოვენ,არავინ რომ არ გადაიხდის.მით უმეტეს,ახლა,როცა იმის ნახევარს ვეღარ აკეთებს,რასაც აკეთებდა.არ უნდა დაედო ასეთი ხანგრძლივობის კონტრაქტი.მისმა აგენტმა ყველაფერი გააკეთა,რომ საქართველოდან უფასოდ წასულიყო,იქ კი,უკვე ხანგრძლივ კონტრაქტზე იჩალიჩა.ეს მიანიშნებს,რომ არც მას და ალბათ არც ხვიჩას,დასაწყისში ევროპაში წასვლის დიდი იმედი არ ჰქონდათ და ამიტომ რუბინთან გარანტირებული ხანგრძლივი კონტრაქტის დადება სცადეს.სწორედ ეს შემოუბრუნდა ცუდად, ხვიჩას.ახლა ის,რუბინის ხელშია და ან ქვეყანა კვლავ უნდაა გააოცოს,ძალიან მაგარი თამაშით და მასში ყველანაირი გამოსასყიდი გადაიხადონ,ან კიდევ კონტრაქტის ბოლომდე იჯდეს რუბინში და ეცადოს მძიმედ არავის დაამტვრევინოს თავი.ჯერჯერობით მეორე ვარიანტი უფრო რეალურად მოჩანს,თავისი უარყოფითი შედეგებით და მერე ვნახოთ,რა იქნება.რუსეთში,გუნდიდან გამქცევი ფეხბურთელის იძულება,ან კიდევ ფორმიდან ამოგდებაც კარგად იციან და არც ამდენი ხნით თავის დამზოგავი ფეხბურთელისაგან გამოვაღა რაიმე კარგი.გამჭვირვალე იმედი ვიქონიოთ,რომ გუნდის ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს მის სურვილს და მაინც გაუშვებს ხვიჩას.
როი
მოაშორეთ რუსეთს!
Thomas
არასწორად მოიქცა ხვიჩა მსაჯის მიმართ. ძალიან არ მომეწონა ის სარკასტული აპლოდისმენტები. ნერვებს უნდა გაუფრთხილდეს, არავინ აპატიებს ასეთ ჟესტებს. ისედაც სულ ცდილობენ რამე დაუშავონ და მსაჯები აიგნორებენ. ახლა მსაჯების მიმართ მსგავსი პროტესტი თუ დაიწყო არაფერში არგებს ეგ.
ჟორა
გამორჩეულებს გამორჩეულად მოეთხოვებათ და ისიც თხოვს, აპა რაში გამოიხატება გამორჩეულობა?
Skeleton
უკვე გაცვდა ეგ ტექსტი მაგრამ კიდე ვიტყვი, მოაშორონ რუსეთს ეგ ბიჭი, მოაშორონ ამ ქვეყანას. ვერაფერით დავიჯერებ, რომ ან იტალიაში ან ესპანეთში ან გერმანიაში, რომელიმე საშუალო დონის გუნდში მისი ადგილი არ გამოიძებნება და არავის მოუნდება. ისეთ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთს სხვანაირად უდგებიან, პრესაც ადეკვატურია, გულშემატკივარიც და პროფესიონალირ ფეხბურთს თამაშობენ. სანამ დალეწეს ან მოტივაცია გაუნადგურეს მოაშორეთ რუსეთს. ჯერ პატარაა ასაკით და ერთი ორი წელი თუ ითამაშებს საშუალო დონის გუნდში არაფერი უჭირს, თუ კარგად წაუვა თამაში მერე დიდ გუნდშიც მოხვდება. მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე, რუსეთს ყველაფერი ჯობია. საუკეთესო წლებს რუბინში რატომ უნდა ატარებდეს. მოინდომეს მისით გამდიდრება :(
Irakli
ხვიჩაზე იმიტომ წერენ ასე, რომ მისგან უფრო დიდი მოლოდინია ვიდრე სხვა ფეხბურთელებისგან, ასე რომ ამაში ცუდი არაფერია. მთავარია, რომ ხვიჩა უმატებს და მომავალ თამაშებში აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას, იმედია ეს ეროვნულით დაიწყება!
ვაჟა მასწავლებელი
მეჩვენება, რომ ინ ბომი კი არ ართულებს, არამედ ამარტივებს თამაშს, პასს აძლეს უახლეს გუნდელს. ხვიჩას წესიერ პასს ვერ აძლევს - სხვა უნდა მოიძებნოს საყრდენად! გაიგე ლეონიდ მამათქვენოვიჩ?
Skeleton
100% ით. რა ქნას ერთმა კაცმა, რუსებიც მაგას წერდნენ, ყველაფერს ხვიჩა ხომ ვერ გააკეთებსო. 11 კაცი თამაშობს ფეხბურთს და ერთს დააბრალო ყველაფერი როგორი უსამართლობაა. ჩვენც ნაკრებშიც იგივე მიდგომაა და რუბინშიც. უდიდეს წნეხში ამყოფებენ ამ ბიჭს. სხვაზე არც გამიგია კრიტიკა. ყველაზე მეტს სთხოვენ ხვიჩას. ვუყურე მომენტებს და ძალიან კარგად უთამაშია. რამდენი ლამაზი მომენტი შექმნა და ვერ გამოიყენეს.
WTF
ხო ხვიჩას დააბრალეთ ყველაფერი. კაცმა სამი საგოლე გადაცემა გაუკეთა მაგ ცხენებს და ვერცერთი ვერ გამოიყენეს. დაცვაში სრული კატასტროფა ქონდათ და კიდევ ხვიჩაზე ლაპარაკობენ.
Winter
კვარას დააბრალე ხო, დანარჩენებმა რამდენი საგოლე პასი გაუფუჭეს ისიც ახსენე. როგორ შეიძლება კვარაცხელიას დააბრალო წაგება. რომელი გყავთ გუნდში ეგეთი გამორჩეული.
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
გუნდის პრეზიდენტი საქართველოში მოდის და დავითაშვილის დაყოლიებას თავად შეეცდება - ზურიკოს ტრანსფერი მალე შედგება?
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა
სლუცკი "შანხაი შენხუას" მწვრთნელად დანიშნეს
"ჯანდაბას ფული" - სლუცკი თმახუჭუჭა ვერ გახდა
კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი გარეგნულად სრულად გარდაისახა
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
"ეს მატჩები არ გვჭირდება, რატომ ღელავთ ამ გუნდებზე?!" - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას აკრიტიკებდა, ახლა მუნდიალითაა უკმაყოფილო
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს