დღეიდან, ოთხშაბათობით ახალ რუბრიკას შემოგთავაზებთ, რომლის მიზანიც ამერიკის კონტინენტზე მომხდარი საფეხბურთო ამბების თქვენამდე მოტანაა
დღეიდან, ოთხშაბათობით ახალ რუბრიკას შემოგთავაზებთ ხოლმე, რომლის მიზანიც ამერიკის კონტინენტზე მომხდარი საფეხბურთო ამბების თქვენამდე მოტანაა.

ძალიან საინტერესოა ევროპული ფეხბურთი, აქაური საფეხბურთო ლიგები, რომელთაც "ლელო" დღენიადაგ აშუქებს, მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ ევროპის რომ არ არის ამას რა მტკიცება უნდა - ბრაზილია, არგენტინა, ურუგვაი, პარაგვაში, შტატები, მექსიკა, სხვებიც ამას მუნდიალებზე ბრწყინვალედ ამტკიცებენ. ამერიკელებს ჯამში 9-ჯერ აქვთ მუნდიალი მოგებული (ბრაზილია - 5, არგენტინა და ურუგვაი 2-2). ამერიკული ფეხბურთის თემა მით უფრო აქტუალურია, რომ 1 ივლისიდან არგენტინაში მორიგი კოპა ამერიკა იწყება ანუ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი.

მცირე ექსკურსი

ამერიკულ ფეხბურთს ორი საერთაშორისო ორგანიზაცია განაგებს: კონმებოლი და კონკაკაფი. პირველის აბრევიატურა ასე იშიფრება: სამხრეთამერიკული ფეხბურთის კონფედერაცია, მეორე კი ასე: ჩრდილო, ცენტრალური ამერიკისა და კარიბეთის ფეხბურთის კონფედერაცია. კონმებოლი 1916 წელს დაარსდა და 10 წევრი ქვეყნისგან შედგება, კონმებოლის ოფიციალური ენა ესპანური და პორტუგალიურია. აი, წევრი ქვეყნებიც: არგენტინა, ბოლოვია, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, პერუ, ურუგვაი და ვენესუელა.

სხვათა შორის, კონმებოლი არის ყველაზე ძველი კონტინენტური ორგანიზაცია. მისი შტაბ-ბინა პარაგვაიში, ქალაქ ლუკეშია. მისი დღევანდელი პრეზიდენტი 82 წლის პარაგვაელი ნიკოლას ლეოსია. კონმებოლის მთავარი ტურნირი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატია, იგივე კოპა ამერიკა, რომელიც 1916 წლიდან იმართება. კონმებოლი ატარებს ახალგაზრდულ ჩემპიონატებს, ქალთა და ფუტსალის საერთაშორისო შეჯიბრებებს. საკლუბო დონეზე კონმებოლის მთავარი ტურნირი კოპა ლიბერტადორესია, რომელსაც 1966 წლამდე სამხრეთ ამერიკის ჩემპიონთა თასი ეწოდებოდა. 2002 წლიდან ამას დაემატა კოპა სუდამერიკანა, იყო მესამე საკლუბო ტურნირი - კოპა კონმებოლი, რომელიც 1999 წელს გაუქმდა. თავიდან კონმებოლი ოთხ წევრს აერთიანებდა: არგენტინას, ბრაზილიას, ურუგვაისა და ჩილეს. სულ ბოლოს ორგანიზაციის წევრი ვენესუელა გახდა (1952 წ.).

აღსანიშნავია, რომ ფიფა-ს რეიტინგში მხოლოდ ერთი კონმებოლელი არაა ასეულში - ბოლივია (102-ე პოზიციაზეა). ათეულში სამი წევრია, ბრაზილია, არგენტინა და ურუგვაი, ათეულის სიახლოვესაა ჩილეც. შედარებისთვის, საქართველოს ნაკრები რეიტინგში სამხრეთამერიკული გუნდებიდან სამს უსწრებს: ეკვადორს, ვენესუელასა და ბოლივიას. ცნობილი კლუბებიდან ჩამოვთვლით ლდუ კიტოს (ეკვადორი), "ინტერნასიონალს", "კრუზეიროს", "სან პაულუს", "სანტოსს" (ბრაზილია), "ესტუდიანტესს", "ბოკა ხუნიორსს", "ველეს სარსფილდს" (არგენტინა), "ლიბერტადს" და "სერო პორტენოს" (პარგვაი).

კონკაკაფი შედარებით ახალი შექმნილია - ის 1961 წელს დაარსდა. სხვათა შორის, ის ჩრდილო და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების გარდა 3 სამხრეთ ამერიკულსაც აერთიანებს: გაიანას, სურინამსა და გვიანას. სულ კი კონკაკაფში 40 წევრი ქვეყანაა. რა თქმა უნდა მათ შორის მთავარი ორია: აშშ და მექსიკა. ჰონდურასელი ალფრედო ჰევიტი ამ ორგანიზაციის პრეზიდენტობის დროებითი შემსრულებელია.

კონფედერაციის მთავარი ტურნირი კონკაკაფის "ოქროს თასია", რომელიც, სხვათა შორის, ახლახან მექსიკის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. საკლუბო დონეზე იმართება კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგა.

ბრაზილია. სერია A. VI ტურის მიმოხილვა.

ლიდერის დანგრევა

სანამ უშუალოდ ბრაზილიის ჩემპიონატის VI ტურის პერიპეტიებზე ვიტყვით, მანამდე ამ ჩემპიონატზე ზოგადად შევჩერდებით. კამპეონატო ბრაზილეირო დე კლუბეს სერია A ასე ეწოდება ოფიციალურად ტურნირს, თუმცა ხალხში მას ბრაზილერაოს ეძახიან. ჩემპიონატი 1959 წლიდან იმარტება, ბრაზილიურ სერია A-ში 20 კლუბია. სეზონი მაისში იწყება და დეკემბერში სრულდება. სხვათა შორის, ტურნირი არც ახლა შეწყდება, კოპა ამერიკას დროს. ასეთი ფორმატით ჩემპიონატი 1971 წლიდან ტარდება, არადა, აქამდე ქვეყნის დიდი ტერიტორიის გამო, კლუბების მისვლა-მოსვლა ჭირდა. იმ დროს კი სამხერდო რეჟიმმა შიდა ავიასივრცეში რეფორმები გაატარა და ერთიანი ჩემპიონატის ჩატარებაც შესაძლებელი გახდა. მანამდე ქვეყანაში სხვადასხვა შტატის ჩემპიონატები იყო პოპულარული სან პაულუში პაულისტა, ხოლო რიო დე ჟანეიროში - კარიოკა.

მოქმედი ჩემპიონი "ფლუმინენსეა", რომელმაც 2010 წელს იმარჯვა. სხვათა შორის, მხოლოდ 2003 წლიდან ტარდება ჩემპიონატი ორ წრედ. ტურნირის 4 უარესი გუნდი სერია ბ-ში ვარდება. 4 საუკეთესო გუნდი ლიბერტადორესის თასზე ასპარეზობს, შემდეგი 8 კოპა სუდამერიკანაზე. სერია A-ში ყველაზე მეტი თამაში ჩატარებული აქვს მეკარე როჟერიო სენის, რომელსაც "სან პაულუს" გარდა არც ერთ კლუბში არ უასპარაზეა. მან სერია A-ში 422 მატჩი ითამაშა და... 47 გოლიც გაიტანა! როHჟერიო სენი 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონია. ყველაზე მეტი გოლი ვასკუ და გამელ რობერტო დინამიტეს აქვს გატანილი - 198, შემდეგ მოდიან რომარიო (154) და ედმუნდო (153).

წლევანდელი 20 გუნდიდან სამი სან პაულუდანაა: "სან პაულუ", "კორინთიანსი" და "პალმეირასი", რიოს გუნდებია: "ბოტაფოგო", "ფლამენგო", "ფლუმინენსე" და "ვასკუ და გამა", 3 წარმომადგენელი ჰყავს ბელუ ორიზონტეს: "კრუზეირო", "ატლეტიკო მინეირო" და "ამერიკა", პორტუ ალეგრეს გუნდებია "გრემიო" და "ინტერნასიონალი", ხოლო კურიტიბასი: "კორიტიბა" და "ატლეტიკო პარანაენსე", ფლორიანოპოლისს "ავაი" და "ფიგუეირენსე" წარადგენენ, 4 ქალაქს თითო წარმომადგენელი ჰყავს ელიტაში: გოიანიას (ატლეტიკო გოიანენსე), , სალვადორს (ბაია), ფორტალეზას (სეარა), სანტოსს (სანტოსი). შეგახსენებთ, რომ "სანტოსმა" ახლახან კოპა ლიბერტადორესი მოიგო. "კორიტიბაში" თამაშობს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ანდერსონ აკინო, რომელსაც ჩემპიონატში 3 გოლი აქვს გატანილი.

ფლამენგო-ატლეტიკო მ. 4:1

გოლები: 0:1 დუდუ (51), 1:1 რონალდინიო (66), 2:1 ტიაგო ნევესი (76), 3:1 დეივიდი (86), 4:1 დეივიდი (90)

ატლეტიკო პ.-ბაია 0:2

გოლები: 0:1 მარკონე (65), 0:2 ლულინია (86)

კრუზეირო-კორიტიბა 2:1

გოლები: 1:0 მონტილიო (52-პენ), 1:1 მარკოს აურელიო (79), 2:1 მონტილიო (84)

შენიშვნა: აკინოს არ უთამაშია.

კორინთიანსი-სან პაულუ 5:0

გოლები: 1:0 დანილო (47), 2:0 ლიედსონი (54), 3:0 ლიედსონი (61), 4:0 ლიედსონი (78), 5:0 ჟორჟე ენრიკე (82)

გაძევება: კარლინიოსი (40. სან პაულუ)

ბოტაფოგო-გრემიო 2:1

გოლები: 1:0 მარსელო (70), 2:0 ელკესონი (81), 2:1 რაფაელ მარკესი (88)

გაძევება: ფერნანდო (68. გრემიო)

ავაი-ფლუმინენსე 0:1

გოლი: 0:1 კონკა (36)

გაძევება: რაფაელ მოურა (38. ფლუმინენსე)

სეარა-პალმეირასი 2:0

გოლები: 1:0 ვაშინგტონი (7), 2:0 ტიაგო უმბერტო (45)

ინტერნასიონალი-ფიგუეირენსე 4:1

გოლები: 1:0 ბოლივარი (17), 2:0 ოსკარი (20), 3:0 ლეანდრო დამიაო (58), 4:0 რიკარდო (80), 4:1 ველინგტონ ნემი (88)

ატლეტიკო გ.-ვასკუ და გამა 0:1

გოლი: 0:1 ფელიპე (1)

თ მ ფ წ ბ ქ

1. სან პაულუ 6 5 0 1 9-6 15

2. კორინთიანსი 5 4 1 0 12-3 13

3. პალმეირასი 6 3 2 1 10-5 11

4. ბოტაფოგო 6 3 2 1 8-5 11

5. ვასკუ და გამა 6 3 2 1 10-8 11

6. ფლამენგო 6 2 4 0 13-6 10

7. ფიგუეირენსე 6 3 1 2 7-6 10

8. ინტერნასიონალი 6 2 3 1 12-8 9

9. ფლუმინენსე 6 3 0 3 4-6 9

10. ატლეტიკო მ. 6 2 2 2 10-9 8

11. ბაია 6 2 2 2 8-8 8

12. ატლეტიკო გ. 6 2 1 3 7-7 7

13. გრემიო 6 2 1 3 7-8 7

14. სეარა 6 2 1 3 7-11 7

15. კრუზეირო 6 1 3 2 6-7 6

16. სანტოსი 4 1 2 1 5-4 5

17. ამერიკა 5 1 2 2 7-11 5

18. კორიტიბა 6 1 1 4 9-10 4

19. ატლეტიკო პ. 6 0 1 5 1-10 1

20. ავაი 6 0 1 5 4-18 1

ბომბარდირები: 4 - ლიედსონი (კორინთიანსი), ლუანი (პალმეირასი), ბერნარდო (ვასკუ და გამა).

ამაზე კარგი რა დაპირისპირება უნდა ყოფილიყო - მე-6 ტურში სან პაულუს დერბი ვიხილეთ - "კორინთიანსი", რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთი ფრე ჰქონდა დანარჩენი კი მოგება, სრულიად უდანაკარგო "სან პაულუს" მასპინძლობდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რაც ამ თამაშის მეორე ტაიმში მოხდა - მასპინძლებმა უბრალოდ მიწასთან გაასწორეს ჩემპიონატის ლიდერი, 5 უპასუხო გოლი გაუტანეს! ხუთიდან სამი კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ლიედსონის ანგარიშზეა (მას პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში საქართველოს წინააღმდეგ უთამაშია). თამაშის სცენარი მთლიანად შეცვალა პირველი ტაიმის მიწურულს სტუმართა ნახევარმცველ კარლინიოსის გაძევებამ, რომელმაც მე-40 წუთისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ახლა "კორინთიანსი" ჩემპიონატის პოტენციური ლიდერია, რადგან "სან პაულუზე" თამაშით ნაკლები აქვს გამართული.

ამ ტურში გოლით გამოიჩინა თავი ფლამენგოელმა რონალდინიომ.

ბელეტი წავიდა

ბრაზილიელმა მცველმა ჟულიანო ბელეტიმ კარიერა დაასრულა. "ტრავმებმა გასაქანი არ მომცეს. კარიერას ვასრულებ", - განაცხადა 35 წლის ფეხბურთელმა. ბელეტის სამშობლოში "კრუზეიროში", "სან პაულუში", "ატლეტიკო მინეიროში" და "ფლუმინენსეში" უთამაშია, ხოლო ევროპაში - "ვილიარეალში", "ბარსელონაში" და ჩელსიში". მსოფლიოს, ესპანეთის, ინგლისის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა კარიერა "სეარაში" დაასრულა.

ნეიმარს 45 მილიონად გავყიდით

"სანტოსის" პრეზიდენტი ლუის ალვარო დე ოლივეირა რიბეირო, როგორც ჩანს, შეეგუა, რომ ნეიმარს დაკარგავს. მან განაცხადა, რომ ევროპაში ხუთი კლუბია, რომელსაც ნეიმარის სანაცვლოდ 45 მილიონი ევროს გადახდა შეუძლიათ. "სანტოსის" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კლუბებს ჯერჯერობით არ დაასახელებს, თუმცა ყველა ევროპული გრანდია.

მათიას მხსნელი

პრიმერადივიზიონიდან გავარდნილი "რივერ პლეიტი" მათიას ალმეიდამ ჩაიბარა. არგენტინული ფეხბურთის გრანდს ძნელბედობის ჟამს უნდა დაეხმაროს ამ გუნდის ბოლო წლების ნაღდი ლიდერი. ჯერჯერობით უცნობია, გააგრძელებს თუ არა 38 წლის ალმეიდა ფეხბურთელის კარიერასაც. "რივერ პლეიტის" დირექტორთა საბჭომ პრეზიდენტის თანამდებობაზე დატოვა დანიელ პასარელა. შეგახსენებთ, რომ 110-წლოვან ისტორიაში პირველად, არგენტინის 33-გზის ჩემპიონმა ელიტა დატოვა, მას შემდეგ, რაც "ზონა პრომოსიონის" მატჩებში "ბელგრანომ" აჯობა (2:0, 1:1). ამ მარცხის შემდეგ ბუენოს აირესის ქუჩებში არეულობების გამო 90 ადამიანი დაიჭრა და 50 დაიჭირეს.

კოპა ამერიკა 2011

არგინტინა: შემადგენლობა დამტკიცდა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერხიო ბატისტამ შემადგენლობა დაასახელა. 23 ფეხბურთელიდან მხოლოდ ერთია, რომელიც არგენტინის ჩემპიონატში თამაშობს, "რივერ პლეიტის" მეკარე კარისო, დანარჩენები ლეგიონერები არიან.

მეკარეები: რომერო (ალკმაარი, ჰოლანდია), ანდუხარი (კატანია, იტალია), კარისო (რივერ პლეიტი).

მცველები: ძანეტი (ინტერი, იტალია), საბალეტა (სიტი, ინგლისი), ბურდისო (რომა, იტალია), როხო, პარეხა (ორივე სპარტაკი, რუსეთი), გ. მილიტო (ბარსელონა, ესპანეთი), გარაი (რეალი, ესპანეთი).

ნახევარმცველები: მასკერანო (ბარსელონა, ესპანეთი), კამბიასო (ინტერი, იტალია), პასტორე (პალერმო, იტალია), გაგო, დი მარია (ორივე რეალი, ესპანეთი), ბილია (ანდერლეხტი, ბელგია), ბანეგა (ვალენსია, ესპანეთი).

თავდამსხმელები: მესი (ბარსელონა, ესპანეთი), იგუაინი (რეალი, ესპანეთი), აგუერო (ატლეტიკო, ესპანეთი), ლავეცი (ნაპოლი, იტალია), ტევესი (სიტი, ინგლისი), დ. მილიტო (ინტერი, იტალია).

აშშ. MLS

DC იუნაიტედი-ჰიუსტონ დინამო 2:2

სან ხოსე-ლოს ანჯელეს გალაქსი 0:0

ფილადელფია-ჩივასი 3:2

სპორტინგი-უაითკეპსი 2:1

დალასი-პორტლენდი 4:0

რეალ სოლტ ლეიკი-ტორონტო 3:1

ჩიკაგო ფაიე-ნიუ იორკი 1:1

სიეტლ საუნდერსი-ნიუ ინგლენდი 2:1

კოლანბუს ქრუ-კოლორადო რეპიდსი 4:1

ლიდერები

აღმოსავლეთი: ფილადელფია - 26, ნიუ იორკი - 24, კოლამბუსი - 24.

დასავლეთი: გალაქსი - 35, სიეტლი - 31, დალასი - 31.

ბომბარდირები: 8 - ჩარლი დევისი (DC), ლენდონ დონოვანი (გალაქსი), ტიერი ანრი (ნიუ იორკი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...