საქართველოს ნაკრები წლის უკანასკნელი შეხვედრებისთვის მზადებას იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მატჩი ამხანაგურია, ფრანგ მთავარ მწვრთნელს შემადგენლობაში სიურპრიზები არ შემოუთავაზებია.

"ჯვაროსნებში", ძირითადად, ლეგიონერები არიან. ისე მოხდა, გასულ უქმეებზე მათ გაიტანეს (ქვილითაია, ბერიძე), რომლებიც ახლა სიაში არ არიან, დავით ვოლკოვი კი ნაკრებს გიორგი მიქაუტაძის ტრავმის შემდეგ შეუერთდა.

გადავხედოთ, თუ როგორ ფორმაში არიან ჩვენი ლეგიონერები:

მეკარეები

გიორგი ლორია პირადი პრობლემების გამო უკანასკნელ კვირას "ანორთოსისთან" ერთად არ ყოფილა და ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწია (მეორეში სათადარიგო იყო). სანიოლი გიორგის ბოლომდე ენდობა. ლორია ნაკრების ძირითადი მეკარეა და თითქმის გამორიცხულია, შვედეთთან დაპირისპირებაში სასტარტოში არ ვიხილოთ.

ლაზარე კუპატაძე და დებიუტანტი ლუკა გუგეშაშვილი ეროვნულ ლიგაში მშვენივრად გამოიყურებიან და სანაკრებო პაუზის წინ წარმატებული შეხვედრები ჰქონდათ. უზბეკეთთან ამხანაგურ დაპირისპირებაში თამაშის მეტი შანსი მაინც ბათუმის "დინამოს" კიპერს უნდა ჰქონდეს.

მცველები

ვილი სანიოლისგან ერთგვარი შენიშვნა მოვისმინეთ, წინა ხაზის მოთამაშეებს მეტად განიხილავთ, ვიდრე მცველებსო. შესაძლოა, შემტევებში მეტი არჩევანი იყოს, თუმცა საუბარს არც უკანახაზელებზე მოვრიდებივართ.

როგორც ოქტომბრის შეხვედრებში, ასევე დღესაც, უთამაშებლობის პრობლემა ამ რგოლში ყველაზე მძაფრად დგას. ოთარ კაკაბაძეს, მიუხედავად იმისა, რომ კოსოვოში ახალ ტაქტიკას კარგად მოერგო და მისით მთავარი მწვრთნელიც კმაყოფილია, კლუბში ისევ მცირე დრო ეძლევა. ასეთივე სიტუაციაშია დრეზდენის "დინამოს" მარცხენაფლანგელი გურამ ვიორბელიძე. ლაშა დვალს კლუბში ძალიან დიდი ხანია, არ უთამაშია. უკანასკნელი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო ლუკა ლოჩოშვილმაც გამოტოვა.

სანიოლს ამ რგოლში ახალი მოთამაშეები არ დაუმატებია და ფლანგებზე კონკურენციას ისევ ბათუმის "დინამოს" მცველებით ქმნის. რაც შეეხებათ გურამ კაშიას და დავით ხოჭოლავას - მათ სტაბილური პრაქტიკა აქვთ და კარგ ფორმაშიც არიან.

თუკი მცველებზე უფრო მეტი საუბარია საჭირო, თორნიკე კირკიტაძის შესახებ ვწერდით და სხვა მხრივ, საბა კვირკველიას ფორმაში შესვლასა და ჯიმი ტაბიძის მომჯობინებას თუ დაველოდებით. სანაკრებო ამბიციების შესახებ გიორგი გველესიანმაც განაცხადა.

ნახევარმცველები

სანიოლმა აღნიშნა, რომ კოსოვოში კვეკვესკირი-გვილიას წყვილით კმაყოფილი დარჩა. ისინი კლუბებში თამაშობენ და საინტერესოა, შვედეთთან არჩევანი ისევ მათზე თუ შეჩერდება. ამ რგოლში უფრო მეტად კანკავა-აბურჯანიას ვხედავდით. "ჟილ ვისენტეს" ნახევარმცველს, სამწუხაროდ, ისევ მცირე დრო ეძლევა და ეს მის თამაშის ხარისხზე გავლენას ახდენს. ფრანგმა სპეციალისტმა უახლოეს 2 შეხვედრაში კარგად უნდა გამოკვეთოს, ერთა ლიგისთვის როგორი მინდვრის ცენტრი წარმოუდგენია და აქცენტი სწორედ მათზე გააკეთოს.

არ დაგვავიწყდეს, რომ ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია. ის ჩვენი ნაკრების შუა ხაზში ყველაზე შემოქმედებითი მოთამაშეა და მომავლის კონტურებში მისი როლი საკმაოდ დიდია.

ფლანგები

"რუბინის" სასტიკი მარცხის მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელია კარგად გამოიყურებოდა და იმედია, ეროვნული ნაკრების ფორმით კიდევ უფრო უკეთესად ათამაშდება.

საბა ლობჟანიძე ნაკრებისთვის უკვე შეუცვლელ ფიგურად ყალიბდება. ის თურქეთში გამორჩეულია და სანიოლი სხვადასხვა ტაქტიკურ განლაგებაში ეფექტურად იყენებს.

გიორგი წიტაიშვილს კარგი უქმეები ჰქონდა, მშრალი სერია დაასრულა და მშვენიერ ხასიათზეა. გიორგისთვის საყვარელ მარჯვენა ფლანგზე მწვრთნელი უფრო მეტად ლობჟანიძეს ხედავს. "ჩერნომორეცის" ფეხბურთელმა კოსოვოში ახალ პოზიციაზე თავი კარგად წარმოაჩინა. დაველოდოთ, შვედებს რა ტაქტიკას დავუპირისპირებთ...

ზურიკო დავითაშვილი ბოლო სანაკრებო შეხვედრებში აშკარად გამორჩეული იყო და ორჯერ გოლის გატანაც შეძლო. ის ნამდვილად იმსახურებს, უფრო მეტი დრო დაეთმოს, თუნდაც სათადარიგოთა სკამიდან. მართალია, ოქტომბრის შემდეგ "ტულაში" განსაკუთრებული მატჩები არ ჰქონია, თუმცა მისი მონდომება აღსანიშნავია.

გიორგი ჩაკვეტაძის ფორმაში შესვლა (თუკი ბოლო მატჩს არ ჩავთვლით) გვაიმედებს, რომ ის ეროვნულ ნაკრებში ძველებურად ათამაშდება!

თორნიკე ოქრიაშვილი და ვაკო ყაზაიშვილი ის ფეხბურთელები არიან, რომელთა გამოყენება სხვადასხვა პოზიციაზე შეიძლება. ოქრიაშვილი ფორვარდადაც ვიხილეთ, "ულსანის" ფეხბურთელი კი, ალბათ, სიღრმიდან უფრო პროდუქტიულია. თორნიკე მომჯობინდა და ბოლო შეხვედრა აქტიურად ჩაატარა, ვაკოს კი სამხრეთ კორეაში შედეგიანი სეზონი აქვს.

ფორვარდები

ნიკა კაჭარავა ტრავმის შემდეგ მშვენივრად დაბრუნდა. მან ეროვნული გუნდის მაისურით გატანა იცის და ამის იმედი ახლაც გვაქვს.

შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატი უმაღლესი დონის არაა, თუმცა დავით ვოლკოვის გოლების ალღოს ეს ვერაფერს დააკლებს. მიმდინარე სეზონში 26 წლის ფორვარდი განსაკუთრებით შედეგიანია და "ზირას" მაისურით 10 ტურში იმდენივე გოლი (8) გაიტანა, რამდენიც მთლიანად გასულ სეზონში. იმედია, ის თავის გამოჩენას "ჯვაროსნებშიც" შეძლებს.

შეგახსენებთ, 11 ნოემბერს ბათუმში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს შვედეთთან დაპირისპირებით დავასრულებთ, 15-ში კი გორში უზბეკეთის ნაკრებს ამხანაგური მატჩისთვის დავუხვდებით.

gs
მამა კახა კაჭარავა
გუსანი
ვინმე დარჩა,ვისაც ბურთი გაუგორებია? ............
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
ვახო! ეს მწვრთვნელის და ფედერაციის საიდუმლეობაა.
Irakliy
ნაიკი
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
მე მგონია ყველა მაგარ ფორმაშია, ადიდასზე მაგარი ფორმა სხვა არის რაიმე?
გია
კვარაცხელია ნელნელა შედის ფორმაში, ლობჟანიძეს არა უშავს, ჩაკვეტაძე საერთოდ არაა ფორმაში, კაკაბაძეს პრაქტიკა არა აქვს, არც ლორია და ოქრიაშვილი ბრწყინავენ, სამწუხაროდ კანკავა და კაშია ასაკშია, სხვამ თამაში არ იცის და ვისი იმედი გვაქვს არ ვიცი
ჯოვანი ელბერი
კარგი ანალიზია, შარვლიდან ამოხტომის გარეშე
giorgi
უთამაშებელი ლორია არუნდა დააყენოს. მეკარეების ხომ მაინც არ გვიჭირს. აი კაჭარავას ვინ ყავს ფედერაციაში
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია