ოლიმპიური თამაშები ყოველთვის ზღვა ემოციებთან არის დაკავშირებული და ამის გემო ქართველებმაც არაერთხელ ვიგემეთ. თუმცა საამაყო სპორტსმენების ტრიუმფის უკან უზარმაზარი შრომა, რისკი და ტრავმებით დატვირთული წლები დგას. სამწუხაროდ, ბევრ სპორტსმენს საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასადაც დასჯდომია ტიტულისთვის ბრძოლა. ერთ-ერთი იყო ცნობილი, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა ტანმოვარჯიშე ელენა მუხინა, რომლის ტრაგიკულმა ბედმა თავის დროზე მთელი სპორტის სამყარო შეძრა. უბედური შემთხვევები სპორტში ხშირია, მაგრამ როცა ეს ემართება ობოლ გოგონას, რომლის მკაცრი მწვრთნელი არ ითვალისწინებს მის ასაკსა და ტრავმაგადატანილ მდგომარეობას და ამის გამო სამუდამოდ უმახინჯდება ახალგაზრდა ქალს ცხოვრება, რა თქმა უნდა, დიდხანს ვერ დაივიწყა საზოგადოებამ.

ოდესღაც ელენა მუხინა მთელი საბჭოთა კავშირის საამაყო სპორტსმენი იყო. ამ მოკრძალებული, სიფრიფანა და შრომისმოყვარე ტანმოვარჯიშის სავიზიტო ბარათი განსაკუთრებულად რთული პროგრამები იყო. ილეთები, რომლებითაც ელენა გამოდიოდა შეჯიბრებებზე, უმეტესობა დღეს აკრძალულია, როგორც სპორტსმენის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემქმნელი. წარმატების პიკზე მყოფი სპორტსმენის ცხოვრება და კარიერა ერთ წამში დასრულდა. 1980 წლის ოლიმპიადისთვის მზადებისას ცუდად დაეცა და კისრის არეში მოტეხილობა მიიღო. მომდევნო 26 წელი მან სავარძელზე მიჯაჭვულმა გაატარა. ბევრი მისი თაყვანისმცემელი ფიქრობდა, რომ ყველაფერში დამნაშავე მისი მწვრთნელი იყო...

ტანვარჯიშის მომავალი ვარსკვლავი მოსკოვში 1960 წელს დაიბადა. 2 წლისას დედა მოუკვდა. მამამ ის მიატოვა და მალე მეორე ოჯახი შექმნა. ელენა ბებიამ გაზარდა. დიდ სპორტში გოგონა შემთხვევით მოხვდა. ერთხელ მის სკოლაში მივიდა ქალი, რომელიც ტანვარჯიშის სექციისთვის ბავშვებს ეძებდა. ელენა, რომელიც თურმე ოცნებობდა ტანმოვარჯიშეობაზე, სიხარულით ჩაეწერა სიაში.

მალე მწვრთნელები მიხვდნენ, რომ ნამდვილ ტალანტთან ჰქონდათ საქმე. 14 წლის ასაკში მუხინა უკვე სპორტის ოსტატობის კანდიდატი იყო. ამის შემდეგ კი ის მიხეილ კლემენკომ გადაიბარა, სიმკაცრით ცნობილმა მწვრთნელმა, რომელიც მანამდე მხოლოდ მამაკაცებს ავარჯიშებდა. კლემენკო სულით ხორცამდე მაქსიმალისტი იყო. მისი ნაცნობები იხსენებდნენ, როგორ ამაყად წარუდგინა მათ თავისი ახალი მოწაფე და გააცნო, როგორც მომავალი მსოფლიო ჩემპიონი. ამბობენ, რომ ელენას არ ჰქონია ჩემპიონთათვის დამახასიათებელი აზარტი და აგრესია. სამაგიეროდ, ნიჭი, სიბეჯითე და მწვრთნელის მითითებებისადმი უსიტყვო მორჩილება საკმარისი აღმოჩნდა, რომ კლემენკოსთან 6-თვიანი მომზადების შემდეგ 16 წლის ელენა საოლიმპიადე შემადგენლობაში მოხვედრის რეალური კანდიდატი გამხდარიყო. თუმცა ბოლო მომენტში ის ამ შემადგენლობაში არ შეიყვანეს. მიზეზი მეტისმეტად ახალგაზრდა ასაკი იყო. საბჭოთა სპორტის მეთაურებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ასაკში იდეალური შედეგი მოსალოდნელი არ იყო. თუმცა ერთი წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ნამდვილი ფურორი მოახდინა და იქიდან 3 ოქროს მედლით დაბრუნდა...

განაგრძეთ კითხვა

სოსო
გასაოცარი ტანმოვარჯიშე იყო,მერე კი გაქრა.მიზეზებზე,გასაგები იყო,რომ ტრავმა მიიღო,მაგრამ რა მოხდა, მაშინ ამაზე არავინ ლაპარაკობდა.
ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა