ფრანკ დე ბური და იააპ სტამი შეიძლება ისევ მხარდამხარ დადგნენ

მას შემდეგ, რაც კლუბში იოჰან კრუიფი მივიდა, ამსტერდამის “აიაქსი” საკლუბო სტრუქტურებში თანამდებობებს მხოლოდ ყოფილ აიაქსელებს ანდობს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბურია, მის პირველ ასისტენტად ორიოდე კვირის წინ დენის ბერგკამპი დაინიშნა, ახლა კი მათ შტაბში შეყვანას ლეგენდარულ იააპ სტამსაც სთავაზობენ. თუკი სტამი ამას არ დათანხმდება, მაშინ ვეტერანის გამოცდილებას კლუბი სხვა ფრონტზე შეეცდება.

იააპს პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია, რადგან მას “ცვოლესთან” მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. “ამ წუთას ჩვენ მხოლოდ კონსულტაციებს გავდივართ სტამის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით, - განუცხადა “დე ტელეგრააფს” ფრანკ დე ბურმა. – შეიძლება მას ახალგაზრდულ გუნდებთან მუშაობა ჩავაბაროთ ან ძირითად გუნდში დავასაქმოთ”.

დენის ბერგკამპმა სწორედ ეს გზა გაიარა, მან მუშაობა “აიაქსის” აკადემიიდან დაიწყო და რის შემდეგაც მას დე ბურის ასისტენტის თანამდებობა ჩააბარეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო