Sportbox.ru ყოფილი რუსი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, ალექსანდრ ბუბნოვის ინტერვიუს აქვეყნებს. გთავაზობთ ნაწილს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს:

- რა ხდება ხვიჩა კვარაცხელიას თავს, გასულ ზაფხულს ის ევროპის წამყვან კლუბში უნდა წასულიყო...

- მიზეზების მთელი დასტა არსებობს... ხვიჩას ტრავმა ჰქონდა, მისი დესპოტოვიჩთან შესანიშნავი კავშირი კი დაინგრა. შემდეგ მომავალ კლუბზე ფიქრის გამო ქართველი დაიბნა, მოწინააღმდეგეებმა კი მისი თამაში შეისწავლეს - ახლა ისინი ცდილობენ, რომ ერთმანეთი დააზღვიონ, თუმცა კვარაცხელია არაერთ მშვენიერ დრიბლინგს ისევ გვთავაზობს, მაგრამ რომ დავაკვირდეთ, მივხვდებით, რომ ქართველს მისი საყვარელი მარცხენა ფლანგიდან გარღვევები ცენტრისკენ უწევს, იქ კი მოწინააღმდეგეთა ბრბო ხვდება. მოკლედ რომ გითხრათ, "რუბინის" შემოქმედებითი თამაში მასზეა აგებული, რაც მოწინააღმდეგეს საფრთხის თავიდან არიდებას უადვილებს, რადგან რთულია თავისუფალი სივრცის ძიება, როდესაც მოწინააღმდეგის კარამდე მისასვლელად არაერთი ფეხბურთელი გიცავს... სწორედ ამის ბრალია გუნდის ასეთი ჩავარდნა. კითხვაზე, სჭირდება თუ არა მას გარემოს გამოცვლა, პირველ რიგში, მან "თათრების" შემადგენლობაში უნდა მოუმატოს, შემდეგ კი ახალ გუნდზე დაიწყოს ფიქრი. თუ ასე თამაშს განაგრძობს, კონტრაქტს ვერ გააფორმებს.

შეგახსენებთ, ამჟამად ხვიჩა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად შვედეთთან (11 ნოემბერი) და უზბეკეთთან (15 ნოემბერი) სათამაშოდ ემზადება, შემდეგ კი ჩავა ყაზანში, სადაც მისი გუნდი "სოჭისთან" გასამართი შეხვედრისთვის მოემზადება. მოგეხსენებათ, "თათრებს" ამ მომენტისთვის რთული ვითარება უდგათ, კარგად დაწყებული სეზონის შემდეგ კი გუნდს ძალიან უჭირს (19 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფებიან).

"სოჭისთან" ხსენებული შეხვედრა 21 ნოემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Sportbox.ru-ს მიხედვით

გრიგოლი1408
ხვიჩა ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული ფეხბურთელი,ერთფეროვნად ცდილობს ერთი და იგივე ფინტით თამაშს. ნახეთ გუცაევის თამაშები. ყოველ ჯერზე ახალ-ახალს იგონებდა ანდა ქინქლაძე.
სოსო
შარშანწინ კვარა უკვე ბრწყინავდა თავიუსი დრიბლინგებით,მაგრამ ცენტრალური თავდამსხმელი არ ჰყავდა რუბინს და ამიტომ გოლის გატანა ძალიან ჭირდა.შარშან გუნდმა დესპოტოვიჩი შეიძინაბ და გუნდის შეტევამაც უკვე სახე მიიღო.ამასთან ერთად მკვეთრად მოუმატეს თამაშს მარჯვენა ფლანგელმა მაკაროვმა და მარცხენა მცველმა სამოშნიკოვმაც.ესენიც ახალგაზრდა,ამბიციური და ენერგიული ბიჭები არიან.დესპოტიც მშვენივრად ჩაჯდა გუნდში და შედეგმაც არ დააყოვნა.რუბინი სასიამოვნო სანახავი,წარმატებული კლუბი გახდა.ზაფხულში რუბინმა მაკაროვი გაყიდა,ზაფხულის ბოლოს კი რუბინს სამ ფრონტზე მოუწია თამაში და ფეხბურთელთა რესურსი,აშკარად აღარ ეყო.დაამტვრიეს დესპოტი,კვარა,სამოშნიკოვი.გაყიდეს სტარფელტი და რუბინს უბრალოდ კვალიფიციური ფეხბურთელების საკმარისი რაოდენობა აღარ დარჩა.მოიყვანეს ჰაკშაბანოვიჩი.ის საკმაოდ კარგი ფეხბურთელია,მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ არის ჩამჯდარი გუნდში და თან ესეც უკვე აღარაა საკმარისი.ახალ ტრავმა მოშუშებული ფეხბურთელი გამოდის მოედანზე და ისევ ტრავმას იღებს.კვალიფიციური რეზერვი კი,გუნდს არ ჰყავს და თამაშს ვერ აძლიერებს.სწორედ ამიტომაა ასე ცუდ დღეში რუბინი.თუ ამას დავუმატებთ ხვიჩას გაცრუებულ იმედებს და მასზე თავს დატეხილ ლანძღვა გინების კამპანიას,გასაგები გახდება,რუბინის ცუდი შედეგები.გუნდის ლიდერებად,სულ ახალგაზრდობას მოიაზრებენ,ისინი კი,ფსიქოლოგიურად ჯერ კიდევ არ არიან საამისოდ მზად.სლუცკი ცდილობს,კლუბის გარშემო არსებული ცუდი ატმოსფერო,ფეხბურთელებს აარიდოს,მაგრამ გუნდის მფლობელი,ამაში მაინცდამაინც არ ეხმარება და რამდენად ეყოფა სლუცკის რესურსი,ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოს გუნდი,საკმაოდ ძნელი გამოსაცნობია.რუბინმა დაცვაშიც აშკარად დაკარგა საიმედოობა,ეს კი მისი საბაზისო საყრდენი იყო.დღევანდელი დაცვა,საერთოდ ვერ უახლოვდება შარშანდელ დონეს და ბოლო ხანებში რუსეთის ნაკრებში გამოძახებული მეკარე დიუპინიც,აშკარად ამოვარდა ჩვეული კალაპოტიდან.ასე რომ რუბინის კრიზისი,მხოლოდ ხვიჩას ბრალი არ არის.მან უკვე თითქმის აღიდგინა ფორმა,მაგრამ მისი მცდელობა,საკმარისი ვერ იქნება.მთლიანად გუნდია გადასაწყობი და დასალაგებელი.რაღაც ახალი ტაქტიკური სვლებიც გასაკეთებელი.ფაქტია,რომ რუბინის თამაში უკვე გაშიფრულია და იციან მის წინააღმდეგ როგორ იმოქმედონ.
zura222
მართალია ! მწვრთნელებმა და მცველებმა უკვე კარგად შეისწავლეს ხვიჩას ტაქტიკა და რამდენჯერ დავაკვირდი რუბინის შეტევის დროს ხვიჩას ფლანისკენაა გადასული მეტოე მცველების და ნახევარმცველების უმეტესობა მაშინაც კი როცა ხხვიჩას ბურთი არა აქვს და არ ვიცი სლუცკი ამას ვერ ხედავს თუ არ უნდა რონ დაინახოს და გუნდის ტაქტიკა შეცვალოს და სანამ დესპოტა არ თამაშობს უარი უნდა თქვას ცენტრალურ თაბდამსხმელზე (ის 10 ნომერი და კოსტიუკოვი არაფრის მაქნისები არ არიან მაგ ადგილზე) და ნახევარდაცვა გააძლიეროს კიდევ ერთი საყრდენით და ცრუ ცხრიანით
G.A.L.
ჩავარდნა ვის არ ჰქონია, თანაც მის ასაკში. მთავარია სწორი დასკვნები გამოტანოს, თუ რა არის მიზეზი, და ყველაფერს ეშველება. ახლა მას გვერდში დგომა უნდა და სწორი მიმართულების მიცემა. უფროს "კვარას" საკმაო გამოცდილება აქვს და მისცემს სათანადო რჩევებს. კარგი იქნება თუ ჟურნალისტებიც თავს შეიკავებთ და ზომიერები იქნებით კრიტიკისას, ასევე არ არის საჭირო ზღვარს გადასული ქება-დიდება. ეს ბიჭი ახლა იდგავს ფეხს დიდ ფეხბურთში და დასამტკიცებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს. ჩემის მხრივ ერთ მოკრძალებულ რჩევას მივცემდი. ადვილი წასაკითხი გახდა მისი თამაში. უნდა გაამრავალფეროვნოს თამაში. მეტი იმუშაოს გუნდზე. იმიძრაოს, იცვალოს პოზიციები, ეძებოს სივრცეები და მეტი პასი. სწორედ ამ შემთხვევაში შეიძენს მისი დრიბლინგი მოულოდნელობას, ყოფილ ძალას და ეფექტს. ამისთვის ფიზიკაში აქვს სერიოზულად მოსამატებელი. წინ ბევრი შრომაა და ყველაფერი კარგად იქნება. მიდი "კვარა", ჩვენ გვჯერა შენი!
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება