გუშინ, 11 ნოემბერს, 2022 წლის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები გაიმართა.

გერმანიამ J ჯგუფში ლიხტენშტაინს უმასპინძლა და 9:0 გაანადგურა. ეს ანგარიში მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკისთვის სარეკორდო ნიშნულია.

პირველ ტაიმში გერმანელებმა 4 გოლი გაიტანეს. თავი ილქაი გიუნდოგანმა (11), ლეროი სანემ (22) და მარკო როისმა (23) გამოიჩინეს. დანიელ კაუფმანმა მე-20 წუთზე ბურთი საკუთარ კარში გადაგზავნა.

მეორე ნახევარში "ბუნდესნაკრებმა" კიდევ 5-ჯერ აიღო მეტოქის კარი. გოლები ლეროი სანემ (49), ტომას მიულერმა (76), რიდლე ბაკუმ (80), ტომას მიულერმა (86) და მაქსიმილიან გიოპელმა (ა.გ. 89) გაიტანეს.

ამრიგად, გერმანია J ჯგუფს 24 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 14 ნოემბერს, სომხეთის წინააღმდეგ გამართავს.

ლიხტენშტაინი 1 ქულით ბოლო, მე-6 ადგილზე იმყოფება, იმავე 14 ნოემბერს კი რუმინეთს უმასპინძლებს.

Video

გერმანია - ლიხტენშტაინი

H ჯგუფში მალტამ ხორვატიას უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 7:1 დასრულდა.

პირველ ტაიმში გოლები ივან პერიშიჩმა (6), კალეტა კარმა (22), მარიო პალაშიჩმა (39) და ლუკა მოდრიჩმა (45+1) გაიტანეს, ხორვატმა მარსელო ბროზოვიჩმა კი 31-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მეორე ნახევარში ლოვრო მაიერმა 47-ე წუთზე მასპინძლების კარში მორიგი გოლი გაიტანა. ანდრეი კრამარიჩმა თავი 53-ე წუთზე გამოიჩინა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი იმავე ლოვრო მაიერმა 64-ე წუთზე დასვა.

ამრიგად, H ჯგუფში ხორვატია 20 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 14 ნოემბერს ლიდერ რუსეთთან გამართავს, რომელსაც 22 ქულა აქვს, გამარჯვების შემთხვევაში კი საკვალიფიკაციო ეტაპს 1-ლი ადგილით დაძლევს.

მალტა 5 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, იმავე 14 ნოემბერს კი სლოვაკეთს უმასპინძლებს.

Video

მალტა - ხორვატია

დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე