ალბერტ იაგუე ხიმენესმა და კარლეს კოტომ ალექს გარსიას გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშეს

28 ივნისს თბილისის "დინამოში" პირველად ივარჯიშეს ესპანელმა ახალწვეულებმა. ორკარას დროს ალბერტ იაგუე ხიმენესი თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ ცენტრალურ თავდამსხმელად ათამაშა, კარლეს კოტო კი - მარჯვენა ფლანგის შემტევად.

კოტო ვარჯიშზე დაშავდა, თუმცა იმედოვნებს, რომ სერიოზული არაფერია. მოლდოვურ "მილსამისთან" პირველ შეხვედრას ის მაინც ვერ ჩაატარებს. სამაგიეროდ, როგორც გვითხრეს, თავდასხმაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, განაცხადში ხიმენესი იქნება, თუ მისი დამატება მოესწრო.

ვარჯიშის შემდეგ ორივეს მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

კოტოს ტრავმა არ აშინებს

კარლეს კოტო ბოლოს თემურ ქეცბაიას ყოფილ კლუბ ფამაგუსტას "ანორთოსისში" თამაშობდა. ცხადია, უპირველესად მისი ჩამოსვლის მოტივი გვაინტერესებდა.

- თქვენი ბოლო კლუბი "ანორთოსისი" ჩემპიონთა ლიგის მონაწილეა, კვიპროსის ჩემპიონატი საქართველოსაზე ძლიერია და თბილისის "დინამოს" წინადადებას რა მოსაზრებით დათანხმდით?

- "ანორთოსისთან" კონტრაქტი დამიმთავრდა და ჩემი განვითარებისა და მომავლისთვის "დინამოში" თამაში უკეთესი იქნებოდა. თანაც, მითხრეს, რომ გუნდში საინტერესო პროექტი დაიწყო და ამანაც მიმიზიდა.

- "ბარსელონას", ალექს გარსიას გაზრდილი ხართ. მსოფლიო ფეხბურთის გალაქტიკიდან ჩამოსულს ქართულ ფეხბურთზე ბევრი არაფერი გეცოდინებათ.

- არ ვიცოდი, მაგრამ როდესაც კლუბი შენით ინტერესდება, ცხადია, შენც უნდა გაიგო, სად მიდიხარ. აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ ძველი და დიდი ტრადიციების კლუბში მოვდიოდი, რომელიც ადრე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ამან ძალიან გამახარა.

- დღევანდელი ვარჯიშისას თანაგუნდელებზე როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- ჯერ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბიჭები გავიცანი და მათზე კარგი შთაბეჭდილება დამრჩა.

- მოედანს მალე დაუბრუნდებით?

- ვფიქრობ, საშიში არაფერია და ერთ კვირაში გუნდის ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩავერთვები.

იაგუეს ეროვნული მოეწონა

ალბერტ იაგუე ხიმენესი "ესპანიოლის" გაზრდილია, მაგრამ თავდამსხმელი ჯერ სეგუნდა დივიზიონის კლუბებში გაანათხოვრეს, ბოლოს კი სეგუნდა B დივიზიონის "კულტურალ ლეონესაში" თამაშობდა. ვიკიპედიას თუ ვენდობით, ფეხბურთელს კარიერა 2008 წელს აერია, როდესაც ტრავმა მიიღო.

ხიმენესი ამბობს, რომ ტრავმით გამოწვეული პრობლემები წარსულს ჩაბარდა და გასულ სეზონში ფორმა აღიდგინა:

- 2008 წელს მეორე დივიზიონის "ეიბარში" მიღებული ტრავმის გამო დრო გამიცდა, მაგრამ მერე ორი სეზონი "კულტურალ ლეონესაში" ვთამაშობდი. მართალია, ბოლო სეზონი არც ისე შედეგიანი იყო ჩემთვის, ბევრი არ გამიტანია, მაგრამ მთავარია, რომ ფორმა აღვიდგინე.

- თბილისის "დინამოზე" რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- იმედი მაქვს, გუნდს მალე შევეჩვევი. გარემოს მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, ამ კუთხით პრობლემა არ შემექმნება.

ჩამოსვლამდე ინტერნეტში "დინამოს" რამდენიმე თამაში ვნახე, ქალაქითაც დავინტერესდი და ჩემთვის მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ საინტერესო გუნდსა და ლამაზ ქალაქში მოვდიოდი. იმედია, დრო მექნება და თბილისს დავათვალიერებ.

- ესპანური მოედნების შემდეგ თბილისის სტადიონის მოედანზე რას გვეტყვით?

- სხვათა შორის, მოედანიც მომეწონა და მთლიანად სტადიონიც. არ მეგონა, "დინამო" ასეთ ლამაზ სტადიონზე თუ თამაშობდა. სამწუხარო იქნება, ტრიბუნები ბოლომდე თუ არ შეივსება.

გუშინ, 28 ივნისს ღამით კი თბილისში ყოფილი ვალენსიელი, მერე კი პრიმერადივიზიონის "ლევანტეში" მოთამაშე ხისკო ჩამოვიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?