"დინამოს" 28 ივნისის ვარჯიშმა საათნახევარს გასტანა, ალექს გარსიამ დიდი ყურადღება ბურთით ვარჯიშს დაუთმო
ეროვნულ სტადიონზე "დინამოს" 28 ივნისის ვარჯიშმა საათნახევარს გასტანა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ალექს გარსიამ დიდი ყურადღება ბურთით ვარჯიშს დაუთმო. ფეხბურთელებმა გახურებას რამდენიმე წუთი მოანდომეს, რის შემდეგაც სხვადასხვა ტექნიკური კომპონენტის დახვეწას შეუდგნენ.

თავდაპირველად ესპანელმა მწვრთნელმა დინამოელები ორ-ორად გაჰყო და მოკლე და გრძელ გადაცემებზე ავარჯიშა, რასაც კარში დარტყმები მოჰყვა. დარტყმებს ორ და სამსვლიანი კომბინაციები უსწრებდა, რაც საკმაოდ საინტერესო სანახავი იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელთა უმეტესობა შედეგიანად ურტყამდა, თუმცა საკუთარ საქმეს მეკარეებიც რიგიანად ასრულებდნენ.

გარსია მთელი ვარჯიშის განმავლობაში აქტიური იყო და თარჯიმნის მეშვეობით ფეხბურთელებს გამუდმებით აძლევდა რჩევა-დარიგებებსა თუ შენიშვნებს. იგრძნობა, რომ მან მოთამაშეებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება შეძლო, ოღონდ, ისიც კარგად ჩანს, რომ გარსია მომთხოვნი და დისციპლინის მოყვარული მწვრთნელია.

წვრთნის მეორე ნახევარი ორხმრივ თამაშს დაეთმო, თუმცა საინტერესო დეტალები აქაც იყო - ორად გაყოფილმა ფეხბურთელებმა ნახევარ მოედანზე ითამაშეს, საიდანაც ერთი მხარე შემტევი იყო, უმეკარეოდ და უკაროდ, მეორე კი თავს იცავდა. შემტევ-დამცველებში გარსია შემადგენლობას ხშირად ცვლიდა და ორივე როლის მორგება ყველა ფეხბურთელმა მოასწრო.

"დინამოს" ჯერ არ შეერთებია ყველაზე ცნობილი ახალწვეული ხისკო, სამაგიეროდ, მოედანზე იყო კიდევ ორი ესპანელი - კოტო და აგუე, რომლებიც თავიდან ინდივიდუალურად და მსუბუქად ვარჯიშობდნენ, მერე კი ახალ თანაგუნდელებს ორმხრივი თამაშისას გაუშინაურდნენ. რომელიმე მათგანის "მილსამისთან" თამაში გამორიცხული არ არის.

რაც შეეხება ხისკოს, იგი თბილისში ჯერ არ ჩამოსულა და ესპანელთა პრეზენტაცია ამიტომაც გადაიდო ხვალისთვის.

"დინამოში" ოპტიმისტური და საბრძოლო განწყობა იგრძნობა და იმედია, გარსიას ოფიციალური დებიუტი წარმატებული გამოდგება. უსიამოვნო მხოლოდ დიდი სიცხე იყო და თუ ასეთი ტემპერატურა ხვალ საღამოსთვისაც შენარჩუნდა, მაღალ ტემპში თამაში ორივე გუნდს გაუჭირდება.

ტრავმების გამო ვერ ივარჯიშეს ლევან ხმალაძემ და შოთა კაშიამ. ხმალაძე დისკვალიფიცირებულიცაა და ამის გამო "მილსამისთან" ორივე მატჩს გამოტოვებს, ამავე მიზეზით ხვალ გიორგი კახელიშვილიც ვერ ითამაშებს. ხმალაძეც და კახელიშვილიც შარშანდელ ევროპის ლიგაზე ავსტრიულ "შტურმთან" მატჩისას გააძევეს და ამიტომაც დაისაჯნენ.

მოლდოველები თბილისში დღეს, 29 ივნისს ჩამოფრინდებიან. საღამოს 8-ის ნახევარზე ეროვნული სტადიონის საკონფერენციო დარბაზში მათი მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართება, 8-ზე კი "მილსამი" "ბორის ბაიჭაძის" გაზონს მოსინჯავს. ალექს გარსიას პრესკონფერენცია 9-ის ნახევარზეა დაგეგმილი, "დინამოს" ვარჯიში კი - 9-ზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა