საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ, წლის დასკვნითი ამხანაგური მატჩისთვის თბილისში ემზადება.

15 ნოემბერს ვილი სანიოლის გუნდი გორში უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ამხანაგურ მატჩამდე ჩვენი გუნდი თბილისში ვარჯიშობს. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე შაბათს ნაკრებმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. უზბეკეთთან ამხანაგურ შეხვედრას ტრავმის გამო ლუკა ლოჩოშვილი გამოტოვებს, ოჯახური მდგომარეობის გამო კი გუნდთან ერთად არ იქნება ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა.

14 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართება. ფრანგი სპეციალისტი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს სასტუმრო "შერატონში" უპასუხებს. პრესკონფერენციაზე დასწრება შეუძლიათ საქართველო-უზბეკეთის შეხვედრაზე აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს.

ეროვნული ნაკრების დებიუტანტის დავით ვოლკოვის კომენტარი შვედეთთან მატჩისა და ბოლო ამხანაგური მატჩის შესახებ:

"ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს უდიდესი სიხარულია. აქედან გამომდინარე, ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მატჩში მონაწილეობის შანსი მომეცა. რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართ მომავალ შეხვედრას, ყველანი 100 პროცენტიანი კონცენტრაციით ვემზადებით. ვცდილობთ, რომ ამ მატჩსაც ისე მივუდგეთ როგორც ოფიციალურ თამაშს, რადგან ეროვნულ ნაკრებში ამხანაგური შეხვედრა არ არსებობს. ბოლომდე დავიხარჯებით და იმედი მაქვს, წელს დადებითი შედეგით დავასრულებთ".

დავით ხოჭოლავა: "განვლილი ორი შეხვედრა ძალიან კარგი იყო, დიდი ემოცია და მუხტი მივიღეთ. ეს განსაკუთრებით ბოლო მატჩს ეხება, სადაც გულშემატკივრებთან ერთად საოცარ ატმოსფეროში ვითამაშეთ. ვთვლი, რომ ამ გარემოებამ შვედეთის წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ მატჩს, ვერ ვიტყვი, რომ ეს ამხანაგური შეხვედრაა, რადგან წლის ბოლო თამაშია და ამის შემდეგ ეროვნული გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ შეიკრიბება. აქედან გამომდინარე, საჭიროა, ეს შეხვედრაც მოვიგოთ და ჩვენი სერია გავაგრძელოთ".

საქართველო

მეკარეები - გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბთ), ლუკა გუგეშაშვილი (დილა)

მცველები - გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბთ), ირაკლი აზაროვი (დინამო ბთ), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი)

ნახევარმცველები - საბა ლობჟანიძე (ჰათაისფორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკოვი, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბთ), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხ. კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელ, კვიპროსი)

თავდამსხმელები - ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, აზერბაიჯანი).

საქართველოს და უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 15 ნოემბერს 18:00 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ამხანაგური შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

წყარო: Nakrebi.ge

იუზა პავლოვიჩ დოლიძე
ისე არ უნდა დაენიშნათ გორში,რა მუხტი იყო ბათუმში თან იმ გამარჯვების შემდეგ აუცილებლად ბათუმში უნდა დაგვესრულებინა ლამაზ ნოტაზე წელი,წარმომიდგენია რა გულშამატკივრობა იქნებოდა,გორის წინააღმდეგი კი არ ვარ უბრალოთ ტევადობა ძალიან პატარააა და ის მუხტი არ შეიქმნება რაც ბათუმში იყო,იმედია გავიმარჯვებთ მჯერა ამ ბიჭების!
იდალგო
დაცვაში სანიოლს ხიზანიშვილის დამატება გადაუწყეტია და ძირითადში შემადგელობაში მოიაზრებს. თუ ტრავმა არ ექნება, მოედანზე აუცილებლად ვიხილავთ.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
რაღა დროს ქალამნებიანი კანკავაა, კაცს სადაცაა 80 წლის იუბილეს გადაუხდიან, თქვენ კი ოხრავთ, კანკავა არ გვყავს და რა გვეშველებაო! დაანებეთ თავი, შეეშვით, რა გინდათ, მინდორზე დალიოს სული? მარა რო წააგონ, გამართლება ხომ უნდათ? კანკავა არ გვყავდა, დიდი ძალა დაგვაკლდა და წვაგეთ, აბა რას ვიზავდითო.. თქვენ ტოტალიზატორს მიხედეთ, რაცხაფრა დაკერეტ მისი პატრონი და მოგებები მერე ნახეთ..
ჩორნი
ჯაბა კარგი კაცია პატრიოტი და მართლაც მეომარი..ვაფასებთ და ქედს ვიხრით.. პ.ს. ეს იმას არ ნიშნავს რომ ასაკის და ტემპის მიუხედავად ძირითადში გარანტირებულად უნდა იყოს!
გია
კაცმა 100 თამაში ითამაშა,ყველა თავდადებით და ვინმე კლავიატურის ლომი იწუნებს,რომელსაც ალბათ ეზოშიც არ უთამაშია ფეხბურთი
მამულო
კანკავა არის გუნდის მუხრუჭი. ეს ბოლო მატჩმაც აჩვენა. მოუხადოდ მადლობა და გავაცილოთ პენსიაზე.
vagneri janashia.
კანკავასნაირი მებრზოლი და ტავდადებული ფეხბურტელი ტუ ჰკოლია საქარტველოს ნაკრებს.ამაგს დაპასება სცჰირდება.
War
arqeologiaSHI ROGOR XAR?
ვოოტ
შენი კომენტარის პირველი სიტყვა რომ სულ არ დაგეწერა, შესაძლოა, შენს სუბიექტურ აზრადაც ჩაგვეთვალა, ახლა კი უბრალოდ უზრდელობაში გეთვლება...
რომა
კაცი პაპაშენის ტოლაა და რაც ითამაშა ეს წლები თავი არ დაიზოგავს ნაკრებში ფრენას არავინ არავის სთხოვს აქ სთხოვენ თავის დადებას და ბოლომდე დახარჯვას რაც ამ კაცს არასდროს ეშლებოდა. იცოდე სად რა თქვა
რა გვეშველება?
რა დროს წარმოდგენის შექმნაა, კაცმა 100 მატჩი ითამაშა საქართველოსთვის. დიდი წარმოდგენა კი არა, დიდი მადლიერება ეკუთვნის!
დათო
ამ კანკავაზე ნუ გაქვთ გადამეტებული წარმოდგენა
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს