26 ნოემბერს მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის (FIBA World Cup 2023) საკვალიფიკაციო ტურნირი იწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ამ ტურნირის პირველი ფანჯრის 2 მატჩისთვის გუნდის შერჩევა დაიწყო. ბერძენმა სპეციალისტმა 18-კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც ერთკვირიან მოსამზადებელ პერიოდში ძირითად შემადგენლობას შეარჩევს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 ნოემბერს უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 3 დღეში სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 29 ნოემბერს, ანდალუსიის პროვინციულ ქალაქ ხაენში გაიმართება. ესპანეთსა და უკრაინასთან ერთად ჩვენს ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიაცაა, რომელსაც საქართველოს ნაკრები მომავალ ფანჯრის დროს, თებერვალში ორჯერ შეხვდება: 24-ში თბილისში, ხოლო 27-ში სკოპიეში.

ილიას ზუროსმა ეროვნულ ნაკრებში 3 ახალწვეული გამოიძახა. ესენი არიან 19 წლის დინამოელი ფორვარდი ნიკოლოზ გაფრინდაშვილი და “ცხუმ-აფხაზეთის” კალათბურთელები – 21 წლის გამთამაშებელი ლუკა მაზიაშვილი და 22 წლის მსუბუქი ფორვარდი ნიკა ჩეჩელაშვილი. სამივე მათგანი გასულ ზაფხულს, თბილისში გამართულ ერთთვიან გენერალურ შეკრებაზე იმყოფებოდა, სადაც ჩვენი ნაკრების მწვრთნელები დააინტერესეს და ახლა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსიც ეძლევათ.

ილიას ზუროსმა ნაკრებში ვერ გამოიძახა ეროვნული ნაკრების 2 გამოცდილი მოთამაშე: გიორგი ცინცაძე და დუდა სანაძე. ჩატარებული თამაშების მხრივ, ნაკრების რეკორდსმენმა გიორგი ცინცაძემ მუხლზე ჯვარედინი მყესების ოპერაცია გაიკეთა, ხოლო სანაძეს გადატანილი კორონავირუსის შემდეგ ფორმა არ აღუდგენია.

ჩვენი გუნდი ვარჯიშებს 20 ნოემბრიდან, თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყებს. ეროვნული ნაკრების კანდიდატებს საწყისი 2 დღე მთავარი მწვრთნელის ასისტენტები მოამზადებენ, ხოლო 22 ნოემბრიდან ვარჯიშებს ილიას ზუროსი გაუძღვება. ნაკრებში მთლიანობაში გამოძახებულია 6 ლეგიონერი, უმეტესობას კი საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები შეადგენენ. მომავალ მატჩებში ჩვენს ნაკრებს ესპანურ “მურსიაში” მოთამაშე ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენი დაეხმარება. მთლიანობაში, ნაკრებში ესპანეთში მოთამაშე 4 კალათბურთელი ჩამოვა: მაკფადენი, ბექა ბურჯანაძე, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი შერმადინი. თითო ლეგიონერია რუსეთიდან და საფრანგეთიდან: შესაბამისად, ცსკა-ს წევრი თორნიკე შენგელია და საფრანგეთის MN1 ლიგის კლუბ “ორშიში” მოასპარეზე გიორგი ტურძილაძე.

რაც შეეხებათ ამერიკის პროფესიულ და სტუდენტურ ლიგებში მოთამაშე ქართველ კალათბურთელებს: ევროპული პრაქტიკა არ ითვალისწინებს ამერიკიდან მიმდინარე ჩემპიონატების განმავლობაში კალათბურთელების თავიანთ ნაკრებებში ჩასვლას. ასეთი რამ არცერთ ეროვნულ გუნდში არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ნაკრებს ჰყავს ამერიკაში მოთამაშე საკმაოდ ძლიერი კალათბურთელები.

უკრაინასთან მატჩის 12-კაციან შემადგენლობას ილიას ზუროსი მატჩის წინა დღეს, 25 ნოემბერს დაასახელებს. თამაშის ღამეს ეროვნული გუნდი გეზს ესპანეთისკენ აიღებს, სადაც 29 ნოემბერს, ქალაქ ხაენში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდება.

მსოფლიოს ჩემპიონატის გათამაშების ფორმატის შესახებ:

ევროპიდან მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირზე სულ 32 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც ჯგუფებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: სერბეთი, ბელგია, ლატვია, სლოვაკეთი

B ჯგუფი: საბერძნეთი, თურქეთი, ბრიტანეთი, ბელარუსი

C ჯგუფი: სლოვენია, ხორვატია, ფინეთი, შვედეთი

D ჯგუფი: გერმანია, პოლონეთი, ესტონეთი, ისრაელი

E ჯგუფი: საფრანგეთი, უნგრეთი, პორტუგალია, მონტენეგრო

F ჯგუფი: ლიეტუვა, ჩეხეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი

G ჯგუფი: ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, ჩრდილოეთი მაკედონია

H ჯგუფი: იტალია, რუსეთი, ნიდერლანდები, ისლანდია

გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფებში თამაშები გაიმართება ორ წრედ (შინ და სტუმრად), რის შემდეგაც თითოეულიდან 3 საუკეთესო (ჯამში 24 ნაკრები) მეორე ეტაპზე გააღწევს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასული გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდებიან: A ჯგუფის სამეული + B ჯგუფის სამეული, C ჯგუფის სამეული + D ჯგუფის სამეული, E ჯგუფის სამეული + F ჯგუფის სამეული, G ჯგუფის სამეული + H ჯგუფის სამეული.

ჩვენი ჯგუფიდან გასული 3 გუნდი H ჯგუფის (იტალია, რუსეთი, ისლანდია, ნიდერლანდები) საუკეთესო ტრიოსთან შექმნის ახალ ჯგუფს. ახალ ჯგუფებში მანამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთში არ ითამაშებენ, მათ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ. შესაბამისად, თითოეულ გუნდს სხვა ჯგუფის 3 წარმომადგენელთან მოუწევს 2-2 მატჩის (შინ და სტუმრად) გამართვა. შესაბამისად, თითო გუნდი მეორე ჯგუფურ ეტაპზეც 6 შეხვედრას ჩაატარებს (2022 წლის შემოდგომიდან 2023 წლის ზაფხულამდე) და საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითო ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი (ჯამში 12) მოიპოვებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

თად მაკფადენი (მურსია), ლუკა მაზიაშვილი (ცხუმ-აფხაზეთი), გივი ბაქრაძე (ოლიმპი), ოთარ ფხაკაძე (ქუთაისი), კახა ჯინჭარაძე (ოლიმპი), მერაბ ბოქოლიშვილი (რუსთავი), ნიკა გაფრინდაშვილი (დინამო), ნიკა ჩეჩელაშვილი (ცხუმ-აფხაზეთი), მიხეილ ბერიშვილი (თსუ), გიორგი კორსანტია (ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე (გრან კანარია 2), თორნიკე შენგელია (ცსკა), ბექა ბურჯანაძე (ბეტისი), ბექა ბექაური (ბათუმი), ილია ლონდარიძე (ოლიმპი), გიორგი შერმადინი (ტენერიფე), გიორგი ტურძილაძე (ორში), გიორგი თვალაბეიშვილი (რუსთავი)

GBF.GE

fff
არავინ არაფერს ერჩის ვერ თამაშობს და ეგაა
ბექა
ბულაშვილს რას ერჩიან მართლა ვერ გავიგე?
Zaza
და ამ გუნდით გვინდა მსოფლიოზე თამაში?.უკანა ხაზში ბებერი მაკფადენის იმედად .დდ ბულაშვილის იგნორი და მორიგი კლოუნადა ისარ მყავდა ესარ მყავდას ძახილით ყველა გასვლას წავაგებთ და შეიძლება საერთოდაც ვერ გავიდეთ მეორე ეტაპზე.არ რცხვენიათ და მომკითხავიც არავინაა ფედერაციის. აფსუს.
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89