”სპორტ-ექსპრესმა" რუსეთის პრემიერლიგის პირველი ეტაპი შეაჯამა და გამორჩეულთა შორის ქართველებიც მოხვდნენ
”სპორტ-ექსპრესმა" რუსეთის პრემიერლიგის პირველი ეტაპის შედეგები შეაჯამა. გამორჩეულ ფეხბურთელთა შორის ქართველებიც მოხვდნენ.

ასე, მაგალითად: ნიჟნი ნოვგოროდის ”ვოლგას" პლეიმეიკერ გოჩა ხოჯავას გოლი ”როსტოვის" კარში საუკეთესოებში მესამე ადგილზე დაასახელეს. ბომბარდირთა მარაქაშია ”ვოლგას" ფორვარდი ოთარ მარცვალაძე, რომელიც 5 გოლით მე-6 ადგილზეა. 26 წლის თავდამსხმელის ერთი გოლი მცველის ავტოგოლად რომ არ ჩაეთვალათ, მე-4-მე-6 ადგილებზე იქნებოდა. ოთარი ისეთ ცნობილ თავდამსხმელებს უწრებს, კევინ კურანი (გერმანიის ნაკრები, მოსკოვის ”დინამო"), ლასინა ტრაორე (კოტ დივუარის ნაკრები, ”ყუბანი"), კეისუკე ჰონდა (იაპონიის ნაკრები, ცსკა) და კრისტიან ნაბოა (ეკვადორის ნაკრები, ”რუბინი) რომ არიან.

რუსული მედია წერს, რომ მარცვალაძის ”კრასნოდარში" გადასვლა დღეების საქმეა და წინ ვერაფერი დაუდგება. არადა, ოთარმა ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ უკვე გააფორმა.

გია გრიგალავამ მებრძოლი და ხისტი ფეხბურთის იმიჯი შეიქმნა - პირველ ეტაპზე მიღებული 5 ყვითელი ბარათით მე-6-მე-13 ადგილს შვიდ ფეხბურთელთან იყოფს.

ყველაზე უხეში კი საქართველოში დაბადებული, რუსეთის მოქალაქე და ”როსტოვის" ფეხბურთელი ანრი ხაგუშია - 9 ყვითელი.

”სოვეტსკი სპორტმა" საუკეთესოები საშუალო მაჩვენებლებით გამოავლინა. საუკეთესო მარჯვენა ცენტრალურ მცველებში ”კრასნოდარის" კაპიტანი ალეკო ამისულაშვილი 3,42 ქულით მე-3 ადგილზეა. ის რეიტინგით მესამეა კლუბშიც.

ოთარ მარცვალაძე კი ნიჟნი ნოვგოროდის ”ვოლგას" საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსით დატოვებს - მისი რეიტინგი 3,38 ქულაა და უსწრებს სანჯარ ტურსუნოვსა და გოგიტა გოგუას, რომელთაც 3,33 ქულა აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა